მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოლია არ დამემშვიდობა... მითხრა: ეს გინდოდა შენ, აწი იცხოვრე ვისთანაც გინდაო" - რას ამბობდა გალაკტიონი ცოლზე, ტიციანზე და რა სტკენდა გულს? უცნობი ამბები პოეტების მეფის ცხოვრებიდან
"ოლია არ დამემშვიდობა... მითხრა: ეს გინდოდა შენ, აწი იცხოვრე ვისთანაც გინდაო" - რას ამბობდა გალაკტიონი ცოლზე, ტიციანზე და რა სტკენდა გულს? უცნობი ამბები პოეტების მეფის ცხოვრებიდან

1959 წლის 17 მარტს გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე სა­მუ­და­მოდ და­ემ­შვი­დო­ბა ამ­ქვეყ­ნი­ურ სი­ნამ­დვი­ლეს, მი­წი­ერ ყო­ფას და მა­რა­დი­სო­ბა­ში გა­და­ვი­და. 17 მარ­ტი, გარ­კვე­უ­ლი აზ­რით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­ტის მე­ო­რედ და­ბა­დე­ბის თა­რი­ღა­დაც მი­ვიჩ­ნი­ოთ, რად­გან ამ დღი­დან იწყე­ბა გა­ლა­კტი­ო­ნის სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბა. მოხ­და ზუს­ტად ისე, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს ერთ-ერთ ბოლო შე­დევრში: "ვინა სთქვა შენი გარ­დაც­ვა­ლე­ბა? არა, სწო­რედ დღეს შენ და­ი­ბა­დე".

  • გა­ლა­კტი­ო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 65 წელი გა­ვი­და. მისი პო­ე­ზია დღე­საც ისე უკი­დე­გა­ნოდ აღაფრ­თო­ვა­ნებს მკი­თხველს, რო­გორც ათწლე­უ­ლე­ბის წინ. შე­სა­ბა­მი­სად, დი­დია ინ­ტე­რე­სი პო­ე­ტის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ფაქ­ტე­ბის მი­მარ­თაც.

სწო­რედ გა­ლა­კტი­ო­ნის ბი­ოგ­რა­ფი­ის დღემ­დე უც­ნობ ას­პექ­ტებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა "გა­ლა­კტი­ო­ნის კვლე­ვის ცენ­ტრის" უფ­რო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, ნა­თია სი­ხა­რუ­ლი­ძე

- ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი გა­ლა­კტი­ო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რიღს და­ემ­თხვა, ამი­ტომ ამ თე­მით და­ვი­წყოთ. 1959 წლის 17 მარტს პო­ეტ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. რას გვე­ტყვით, რო­გო­რი იყო გა­ლა­კტი­ო­ნის ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბი და რაც არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ აი­ძუ­ლა გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­ტი გა­და­ედ­გა ეს ნა­ბი­ჯი?

- "მე მოვ­კვდე­ბი, რო­გორც პო­ეტს შეჰ­ფე­რის", - ვკი­თხუ­ლობთ გა­ლა­კტი­ო­ნის ცნო­ბილ ლექსში. ამ სტრი­ქო­ნის და­წე­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ოც­და­ა­თი წლის შემ­დეგ, გე­ნი­ა­ლურ­მა პო­ეტ­მა სა­ბე­დის­წე­რო ნა­ბი­ჯი გა­დად­გა. ეს ნა­ბი­ჯი, მისი მხრივ, არ­სე­ბუ­ლი სი­ნამ­დვი­ლის მი­მართ პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რე­სი ფორ­მა იყო. ტრა­გი­კუ­ლი თა­რი­ღი­დან დღემ­დე მრა­ვა­ლი წელი გა­ვი­და და მა­ინც, კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია კი­თხვა: რამ გა­ნა­პი­რო­ბა გა­ლა­კტი­ო­ნის თვით­მკვლე­ლო­ბა. მი­ზე­ზი ბევ­რი იყო, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ერთს და­ვა­სა­ხე­ლებ. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ლა­კტი­ო­ნი უკი­დუ­რეს მარ­ტო­ო­ბას გრძნობ­და, სა­შინ­ლად აწუ­ხებ­და ის გულ­გრი­ლო­ბა, რა­საც მის მი­მართ იჩენ­დნენ. სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი და მძი­მე გა­მოდ­გა მის­თვის. ბევ­რს ახ­სოვს თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბის, პარ­კე­ბის, სა­სა­დი­ლო­ე­ბის მუდ­მი­ვი სტუ­მა­რი - მი­უ­სა­ფა­რი, უბი­ნაო გა­ლა­კტი­ო­ნი, რო­მელ­საც "შინ" დაბ­რუ­ნე­ბას ყვე­ლა­ფე­რი ერ­ჩივ­ნა. უთ­ქვამს კი­დეც ერთი ნაც­ნო­ბის­თვის: ჩემს სახ­ლში ჩემი ად­გი­ლი არა­აო. ლექ­სა­დაც აქვს ნათ­ქვა­მი – მის ერთ-ერთ ბოლო ლექსში ასეთ სტრი­ქო­ნებს ვკი­თხუ­ლობთ:

"ვთქვი: ჩიტ­საც კი აქვს თა­ვი­სი ზღუ­დე,

მე კი – მო­ხე­ტემ კი­დი­თი კი­დის,

არ ვიცი ეს გზა სა­ით­კენ მი­დის,

და მა­ინც უნდა ამ გზებს გა­ვუდ­გე"...

- არ­სე­ბობს აზრი, რომ გა­ლა­კტი­ო­ნის თვით­მკვლე­ლო­ბა უნდა შე­ფას­დეს, რო­გორც პო­ე­ტის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა. რო­გორ ფიქ­რობთ, რა როლი შე­ას­რუ­ლა გა­ლა­კტი­ო­ნის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა­ში იმ­დრო­ინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და, ზო­გა­დად, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და პო­ეტს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან?

- დღემ­დე გრძელ­დე­ბა კა­მა­თი: ეს აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი თვით­მკვლე­ლო­ბა იყო თუ პო­ე­ტის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა ანუ მკვლე­ლო­ბა. ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბა თან­და­თა­ნო­ბით ბოლო ვერ­სი­ი­სა­კენ იხ­რე­ბა. გა­ლა­კტი­ო­ნო­ლო­გი თე­ი­მუ­რაზ დო­ი­აშ­ვი­ლი პო­ე­ტის ტრა­გი­კუ­ლი აღ­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ წერს: "ეს არ იყო თვით­მკვლე­ლო­ბა, ეს იყო მკვლე­ლო­ბა. ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში გას­რო­ლის გა­რე­შე გან­მე­ორ­და წი­წა­მუ­რი. კონ­კრე­ტუ­ლი დამ­ნა­შა­ვე არ უძებ­ნი­ათ, არც ობე­ლის­კი აღუ­მარ­თავთ მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე. 1959 წლის 17 მარ­ტი ყო­ველ­თვის უნდა ქენ­ჯნი­დეს ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბას, თუ ის სინ­დის­თან კომ­პრო­მის­ზე არ წავა". ვფიქ­რობ, ეს სი­ტყვე­ბი თქვენს კი­თხვა­ზე პა­სუხ­საც მო­ი­ცავს.

რაც შე­ე­ხე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას: გა­ლა­კტი­ო­ნი ავ­ტო­რია არა ერთი, არა­მედ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ან­ტი­საბ­ჭო­თა ტექ­სტი­სა. ჩემი აზ­რით, ამით უკვე ყვე­ლა­ფე­რია ნათ­ქვა­მი. მკი­თხვე­ლის­თვის ნაკ­ლე­ბა­დაა ცნო­ბი­ლი, რომ გა­ლა­კტი­ონ­მა 1924 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა ბოლ­შე­ვიკ­თა მამ­ხი­ლე­ბე­ლი პო­ე­მა "მო­გო­ნე­ბე­ბი იმ დღე­ე­ბის, როცა იელ­ვა“, სა­დაც აშ­კა­რად იყო მი­ნიშ­ნე­ბუ­ლი იმა­ზე, თუ რო­გორ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ჩა­ახ­შეს 1924 წლის აჯან­ყე­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნიც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა იყო.

პო­ე­მის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ლა­კტი­ო­ნი და­ა­პა­ტიმ­რეს და სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა და­ღუპ­ვას, ხოლო ჟურ­ნა­ლის ტი­რა­ჟი თით­ქმის მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რეს. ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გა­ლა­კტი­ონს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ყუ­რა­დღე­ბა არ აკ­ლდა. ვფიქ­რობ, მრავ­ლისმთქმე­ლია ის თუ, რო­გორ ექ­ცე­ო­და გა­ლა­კტი­ო­ნი ამ ყუ­რა­დღე­ბი­სა და და­ფა­სე­ბის გა­მომ­ხატ­ველ უმაღ­ლეს კო­მუ­ნის­ტურ ჯილ­დოს - ლე­ნი­ნის ორ­დენს. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ამ ორ­დენს პო­ე­ტი ჭიქა არ­ყის სა­ფა­სუ­რის ნაც­ვლა­დაც კი ტო­ვებ­და. ცხა­დია, ორ­დე­ნი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­ლა­კტი­ო­ნი საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი სა­კუ­თარ გან­წყო­ბი­ლე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და.

- გა­ლა­კტი­ო­ნის უკი­დუ­რე­სი მარ­ტო­ო­ბა ახ­სე­ნეთ. ცნო­ბი­ლია, რომ პო­ე­ტი ბავ­შვო­ბი­დან­ვე მარ­ტო­სუ­ლო­ბის­კენ იყო მიდ­რე­კი­ლი, სი­ჭა­ბუ­კე­შიც თავს არი­დებ­და ხალ­ხმრა­ვალ შეკ­რე­ბებს, არც მე­გობ­რე­ბის სი­უხ­ვით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მას სხვა პო­ე­ტებ­თან? თუნ­დაც მის ბი­ძაშ­ვილ­თან, "ცის­ფერ­ყან­წელ" პო­ეტ­თან, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძეს­თან...

- გა­ლა­კტი­ო­ნი და ტი­ცი­ა­ნი მკვიდ­რი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ. მათ სის­ხლის­მი­ერ სი­ახ­ლო­ვეს პო­ე­ზი­ი­სად­მი უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლი კი­დევ უფრო ამ­ტკი­ცებ­და და ამ­ძაფ­რებ­და. "ერთი ოც­ნე­ბის, ერთი გვა­რის ვართ ტყუ­პის ცალი“, - წერს ტი­ცი­ა­ნი უფ­რო­სი ბი­ძაშ­ვი­ლი­სად­მი მი­ძღვნილ ლექსში.

ლექ­სე­ბის წერა ორი­ვემ ბავ­შვო­ბი­დან და­ი­წყო. პირ­ვე­ლი მკი­თხვე­ლე­ბი და შემ­ფა­სებ­ლე­ბიც თვი­თონ­ვე იყ­ვნენ. ტი­ცი­ანს ხიბ­ლავ­და და ახა­რებ­და უფ­რო­სი ბი­ძაშ­ვი­ლის წარ­მა­ტე­ბა.

გა­ლა­კტი­ო­ნი­სა და ტი­ცი­ა­ნის გზე­ბი "ცის­ფერ­ყან­წელ­თა" ჯგუ­ფის და­არ­სე­ბის შემ­დეგ თან­და­თან გა­ი­ყა­რა. იყო უთან­ხმო­ე­ბაც, კონ­ფლიქ­ტიც, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლი და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა მა­ინც შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს. თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, გული სწყდე­ბო­დათ, ძვე­ლე­ბუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ აღარ ჰქონ­დათ. გა­ლა­კტი­ო­ნის ჩა­ნა­წერს გა­ვიხ­სე­ნებ, - ერ­თდრო­უ­ლად სა­ხა­ლი­სოც რომ არის და ოდ­ნა­ვი სევ­დაც ახ­ლავს:

"ტი­ცი­ანს თავს დას­ხმი­ან მძარ­ცვე­ლე­ბი, პალ­ტო უნდა გა­ე­ხა­დათ, მაგ­რამ ტი­ცი­ა­ნი ყო­ჩა­ღად დახ­ვედ­რია, არ დაბ­ნე­უ­ლა, უყ­ვი­რია: - მე პო­ე­ტი ტა­ბი­ძე ვარ, არ გრცხვე­ნი­ათ, თქვენს პო­ეტს ძარ­ცვავ­თო?

მძარ­ცვე­ლებს უკი­თხავთ: მარ­თლა გა­ლა­კტი­ო­ნი ბრძან­დე­ბი­თო?

- ჰო, მარ­თლა გა­ლა­კტი­ო­ნი ვარ, - უპა­სუ­ხია ტი­ცი­ანს. მძარ­ცვე­ლებს იმ წამ­სვე ბო­დი­ში მო­უხ­დი­ათ და თავი და­უ­ნე­ბე­ბი­ათ.

ასე გა­და­ვარ­ჩი­ნე ჩვე­ნი ტი­ცი­ა­ნე­ლო, ჩემი სის­ხლით ნა­თე­სა­ვი, მარა მა­ინც არ არის ჩემი კმა­ყო­ფი­ლი..." - ამ სი­ტყვე­ბით ას­რუ­ლებს გა­ლა­კტი­ო­ნი თა­ვის ჩა­ნა­წერს.

- რად­გან ტი­ცი­ა­ნი ვახ­სე­ნეთ, გკი­თხავთ. რო­გორც ვი­ცით, "ცის­ფერ­ყან­წელ­თა" ჯგუ­ფის წევ­რებ­მა სა­ხე­ლე­ბი შე­იც­ვა­ლეს, სა­კუ­თარ სა­ხელ­თა თა­ნა­მედ­რო­ვე ვერ­სი­ე­ბი და­ირ­ქვეს, ამის შე­დე­გად ტიტე ტა­ბი­ძე ტი­ცი­ა­ნად მოგ­ვევ­ლი­ნა, პავ­ლე იაშ­ვი­ლი პა­ო­ლოდ და ა.შ. მსგავ­სი რამ ხომ არ მოხ­და გა­ლა­კტი­ო­ნის შემ­თხვე­ვა­ში? არ­სე­ბობს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მა გა­ლაქ­ტი­ო­ნი. რო­გორ ჩა­ე­ნაც­ვლა "ქ"-ს "კ"? რა­ტომ მო­ი­თხოვ­და და­ე­წე­რათ გა­ლა­კტი­ო­ნი და არა გა­ლაქ­ტი­ო­ნი?

- "ცის­ფერ­ყან­წელ­თა" სა­ხე­ლე­ბის ტრანსფორ­მა­ცი­ას­თან ამ სა­კითხს არა­ნა­ი­რი სა­ერ­თო არ აქვს. იმას კი და­გი­დას­ტუ­რებთ, რომ გა­ლა­კტი­ო­ნი ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და თუ გა­ლა­კტი­ო­ნის ნაც­ვლად "გა­ლაქ­ტი­ონს" და­წერ­დნენ. ერთი მო­გო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, გა­ლა­კტი­ო­ნის­თვის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მო­საწ­ვე­ვე­ბი მო­უ­ტა­ნი­ათ, ახალ­გაზ­რდე­ბი სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მოს უმარ­თავ­დნენ პო­ეტს. მო­საწ­ვევ ბა­რა­თებს "გა­ლაქ­ტი­ო­ნი“ ეწე­რა. ამ შეც­დო­მამ პო­ეტს გული ატ­კი­ნა: – არ წა­ვალ ამ სა­ღა­მო­ზეო, - ესეც კი უთ­ქვამს, თუმ­ცა ბო­ლოს მე­უღ­ლი­სა და მდივ­ნის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით მკაც­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა.

სა­ხელ "გა­ლა­კტი­ონ­თან" და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო რამ შე­იძ­ლე­ბა გა­ვიხ­სე­ნოთ. მა­გა­ლი­თად, 1917 წლის მარ­ტში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტი მოხ­და: გა­ზეთ­ში "სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი“ გა­მოქ­ვეყ­ნდა "დრო­შე­ბი ჩქა­რა!“ ხელ­მო­წე­რით - გა­ლა­კტი­ო­ნი. იმ დრო­ი­სათ­ვის და გან­სა­კუთ­რე­ბით შემ­დეგ წლებ­ში, ამ­გვა­რი ხელ­მო­წე­რა მხო­ლოდ ავ­ტო­რის სა­ხე­ლის მი­თი­თე­ბა, მი­ღე­ბუ­ლი არ იყო, რის გა­მოც გა­ლა­კტი­ო­ნი ხში­რად აწყდე­ბო­და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას. წლე­ბის შემ­დეგ, უკვე მხცო­ვა­ნი და მრა­ვა­ლი ტი­ტუ­ლის მქო­ნე პო­ე­ტი თა­ვის თა­ნა­შემ­წეს, ლი­ტე­რა­ტუ­რულ მდი­ვანს, გი­ორ­გი ჩი­ქო­ბა­ვას ეტყვის: "ბავ­შვო­ბი­დან მომ­წონ­და ჩემი სა­ხე­ლი "გა­ლა­კტი­ო­ნი“ და აკი ერთხანს ჩემს ლექ­სებს მხო­ლოდ სა­ხელს ვა­წერ­დი. ზოგს არ მო­ე­წო­ნა ეს – შო­თას, ილი­ას, აკა­კის და ვა­ჟას ჰბა­ძავ­სო. რა, ცუდი პო­ე­ტე­ბი­სათ­ვის მი­მი­ბა­ძავს? ახლა სა­ხელ­საც ვა­წერ, გვარ­საც, სა­ხალ­ხო პო­ე­ტო­ბა­საც, ვი­თომ ეს უფრო თავ­მდაბ­ლო­ბაა? ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი კი თა­ვი­სას არ იშ­ლის, მხო­ლოდ სა­ხე­ლით მახ­სე­ნებს".

- თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა ძი­რი­თა­დად გა­ლა­კტი­ო­ნის შე­მოქ­მე­დე­ბის კვლე­ვას, მისი ხელ­ნა­წე­რე­ბის შეს­წავ­ლას უკავ­შირ­დე­ბა. ხომ ვერ გაგ­ვიმ­ხელ­დით პო­ე­ტის შე­სა­ხებ ისეთ ფაქტს, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ჯერ არ არის ცნო­ბი­ლი?

- უკვე თო­თხმეტ წელ­ზე მე­ტია, რაც "გა­ლა­კტი­ო­ნის კვლე­ვის ცენ­ტრში" ვმუ­შა­ობ. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ლა­კტი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი გა­ირ­კვა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო პო­ე­ტის ავ­ტოგ­რა­ფე­ბის შეს­წავ­ლაა: ხელ­ნა­წე­რე­ბი მარ­თლაც უამ­რავ სა­ი­დუმ­ლოს ინა­ხავს. გა­ვიხ­სე­ნებ ერთ ასეთ შემ­თხვე­ვას:

გა­ლა­კტი­ო­ნის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე, ოლია ოკუ­ჯა­ვა ორ­ჯერ გა­და­ა­სახ­ლეს. გა­ლა­კტი­ო­ნი, ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და ოლი­ას გა­და­სახ­ლე­ბას. რო­გორც პო­ე­ტის ხელ­ნა­წე­რე­ბის შეს­წავ­ლამ ცხად­ყო, გარ­და ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი ლექ­სი­სა "უკა­ნას­კნე­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი", გა­ლა­კტი­ონს სხვა ლექ­სიც მი­უ­ძღვნია მის­თვის უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტის­თვის. ეს არის უსა­თა­უ­რო ტექ­სტი "ალ­ბათ, იმი­ტომ ხო­მალ­დის აფ­რით", რომ­ლის ავ­ტოგ­რაფ­შიც პირ­და­პი­რაა გა­მო­ხა­ტუ­ლი წუ­ხი­ლი, რომ უძ­ვირ­ფა­სეს ადა­მი­ანს და­შორ­და თან ისე, რომ დამ­შვი­დო­ბე­ბა ვერ შეძ­ლო:

"ვერ მო­ვა­ხერ­ხე შენ­თვის ვე­რაფ­რით -

უკა­ნას­კნე­ლი მეთ­ქვა მშვი­დო­ბით"...

… ამა­ვე ლექ­სის ხელ­ნა­წერ­ში ასე­თი სტრი­ქო­ნე­ბიც იკი­თხე­ბა:

"მდი­ნა­რის პი­რად ღე­რე­ბი ხმე­ლი

და მდი­ნა­რი­დან ფე­რე­ბი შვინ­და,

შენ აღარ მიც­დი, შენ აღარ მელი,

შენ­თან შეხ­ვედ­რა აღარც მე მინ­და".

რა­ტომ უნდა ეთ­ქვა მსგავ­სი რამ გა­ლა­კტი­ონს გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი მე­უღ­ლის შე­სა­ხებ? რას ნიშ­ნავს სი­ტყვე­ბი: "შენ აღარ მიც­დი, შენ აღარ მელი, / შენ­თან შეხ­ვედ­რა აღარც მე მინ­და"? ამ სტრი­ქო­ნე­ბის ახ­სნა, ვფიქ­რობ, ლი­დია მეგ­რე­ლი­ძის ერთი მო­გო­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ლი­დია იხ­სე­ნებს:

"გა­ლა­კტი­ო­ნი დიღ­მის ხი­დი­დან გა­და­ვარ­და, ფეხი მო­ი­ტე­ხაო, – მი­თხრეს. მე იმ წამ­სვე გავ­ქან­დი სა­ა­ვად­მყო­ფოს­კენ... ის იჯდა ლო­გინ­ზე ძალ­ზე გა­ფით­რე­ბუ­ლი და და­ღო­ნე­ბუ­ლი.

– იცი, ლი­დია? – მი­თხრა მძი­მე ხმით, – ოლია ოკუ­ჯა­ვა გა­და­ა­სახ­ლეს, არ და­მემ­შვი­დო­ბა... აი, სახ­ლის გა­სა­ღე­ბი და­მი­დო მა­გი­და­ზე და მი­თხრა: ეს გინ­დო­და შენ, აწი იცხოვ­რე ვის­თა­ნაც გინ­და და რო­გორც გინ­დაო... გაბ­რუნ­და... წა­ვი­და...“.

ოლი­ას სი­ტყვე­ბი­დან ჩანს, მან იცის, რომ გა­ლა­კტი­ო­ნის ცხოვ­რე­ბა­ში უკვე სხვა ქალი არ­სე­ბობს, სწო­რედ ამის გამო იქ­ცე­ვა ასე. გა­ლა­კტი­ონ­საც გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს, ოლია რომც დაბ­რუნ­დეს, მათი ცხოვ­რე­ბა ძვე­ლე­ბუ­რად ვე­ღარ გაგ­რძელ­დე­ბა.

სწო­რედ ეს ამ­ბე­ბია არეკ­ლი­ლი ჩემ მიერ ნახ­სე­ნებ ლექსში და მის ხელ­ნა­წერ­ში.

გა­ლა­კტი­ო­ნი­სა და იმ დრო­ი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი სა­ბავ­შვო მწერ­ლის, ლი­დია მეგ­რე­ლი­ძის ურ­თი­ერ­თო­ბა, მათი სა­ი­დუმ­ლო სიყ­ვა­რუ­ლი, ცალ­კე სა­უბ­რის თე­მაა. ამა­ზე სხვა დროს...

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვენედი ასათიანი, 78 წლის
0

როგორც ერთია ქვეყნად რიონი, ისე ერთია გალაკტიონი...

სოფო
7

ზედმეტად ამპარტავანი იყო. თავის იქით პოეტს არ აღიარებდა. ღმერთად წარმოიდგინა თავი. მაგანც გააგიჟა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ოლია არ დამემშვიდობა... მითხრა: ეს გინდოდა შენ, აწი იცხოვრე ვისთანაც გინდაო" - რას ამბობდა გალაკტიონი ცოლზე, ტიციანზე და რა სტკენდა გულს? უცნობი ამბები პოეტების მეფის ცხოვრებიდან

"ოლია არ დამემშვიდობა... მითხრა: ეს გინდოდა შენ, აწი იცხოვრე ვისთანაც გინდაო" - რას ამბობდა გალაკტიონი ცოლზე, ტიციანზე და რა სტკენდა გულს? უცნობი ამბები პოეტების მეფის ცხოვრებიდან

1959 წლის 17 მარტს გალაკტიონ ტაბიძე სამუდამოდ დაემშვიდობა ამქვეყნიურ სინამდვილეს, მიწიერ ყოფას და მარადისობაში გადავიდა. 17 მარტი, გარკვეული აზრით, შესაძლებელია, გენიალური პოეტის მეორედ დაბადების თარიღადაც მივიჩნიოთ, რადგან ამ დღიდან იწყება გალაკტიონის საყოველთაო აღიარება. მოხდა ზუსტად ისე, როგორც თვითონ ამბობს ერთ-ერთ ბოლო შედევრში: "ვინა სთქვა შენი გარდაცვალება? არა, სწორედ დღეს შენ დაიბადე".

  • გალაკტიონის გარდაცვალებიდან 65 წელი გავიდა. მისი პოეზია დღესაც ისე უკიდეგანოდ აღაფრთოვანებს მკითხველს, როგორც ათწლეულების წინ. შესაბამისად, დიდია ინტერესი პოეტის ცხოვრებისეული ფაქტების მიმართაც.

სწორედ გალაკტიონის ბიოგრაფიის დღემდე უცნობ ასპექტებზე გვესაუბრება "გალაკტიონის კვლევის ცენტრის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი, ნათია სიხარულიძე

- ჩვენი საუბარი გალაკტიონის გარდაცვალების თარიღს დაემთხვა, ამიტომ ამ თემით დავიწყოთ. 1959 წლის 17 მარტს პოეტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რას გვეტყვით, როგორი იყო გალაკტიონის ცხოვრების უკანასკნელი წლები და რაც არანაკლებ საინტერესოა, რამ აიძულა გენიალური პოეტი გადაედგა ეს ნაბიჯი?

- "მე მოვკვდები, როგორც პოეტს შეჰფერის", - ვკითხულობთ გალაკტიონის ცნობილ ლექსში. ამ სტრიქონის დაწერიდან დაახლოებით ოცდაათი წლის შემდეგ, გენიალურმა პოეტმა საბედისწერო ნაბიჯი გადადგა. ეს ნაბიჯი, მისი მხრივ, არსებული სინამდვილის მიმართ პროტესტის უკიდურესი ფორმა იყო. ტრაგიკული თარიღიდან დღემდე მრავალი წელი გავიდა და მაინც, კვლავ აქტუალურია კითხვა: რამ განაპირობა გალაკტიონის თვითმკვლელობა. მიზეზი ბევრი იყო, თუმცა ამჯერად ერთს დავასახელებ. ბოლო წლების განმავლობაში გალაკტიონი უკიდურეს მარტოობას გრძნობდა, საშინლად აწუხებდა ის გულგრილობა, რასაც მის მიმართ იჩენდნენ. სიცოცხლის უკანასკნელი წლები განსაკუთრებით რთული და მძიმე გამოდგა მისთვის. ბევრს ახსოვს თბილისის ქუჩების, პარკების, სასადილოების მუდმივი სტუმარი - მიუსაფარი, უბინაო გალაკტიონი, რომელსაც "შინ" დაბრუნებას ყველაფერი ერჩივნა. უთქვამს კიდეც ერთი ნაცნობისთვის: ჩემს სახლში ჩემი ადგილი არააო. ლექსადაც აქვს ნათქვამი – მის ერთ-ერთ ბოლო ლექსში ასეთ სტრიქონებს ვკითხულობთ:

"ვთქვი: ჩიტსაც კი აქვს თავისი ზღუდე,

მე კი – მოხეტემ კიდითი კიდის,

არ ვიცი ეს გზა საითკენ მიდის,

და მაინც უნდა ამ გზებს გავუდგე"...

- არსებობს აზრი, რომ გალაკტიონის თვითმკვლელობა უნდა შეფასდეს, როგორც პოეტის თვითმკვლელობამდე მიყვანა. როგორ ფიქრობთ, რა როლი შეასრულა გალაკტიონის თვითმკვლელობამდე მიყვანაში იმდროინდელმა ხელისუფლებამ და, ზოგადად, როგორი ურთიერთობა ჰქონდა პოეტს ხელისუფლების წარმომადგენლებთან?

- დღემდე გრძელდება კამათი: ეს აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი თვითმკვლელობა იყო თუ პოეტის თვითმკვლელობამდე მიყვანა ანუ მკვლელობა. ქართული საზოგადოებრივი ცნობიერება თანდათანობით ბოლო ვერსიისაკენ იხრება. გალაკტიონოლოგი თეიმურაზ დოიაშვილი პოეტის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ წერს: "ეს არ იყო თვითმკვლელობა, ეს იყო მკვლელობა. ნახევარი საუკუნის შემდეგ საქართველოში გასროლის გარეშე განმეორდა წიწამური. კონკრეტული დამნაშავე არ უძებნიათ, არც ობელისკი აღუმართავთ მკვლელობის ადგილზე. 1959 წლის 17 მარტი ყოველთვის უნდა ქენჯნიდეს ქართველ საზოგადოებრიობას, თუ ის სინდისთან კომპრომისზე არ წავა". ვფიქრობ, ეს სიტყვები თქვენს კითხვაზე პასუხსაც მოიცავს.

რაც შეეხება ხელისუფლებასთან დამოკიდებულებას: გალაკტიონი ავტორია არა ერთი, არამედ რამდენიმე ათეული ანტისაბჭოთა ტექსტისა. ჩემი აზრით, ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. მკითხველისთვის ნაკლებადაა ცნობილი, რომ გალაკტიონმა 1924 წელს გამოაქვეყნა ბოლშევიკთა მამხილებელი პოემა "მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა“, სადაც აშკარად იყო მინიშნებული იმაზე, თუ როგორ არაადამიანურად ჩაახშეს 1924 წლის აჯანყება, რომლის მიზანიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო.

პოემის გამოქვეყნების შემდეგ გალაკტიონი დააპატიმრეს და სასწაულებრივად გადაურჩა დაღუპვას, ხოლო ჟურნალის ტირაჟი თითქმის მთლიანად გაანადგურეს. ხშირად აღნიშნავენ, რომ გალაკტიონს ხელისუფლებისგან ყურადღება არ აკლდა. ვფიქრობ, მრავლისმთქმელია ის თუ, როგორ ექცეოდა გალაკტიონი ამ ყურადღებისა და დაფასების გამომხატველ უმაღლეს კომუნისტურ ჯილდოს - ლენინის ორდენს. იყო შემთხვევები, როდესაც ამ ორდენს პოეტი ჭიქა არყის საფასურის ნაცვლადაც კი ტოვებდა. ცხადია, ორდენისადმი დამოკიდებულებით გალაკტიონი საბჭოთა ხელისუფლებისადმი საკუთარ განწყობილებას გამოხატავდა.

- გალაკტიონის უკიდურესი მარტოობა ახსენეთ. ცნობილია, რომ პოეტი ბავშვობიდანვე მარტოსულობისკენ იყო მიდრეკილი, სიჭაბუკეშიც თავს არიდებდა ხალხმრავალ შეკრებებს, არც მეგობრების სიუხვით გამოირჩეოდა. როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას სხვა პოეტებთან? თუნდაც მის ბიძაშვილთან, "ცისფერყანწელ" პოეტთან, ტიციან ტაბიძესთან...

- გალაკტიონი და ტიციანი მკვიდრი ბიძაშვილები იყვნენ. მათ სისხლისმიერ სიახლოვეს პოეზიისადმი უსაზღვრო სიყვარული კიდევ უფრო ამტკიცებდა და ამძაფრებდა. "ერთი ოცნების, ერთი გვარის ვართ ტყუპის ცალი“, - წერს ტიციანი უფროსი ბიძაშვილისადმი მიძღვნილ ლექსში.

ლექსების წერა ორივემ ბავშვობიდან დაიწყო. პირველი მკითხველები და შემფასებლებიც თვითონვე იყვნენ. ტიციანს ხიბლავდა და ახარებდა უფროსი ბიძაშვილის წარმატება.

გალაკტიონისა და ტიციანის გზები "ცისფერყანწელთა" ჯგუფის დაარსების შემდეგ თანდათან გაიყარა. იყო უთანხმოებაც, კონფლიქტიც, მაგრამ სიყვარული და ურთიერთპატივისცემა მაინც შეინარჩუნეს. თუმცა, ბუნებრივია, გული სწყდებოდათ, ძველებური ურთიერთობა რომ აღარ ჰქონდათ. გალაკტიონის ჩანაწერს გავიხსენებ, - ერთდროულად სახალისოც რომ არის და ოდნავი სევდაც ახლავს:

"ტიციანს თავს დასხმიან მძარცველები, პალტო უნდა გაეხადათ, მაგრამ ტიციანი ყოჩაღად დახვედრია, არ დაბნეულა, უყვირია: - მე პოეტი ტაბიძე ვარ, არ გრცხვენიათ, თქვენს პოეტს ძარცვავთო?

მძარცველებს უკითხავთ: მართლა გალაკტიონი ბრძანდებითო?

- ჰო, მართლა გალაკტიონი ვარ, - უპასუხია ტიციანს. მძარცველებს იმ წამსვე ბოდიში მოუხდიათ და თავი დაუნებებიათ.

ასე გადავარჩინე ჩვენი ტიციანელო, ჩემი სისხლით ნათესავი, მარა მაინც არ არის ჩემი კმაყოფილი..." - ამ სიტყვებით ასრულებს გალაკტიონი თავის ჩანაწერს.

- რადგან ტიციანი ვახსენეთ, გკითხავთ. როგორც ვიცით, "ცისფერყანწელთა" ჯგუფის წევრებმა სახელები შეიცვალეს, საკუთარ სახელთა თანამედროვე ვერსიები დაირქვეს, ამის შედეგად ტიტე ტაბიძე ტიციანად მოგვევლინა, პავლე იაშვილი პაოლოდ და ა.შ. მსგავსი რამ ხომ არ მოხდა გალაკტიონის შემთხვევაში? არსებობს გავრცელებული ფორმა გალაქტიონი. როგორ ჩაენაცვლა "ქ"-ს "კ"? რატომ მოითხოვდა დაეწერათ გალაკტიონი და არა გალაქტიონი?

- "ცისფერყანწელთა" სახელების ტრანსფორმაციასთან ამ საკითხს არანაირი საერთო არ აქვს. იმას კი დაგიდასტურებთ, რომ გალაკტიონი ნამდვილად ძალიან განიცდიდა თუ გალაკტიონის ნაცვლად "გალაქტიონს" დაწერდნენ. ერთი მოგონების მიხედვით, გალაკტიონისთვის უნივერსიტეტიდან მოსაწვევები მოუტანიათ, ახალგაზრდები საიუბილეო საღამოს უმართავდნენ პოეტს. მოსაწვევ ბარათებს "გალაქტიონი“ ეწერა. ამ შეცდომამ პოეტს გული ატკინა: – არ წავალ ამ საღამოზეო, - ესეც კი უთქვამს, თუმცა ბოლოს მეუღლისა და მდივნის დაჟინებული თხოვნით მკაცრი გადაწყვეტილება შეცვალა.

სახელ "გალაკტიონთან" დაკავშირებით კიდევ არაერთი საინტერესო რამ შეიძლება გავიხსენოთ. მაგალითად, 1917 წლის მარტში მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა: გაზეთში "სოციალ-დემოკრატი“ გამოქვეყნდა "დროშები ჩქარა!“ ხელმოწერით - გალაკტიონი. იმ დროისათვის და განსაკუთრებით შემდეგ წლებში, ამგვარი ხელმოწერა მხოლოდ ავტორის სახელის მითითება, მიღებული არ იყო, რის გამოც გალაკტიონი ხშირად აწყდებოდა წინააღმდეგობას. წლების შემდეგ, უკვე მხცოვანი და მრავალი ტიტულის მქონე პოეტი თავის თანაშემწეს, ლიტერატურულ მდივანს, გიორგი ჩიქობავას ეტყვის: "ბავშვობიდან მომწონდა ჩემი სახელი "გალაკტიონი“ და აკი ერთხანს ჩემს ლექსებს მხოლოდ სახელს ვაწერდი. ზოგს არ მოეწონა ეს – შოთას, ილიას, აკაკის და ვაჟას ჰბაძავსო. რა, ცუდი პოეტებისათვის მიმიბაძავს? ახლა სახელსაც ვაწერ, გვარსაც, სახალხო პოეტობასაც, ვითომ ეს უფრო თავმდაბლობაა? ქართველი მკითხველი კი თავისას არ იშლის, მხოლოდ სახელით მახსენებს".

- თქვენი საქმიანობა ძირითადად გალაკტიონის შემოქმედების კვლევას, მისი ხელნაწერების შესწავლას უკავშირდება. ხომ ვერ გაგვიმხელდით პოეტის შესახებ ისეთ ფაქტს, რაც საზოგადოებისთვის ჯერ არ არის ცნობილი?

- უკვე თოთხმეტ წელზე მეტია, რაც "გალაკტიონის კვლევის ცენტრში" ვმუშაობ. ამ დროის განმავლობაში გალაკტიონთან დაკავშირებული ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი გაირკვა. განსაკუთრებით საინტერესო პოეტის ავტოგრაფების შესწავლაა: ხელნაწერები მართლაც უამრავ საიდუმლოს ინახავს. გავიხსენებ ერთ ასეთ შემთხვევას:

გალაკტიონის პირველი მეუღლე, ოლია ოკუჯავა ორჯერ გადაასახლეს. გალაკტიონი, ბუნებრივია, ძალიან განიცდიდა ოლიას გადასახლებას. როგორც პოეტის ხელნაწერების შესწავლამ ცხადყო, გარდა ყველასათვის ცნობილი ლექსისა "უკანასკნელი მატარებელი", გალაკტიონს სხვა ლექსიც მიუძღვნია მისთვის უმძიმესი ფაქტისთვის. ეს არის უსათაურო ტექსტი "ალბათ, იმიტომ ხომალდის აფრით", რომლის ავტოგრაფშიც პირდაპირაა გამოხატული წუხილი, რომ უძვირფასეს ადამიანს დაშორდა თან ისე, რომ დამშვიდობება ვერ შეძლო:

"ვერ მოვახერხე შენთვის ვერაფრით -

უკანასკნელი მეთქვა მშვიდობით"...

… ამავე ლექსის ხელნაწერში ასეთი სტრიქონებიც იკითხება:

"მდინარის პირად ღერები ხმელი

და მდინარიდან ფერები შვინდა,

შენ აღარ მიცდი, შენ აღარ მელი,

შენთან შეხვედრა აღარც მე მინდა".

რატომ უნდა ეთქვა მსგავსი რამ გალაკტიონს გადასახლებული მეუღლის შესახებ? რას ნიშნავს სიტყვები: "შენ აღარ მიცდი, შენ აღარ მელი, / შენთან შეხვედრა აღარც მე მინდა"? ამ სტრიქონების ახსნა, ვფიქრობ, ლიდია მეგრელიძის ერთი მოგონების საშუალებით არის შესაძლებელი. ლიდია იხსენებს:

"გალაკტიონი დიღმის ხიდიდან გადავარდა, ფეხი მოიტეხაო, – მითხრეს. მე იმ წამსვე გავქანდი საავადმყოფოსკენ... ის იჯდა ლოგინზე ძალზე გაფითრებული და დაღონებული.

– იცი, ლიდია? – მითხრა მძიმე ხმით, – ოლია ოკუჯავა გადაასახლეს, არ დამემშვიდობა... აი, სახლის გასაღები დამიდო მაგიდაზე და მითხრა: ეს გინდოდა შენ, აწი იცხოვრე ვისთანაც გინდა და როგორც გინდაო... გაბრუნდა... წავიდა...“.

ოლიას სიტყვებიდან ჩანს, მან იცის, რომ გალაკტიონის ცხოვრებაში უკვე სხვა ქალი არსებობს, სწორედ ამის გამო იქცევა ასე. გალაკტიონსაც გაცნობიერებული აქვს, ოლია რომც დაბრუნდეს, მათი ცხოვრება ძველებურად ვეღარ გაგრძელდება.

სწორედ ეს ამბებია არეკლილი ჩემ მიერ ნახსენებ ლექსში და მის ხელნაწერში.

გალაკტიონისა და იმ დროისათვის ცნობილი საბავშვო მწერლის, ლიდია მეგრელიძის ურთიერთობა, მათი საიდუმლო სიყვარული, ცალკე საუბრის თემაა. ამაზე სხვა დროს...