Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრინცესა სასახლიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ქმარმა უღალატა და სხვა ქალისგან შვილი შეეძინა" - რა ახალი ვერსია ვრცელდება ქეით მიდლტონის გაუჩინარების შესახებ
"პრინცესა სასახლიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ქმარმა უღალატა და სხვა ქალისგან შვილი შეეძინა" - რა ახალი ვერსია ვრცელდება ქეით მიდლტონის გაუჩინარების შესახებ

ვერ­სი­ე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ სად გაქ­რა ქეით მიდლტო­ნი, რო­გორც უცხო­უ­რი მე­დია წერს, ისე მრავ­ლდე­ბა, რო­გორ "წვი­მის შემ­დეგ სო­კო­ე­ბი". სა­მე­ფო კარი კი ამ თე­მა­ზე კვლავ დუმს.

ეს არ არის უც­ნა­უ­რი - რად­გან სა­მე­ფო ოჯახს არა­სო­დეს უსა­უბ­რია ღიად მო­ნარ­ქე­ბის და მათი ახ­ლობ­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, რო­დე­საც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქეით მიდლტო­ნი დრო­ე­ბით პა­უ­ზას იღებ­და ოპე­რა­ცი­ის გამო, სა­მე­ფო ოჯახ­მა მა­ლე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თის მეფე ჩარლზს კიბო აქვს.

  • მარ­ტის და­სა­წყის­ში ქე­ი­თის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მით იყო და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი არ ჩანს. ამ ფაქ­ტმა პრინც უი­ლი­ა­მი­სა და ქე­ი­თის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბის ახა­ლი ტალ­ღა გა­მო­იწ­ვია. ეს ვერ­სია ამე­რი­კელ­მა ტე­ლე­წამ­ყვან­მა სტი­ვენ კოლ­ბერ­ტმაც გა­ნი­ხი­ლა.

მას სჯე­რა, რომ ქე­ი­თი სა­სახ­ლი­დან გა­იქ­ცა მას შემ­დეგ, რაც შე­ი­ტყო ქმარს უკა­ნო­ნო შვი­ლი ჰყავ­და და ის ახლა გან­ქორ­წი­ნე­ბას ითხოვს. მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კი სა­მე­ფო კარი ქე­ითს ურ­ჩევს, რომ ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­ი­ღოს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, უი­ლი­ა­მის უკა­ნო­ნო შვი­ლის დედა, ქე­ი­თის ყო­ფი­ლი მე­გო­ბა­რი, როუზ ჰენ­ბე­რია. უი­ლი­ა­მი­სა და რო­უ­ზის რო­მან­ზე ბრი­ტა­ნუ­ლი ტაბ­ლო­ი­დე­ბი ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე წლის წინ წერ­დნენ.

  • ცო­ლის მე­გო­ბარ­თან ღა­ლა­ტი?

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2019 წელს The Sun-მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქე­ით­მა თა­ვის მე­გო­ბარ­თან, ყო­ფილ მო­დელ როუზ ჰან­ბერ­თან იჩხუ­ბა.

ქალი, მე­უღ­ლეს­თან, მარ­კიზ დე­ვიდ ჩამლთან ერ­თად ნორ­ფოლ­კის სა­მე­ფო რე­ზი­დენ­ცი­ი­დან ექვს კი­ლო­მეტრში ცხოვ­რობს. წყვი­ლი ქე­ი­თი­სა და უი­ლი­ა­მის ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. მარ­კი­ზი და პრინ­ცი ერ­თად ნა­დი­რობ­დნენ, მათი შვი­ლე­ბი კი მე­გობ­რობ­დნენ. მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ოჯა­ხებ­მა შე­წყვი­ტეს ურ­თი­ერ­თო­ბა. ამავდრო­უ­ლად, გაჩ­ნდა ჭო­რე­ბი, რომ უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი რო­უზს პრინ­ცის­გან შე­ე­ძი­ნა.

რო­უ­ზი ქმარ­თან ერ­თად

რო­უ­ზი და მისი ქმა­რი მარ­კი­ზი და­ქორ­წინ­დნენ ლონ­დონ­ში, 2009 წლის 24 ივ­ნისს, ნიშ­ნო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან მხო­ლოდ ორი დღის შემ­დეგ. მარ­კი­ზი თა­ვის ა ცოლ­ზე თით­ქმის ორ­ჯერ უფ­რო­სია. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს: ტყუ­პი ვაჟი - ალექ­სან­დრე ჰიუ ჯორჯ ჩოლ­მონ­დე­ლი და ოლი­ვერ ტი­მო­თი ჯორჯ ჩოლ­მონ­დე­ლი, ასე­ვე ქა­ლიშ­ვი­ლი, ლედი აი­რის მა­რი­ნა ალინ ჩოლ­მონ­დე­ლი.

  • როუზ ჰან­ბე­რი არის ვებ დი­ზა­ი­ნე­რის ტი­მო­თი ჰან­ბე­რის და მო­დის დი­ზა­ი­ნე­რის, ემა ჰან­ბე­რის ქა­ლიშ­ვი­ლი. მისი და მა­რი­ნაც სა­მე­ფო წრეს ეკუთ­ვნის.

ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ, უი­ლი­ა­მი­სა და ჰან­ბე­რის რო­მა­ნის შე­სა­ხებ გავ­რე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბი სა­მე­ფო კარს არ უარ­ყვია, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, არც არა­ვის და­უ­დას­ტუ­რე­ბია. ექ­სპერტ ომიდ სკო­ბის თქმით, კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლე­ში ში­შო­ბენ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია "უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა უი­ლი­ა­მის რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე" და რომ სა­მე­ფო ოჯახ­მა კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნა პრინც ჰა­რი­სა და მე­გან მარ­კლის სა­სახ­ლი­დან წას­ვლა, რათა უი­ლი­ამსზე ჭო­რე­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბა მათ­ზე გა­და­სუ­ლი­ყო.

სტა­ტია The Sun-ის ვებგ­ვერ­დზე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩან­და, შემ­დეგ კი წა­შა­ლეს. მას შემ­დეგ ეს თემა პრე­სა­ში არა­სო­დეს გან­ხი­ლუ­ლა, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ში ჟურ­ნა­ლის­ტმა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა ჟაილ კო­რენ­მა და­წე­რა: "დიახ, ეს ღა­ლა­ტია. მე არ წა­მი­კი­თხავს სტა­ტია, მაგ­რამ უკვე ვიცი ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ“.

არ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წლე­ბის წინ, რო­დე­საც უი­ლი­ა­მის სკან­და­ლურ რო­მან­ზე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, Us Weekly-ს სა­მე­ფო ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ უთხრა, რომ უი­ლი­ა­მი­სა და ქე­ი­თის­თვის "ოჯა­ხი პირ­ველ ად­გილ­ზეა და ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა“.

  • გან­ქორ­წი­ნე­ბა თუ სა­სახ­ლი­დან გაქ­ცე­ვა?

მას შემ­დეგ, რაც ქე­ით­მა დე­დის დღეს ოფი­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დის გა­რე­შე, ჭო­რე­ბი უი­ლი­ა­მის და ჰან­ბე­რის რო­მა­ნის შე­სა­ხებ გა­ახ­ლდა.

სა­მე­ფო კა­რის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი იცა­ვენ უი­ლი­ა­მი­სა და ქე­ი­თის ქორ­წი­ნე­ბას და წე­რენ, რომ ქე­ითს სა­ვა­რა­უ­დოდ იმ მი­ზე­ზით არ ეკე­თა სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი, რათა თავი კომ­ფორ­ტუ­ლად ეგ­რძნო ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, ხოლო ფო­ტოს რე­ტუ­ში­რე­ბას იმით ხსნი­ან, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, პრინ­ცე­სა ცუ­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და არ უნ­დო­და ასე გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

  • სა­სახ­ლე აცხა­დებს, რომ პრინ­ცე­სა აღ­დგო­მამ­დე არ და­უბ­რუნ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ფა­ნებს არც ის გა­მოჰ­პარ­ვი­ათ, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ქორ­წი­ნე­ბის ბე­ჭედს არც პრინ­ცი უი­ლი­ა­მი აღარ ატა­რებს.

შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რე­ტი­კო­სე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ ქე­ი­თი გან­ქორ­წი­ნე­ბას ითხოვს, რად­გან მან უკვე შე­ი­ტყო ქმრის უკა­ნო­ნო შვი­ლის შე­სა­ხებ. სხვა ვერ­სი­ით, გან­ქორ­წი­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­ვად უი­ლი­ა­მი იყო. ახლა გან­ქორ­წი­ნე­ბის ვერ­სი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ კად­რებ­ში, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და, მან­ქა­ნა­ში პრინ­ცის გვერ­დით ქე­ი­თი კი არა, როუზ ჰან­ბე­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. ფო­ტო­ზე მხო­ლოდ ქა­ლის თა­ვის უკა­ნა მხა­რე ჩანს, ამი­ტომ ამ ფაქ­ტის გა­და­მოწ­მე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია - ორი­ვე გამ­ხდა­რი და შავგვრე­მა­ნია სა­ხის მსგავ­სი ნაკ­ვთე­ბით.

თუ უი­ლი­ამს სურს გან­ქორ­წი­ნე­ბა, რათა საყ­ვა­რელ­ზე და­ქორ­წინ­დეს, ეს ბევრ რა­მეს ხსნის. თუ ეს და­დას­ტურ­და, ამ შემ­თხვე­ვა­ში უი­ლი­ა­მი გა­ი­მე­ო­რებს მა­მის, მეფე ჩარლზ III-ის ბედს, რო­მე­ლიც გა­შორ­და პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას და ცო­ლად კა­მი­ლა შე­ირ­თო.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
)))
0

კომენტარებზე ვხალისობ..სტატიას ჯობია)))))))

ჟორა
0

დედამთილი რომ აღარაა ცოცხალი აირია მთელი სამეფო კარი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"პრინცესა სასახლიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ქმარმა უღალატა და სხვა ქალისგან შვილი შეეძინა" - რა ახალი ვერსია ვრცელდება ქეით მიდლტონის გაუჩინარების შესახებ

"პრინცესა სასახლიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ქმარმა უღალატა და სხვა ქალისგან შვილი შეეძინა" - რა ახალი ვერსია ვრცელდება ქეით მიდლტონის გაუჩინარების შესახებ

ვერსიები იმის შესახებ, თუ სად გაქრა ქეით მიდლტონი, როგორც უცხოური მედია წერს, ისე მრავლდება, როგორ "წვიმის შემდეგ სოკოები". სამეფო კარი კი ამ თემაზე კვლავ დუმს.

ეს არ არის უცნაური - რადგან სამეფო ოჯახს არასოდეს უსაუბრია ღიად მონარქების და მათი ახლობლების დაავადებების შესახებ. თუმცა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეით მიდლტონი დროებით პაუზას იღებდა ოპერაციის გამო, სამეფო ოჯახმა მალევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზს კიბო აქვს.

  • მარტის დასაწყისში ქეითის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელიც მოგვიანებით გაირკვა, რომ სპეციალური პროგრამით იყო დამუშავებული, საქორწინო ბეჭედი არ ჩანს. ამ ფაქტმა პრინც უილიამისა და ქეითის განქორწინების შესახებ ჭორების ახალი ტალღა გამოიწვია. ეს ვერსია ამერიკელმა ტელეწამყვანმა სტივენ კოლბერტმაც განიხილა.

მას სჯერა, რომ ქეითი სასახლიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც შეიტყო ქმარს უკანონო შვილი ჰყავდა და ის ახლა განქორწინებას ითხოვს. მთელი ამ დროის განმავლობაში კი სამეფო კარი ქეითს ურჩევს, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოს. გავრცელებული ვერსიით, უილიამის უკანონო შვილის დედა, ქეითის ყოფილი მეგობარი, როუზ ჰენბერია. უილიამისა და როუზის რომანზე ბრიტანული ტაბლოიდები ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ წერდნენ.

  • ცოლის მეგობართან ღალატი?

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს The Sun-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქეითმა თავის მეგობართან, ყოფილ მოდელ როუზ ჰანბერთან იჩხუბა.

ქალი, მეუღლესთან, მარკიზ დევიდ ჩამლთან ერთად ნორფოლკის სამეფო რეზიდენციიდან ექვს კილომეტრში ცხოვრობს. წყვილი ქეითისა და უილიამის ახლო მეგობრები იყვნენ. მარკიზი და პრინცი ერთად ნადირობდნენ, მათი შვილები კი მეგობრობდნენ. მაგრამ მოულოდნელად ოჯახებმა შეწყვიტეს ურთიერთობა. ამავდროულად, გაჩნდა ჭორები, რომ უმცროსი ქალიშვილი როუზს პრინცისგან შეეძინა.

როუზი ქმართან ერთად

როუზი და მისი ქმარი მარკიზი დაქორწინდნენ ლონდონში, 2009 წლის 24 ივნისს, ნიშნობის გამოცხადებიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ. მარკიზი თავის ა ცოლზე თითქმის ორჯერ უფროსია. წყვილს სამი შვილი ჰყავს: ტყუპი ვაჟი - ალექსანდრე ჰიუ ჯორჯ ჩოლმონდელი და ოლივერ ტიმოთი ჯორჯ ჩოლმონდელი, ასევე ქალიშვილი, ლედი აირის მარინა ალინ ჩოლმონდელი.

  • როუზ ჰანბერი არის ვებ დიზაინერის ტიმოთი ჰანბერის და მოდის დიზაინერის, ემა ჰანბერის ქალიშვილი. მისი და მარინაც სამეფო წრეს ეკუთვნის.

ჯერ კიდევ წლების წინ, უილიამისა და ჰანბერის რომანის შესახებ გავრელებული ჭორები სამეფო კარს არ უარყვია, თუმცა, რა თქმა უნდა, არც არავის დაუდასტურებია. ექსპერტ ომიდ სკობის თქმით, კენსინგტონის სასახლეში შიშობენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია "უარყოფითად აისახება უილიამის რეპუტაციაზე" და რომ სამეფო ოჯახმა კარგად გამოიყენა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სასახლიდან წასვლა, რათა უილიამსზე ჭორებიდან ყურადღება მათზე გადასულიყო.

სტატია The Sun-ის ვებგვერდზე მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ჩანდა, შემდეგ კი წაშალეს. მას შემდეგ ეს თემა პრესაში არასოდეს განხილულა, მაგრამ სოციალურ ქსელ X-ში ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ჟაილ კორენმა დაწერა: "დიახ, ეს ღალატია. მე არ წამიკითხავს სტატია, მაგრამ უკვე ვიცი ღალატის შესახებ“.

არსანიშნავია, რომ წლების წინ, როდესაც უილიამის სკანდალურ რომანზე გავრცელდა ინფორმაცია, Us Weekly-ს სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ უთხრა, რომ უილიამისა და ქეითისთვის "ოჯახი პირველ ადგილზეა და ყოველთვის იქნება“.

  • განქორწინება თუ სასახლიდან გაქცევა?

მას შემდეგ, რაც ქეითმა დედის დღეს ოფიციალურ ანგარიშზე გამოაქვეყნა ფოტო საქორწინო ბეჭდის გარეშე, ჭორები უილიამის და ჰანბერის რომანის შესახებ გაახლდა.

სამეფო კარის გულშემატკივრები იცავენ უილიამისა და ქეითის ქორწინებას და წერენ, რომ ქეითს სავარაუდოდ იმ მიზეზით არ ეკეთა საქორწინო ბეჭედი, რათა თავი კომფორტულად ეგრძნო ოპერაციის შემდეგ, ხოლო ფოტოს რეტუშირებას იმით ხსნიან, რომ ოპერაციის შემდეგ, პრინცესა ცუდად გამოიყურება და არ უნდოდა ასე გამოჩენილიყო საზოგადოებაში.

  • სასახლე აცხადებს, რომ პრინცესა აღდგომამდე არ დაუბრუნდება საზოგადოებას.

ფანებს არც ის გამოჰპარვიათ, რომ ბოლო პერიოდში ქორწინების ბეჭედს არც პრინცი უილიამი აღარ ატარებს.

შეთქმულების თეორეტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ქეითი განქორწინებას ითხოვს, რადგან მან უკვე შეიტყო ქმრის უკანონო შვილის შესახებ. სხვა ვერსიით, განქორწინების ინიციატორი თავად უილიამი იყო. ახლა განქორწინების ვერსიის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ კადრებში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, მანქანაში პრინცის გვერდით ქეითი კი არა, როუზ ჰანბერი იმყოფებოდა. ფოტოზე მხოლოდ ქალის თავის უკანა მხარე ჩანს, ამიტომ ამ ფაქტის გადამოწმება შეუძლებელია - ორივე გამხდარი და შავგვრემანია სახის მსგავსი ნაკვთებით.

თუ უილიამს სურს განქორწინება, რათა საყვარელზე დაქორწინდეს, ეს ბევრ რამეს ხსნის. თუ ეს დადასტურდა, ამ შემთხვევაში უილიამი გაიმეორებს მამის, მეფე ჩარლზ III-ის ბედს, რომელიც გაშორდა პრინცესა დაიანას და ცოლად კამილა შეირთო.