მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი შენაერთები გაჩერებას არ აპირებენ, ჩვენც დავეხმარებით" - კირილ ბუდანოვი
"რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი შენაერთები გაჩერებას არ აპირებენ, ჩვენც დავეხმარებით" - კირილ ბუდანოვი

"რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან შემ­დგა­რი შე­ნა­ერ­თე­ბი გა­ჩე­რე­ბას არ აპი­რე­ბენ, ჩვენც და­ვეხ­მა­რე­ბით", - ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მე­თა­ურ­მა, კი­რილ ბუ­და­ნოვ­მა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან შემ­დგარ შე­ნა­ერ­თებ­ზე, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის მხა­რეს ებ­რძვი­ან.

  • ბუ­და­ნოვ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ “რუ­სე­თის თა­ვი­სუფ­ლე­ბა” ლე­გი­ო­ნის, “რუ­სუ­ლი მო­ხა­ლი­სე კორ­პუ­სი­სა” და “ციმ­ბი­რის” ბა­ტა­ლი­ო­ნის მებ­რძო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ბელ­გო­რო­დი­სა და კურსკის ოლ­ქებ­ში რე­ი­დებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძალა ხდე­ბი­ან და უკ­რა­ი­ნა მათ და­ეხ­მა­რე­ბა.

"ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ეს სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბა ჩნდე­ბა, მათ დაჯ­გუ­ფე­ბებს ვე­ღარ და­ვარ­ქმევთ, ეს უკვე ძალა ხდე­ბა. ახლა რამ­დე­ნი­მე არი­ან, ერ­თად მოქ­მე­დე­ბენ, ახ­ლოს არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან რუ­სე­თის ტრანსფორ­მა­ცი­ის სა­ერ­თო ხედ­ვის გარ­შე­მო. მათ შე­უ­ერ­თდე­ბი­ან რუ­სე­თის ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით იმ­ყო­ფე­ბი­ან, ასე­ვე არი­ე­ბით სა­ზღვარ­გა­რე­თაც,” - გა­ნა­ცხა­და ბუ­და­ნოვ­მა.

  • მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნა­ერ­თე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი “უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­ჩე­რე­ბას არ აპი­რე­ბენ და ყვე­ლა­ფერს იზა­მენ, რა­ზეც ეყო­ფათ ძალა".

“24 თე­ბერ­ვლის მოვ­ლე­ნე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გვეხ­მა­რე­ბი­ან, საკ­მა­ოდ კარ­გად იბ­რძვი­ან. უკ­რა­ი­ნის ბევრ ცხელ წერ­ტილ­ში იყ­ვნენ. ჩვე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ვეც­დე­ბით მათ და­ვეხ­მა­როთ,“ - გა­ნა­ცხა­და ბუ­და­ნოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
2

არაფერი ახალი, ჩვეულებრივი დივერსანტებია. ზოგი მათგანი მართლაც რუსეთის მოქალაქეა. ფულს უხდიან და ვინც უხდის იმის მხარეზე იბრძვის. 

ეეეჰ
13

მართლაც საბრალო უკრაინელი ხალხი რომელიც დიდი საერთაშორისო ავანტიურის მსხვერპლად იქცა. "საქმეში ჩახედულებმა" დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან და ადგლზე მილიარდები გაჭრეს, უამრავი ადამიანის გაუბედურების ხარჯზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი შენაერთები გაჩერებას არ აპირებენ, ჩვენც დავეხმარებით" - კირილ ბუდანოვი

"რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი შენაერთები გაჩერებას არ აპირებენ, ჩვენც დავეხმარებით" - კირილ ბუდანოვი

"რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი შენაერთები გაჩერებას არ აპირებენ, ჩვენც დავეხმარებით", - ასეთი განცხადება გააკეთა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურმა, კირილ ბუდანოვმა რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარ შენაერთებზე, რომლებიც უკრაინის მხარეს ებრძვიან.

  • ბუდანოვმა აღნიშნა, რომ “რუსეთის თავისუფლება” ლეგიონის, “რუსული მოხალისე კორპუსისა” და “ციმბირის” ბატალიონის მებრძოლები, რომლებიც რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში რეიდებს ახორციელებენ, მნიშვნელოვანი ძალა ხდებიან და უკრაინა მათ დაეხმარება.

"ერთმნიშვნელოვნად ეს სუბიექტურობა ჩნდება, მათ დაჯგუფებებს ვეღარ დავარქმევთ, ეს უკვე ძალა ხდება. ახლა რამდენიმე არიან, ერთად მოქმედებენ, ახლოს არიან გაერთიანებასთან რუსეთის ტრანსფორმაციის საერთო ხედვის გარშემო. მათ შეუერთდებიან რუსეთის ოპოზიციური ძალები, რომლებიც როგორც ქვეყნის შიგნით იმყოფებიან, ასევე არიებით საზღვარგარეთაც,” - განაცხადა ბუდანოვმა.

  • მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული შენაერთების წარმომადგენლები “უახლოეს პერიოდში გაჩერებას არ აპირებენ და ყველაფერს იზამენ, რაზეც ეყოფათ ძალა".

“24 თებერვლის მოვლენების პირველივე დღიდან გვეხმარებიან, საკმაოდ კარგად იბრძვიან. უკრაინის ბევრ ცხელ წერტილში იყვნენ. ჩვენის შესაძლებლობების ფარგლებში ვეცდებით მათ დავეხმაროთ,“ - განაცხადა ბუდანოვმა.