მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ში 26 წლის მამაკაცმა ოჯახის სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, სამმა კი დამალვა მოასწრო
აშშ-ში 26 წლის მამაკაცმა ოჯახის სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, სამმა კი დამალვა მოასწრო

სამი ადა­მი­ა­ნის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, 26 წლის ან­დრე გორ­დო­ნი ნიუ ჯერ­სი­ში, სახ­ლთან ახ­ლოს იპო­ვეს. მათი ვა­რა­უ­დით, ორ სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე სრო­ლის მო­წყო­ბის შემ­დეგ მან ბა­რი­კა­დებ­ში მო­იქ­ცია თავი. მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ და­ეს­ხა თავს ოჯა­ხის წევ­რებს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

გორ­დონს ბრა­ლი ედე­ბა მე­უღ­ლის, 25 წლის ტე­ი­ლორ დე­ნი­ე­ლის, თა­ვი­სი 13 წლის დის კერა გორ­დო­ნი­სა და 52 წლის დე­დი­ნაც­ვლის, კა­რენ გორ­დო­ნის მკვლე­ლო­ბა­ში. გან­ცხა­დე­ბა ბაქ­სის ოლ­ქის პრო­კუ­რორ­მა ჯე­ნი­ფერ შორნ­მა გა­ავ­რცე­ლა.

პრო­კუ­რო­რის­ვე თქმით, იმ დროს, როცა გორ­დო­ნი დე­დი­ნაც­ვლის და დის სახ­ლში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­იჭ­რა, მათი ოჯა­ხის კი­დევ სამ­მა წევ­რმა და­მალ­ვა მო­ას­წრო და ასე გა­და­ირ­ჩი­ნა თავი.

რო­გორც მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, გორ­დონ­მა თა­ვის სი­დედ­რსაც ეს­რო­ლა, მაგ­რამ ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ქალი ჭრი­ლო­ბებს გა­და­ურ­ჩე­ბა.

პო­ლი­ცი­ის თქმით, იმ დროს, როცა ან­დრე გორ­დო­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­გან გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­და, მან უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი მან­ქა­ნი­ა­ნად გა­ი­ტა­ცა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ტა­ცე­ბულს არა­ფე­რი და­შა­ვე­ბია.

26 წლის ან­დრე გორ­დო­ნი პო­ლი­ცი­ამ სრო­ლის მე­ო­რე დღეს, ნა­შუ­ა­დღევს და­ა­კა­ვა.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Natashka
2

სულელების და გიჟების ქვეყანააა ამერიკა,,ჯერ სად ხართ..)..)

მიქაელი
21

სავარაუდოდ პუტინი იქნება ჩარეული.. ბაბუცებო ამოიღეთ ხმა, სანამ დროა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აშშ-ში 26 წლის მამაკაცმა ოჯახის სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, სამმა კი დამალვა მოასწრო

აშშ-ში 26 წლის მამაკაცმა ოჯახის სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, სამმა კი დამალვა მოასწრო

სამი ადამიანის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობაში ბრალდებული ეჭვმიტანილი დაკავებულია. ხელისუფლების ცნობით, 26 წლის ანდრე გორდონი ნიუ ჯერსიში, სახლთან ახლოს იპოვეს. მათი ვარაუდით, ორ სხვადასხვა ლოკაციაზე სროლის მოწყობის შემდეგ მან ბარიკადებში მოიქცია თავი. მიზეზი, თუ რატომ დაესხა თავს ოჯახის წევრებს ახალგაზრდა მამაკაცი, ჯერჯერობით უცნობია.

გორდონს ბრალი ედება მეუღლის, 25 წლის ტეილორ დენიელის, თავისი 13 წლის დის კერა გორდონისა და 52 წლის დედინაცვლის, კარენ გორდონის მკვლელობაში. განცხადება ბაქსის ოლქის პროკურორმა ჯენიფერ შორნმა გაავრცელა.

პროკურორისვე თქმით, იმ დროს, როცა გორდონი დედინაცვლის და დის სახლში შეიარაღებული შეიჭრა, მათი ოჯახის კიდევ სამმა წევრმა დამალვა მოასწრო და ასე გადაირჩინა თავი.

როგორც მედია იტყობინება, გორდონმა თავის სიდედრსაც ესროლა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ქალი ჭრილობებს გადაურჩება.

პოლიციის თქმით, იმ დროს, როცა ანდრე გორდონი სამართალდამცავებისგან გაქცევას ცდილობდა, მან უცნობი ადამიანი თავისი მანქანიანად გაიტაცა. გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებულს არაფერი დაშავებია.

26 წლის ანდრე გორდონი პოლიციამ სროლის მეორე დღეს, ნაშუადღევს დააკავა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა