ავტორი:

"მალე გაგვიშვებენ ყველას" - "მთავარი არხი" მექსიკაში გატაცებული ქართველების პირველ კადრებს ავრცელებს (ვიდეო)

"მალე გაგვიშვებენ ყველას" - "მთავარი არხი" მექსიკაში გატაცებული ქართველების პირველ კადრებს ავრცელებს (ვიდეო)

"მთავარი არხი" მექსიკაში გატაცებული ქართველების პირველ კადრებს ავრცელებს. "მალე გაგვიშვებენ ყველას", - ამბობს ერთ-ერთი გატაცებული. როგორც ვიდეოზე ჩანს, გატაცებულებს შორის ბავშვებიც არიან.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების გამო საელჩო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ცნობით, უწყება მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არკვევს.

"საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

  • ნახეთ ვიდეო, რომელსაც "მთავარი არხი" ავრცელებს: