დღეს სოციალურ ქსელში მექსიკის საზღვართან ქართველების გატაცების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა და ისინი სამი დღეა ტყვეობაში იმყოფებიან. ამ ინფორმაციის მიხედვით, გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, თურმე 90 000 დოლარს ითხოვენ. ვრცელდება ცნობები, რომ მძევლებს შორის ქალებიც არიან. ერთ-ერთმა გატაცებულმა ქართველმა ახლობელს და ოჯახის წევრებს მოკლე ტესტური შეტყობინება გამოუგზავნა და დახმარება ითხოვა.
"მიშო, ტყვეობაში ვარ, ნარკოკარტელებთან, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ. გაგვიტაცეს და ფულს ითხოვენ. რაღაც დაჯგუფებაა. 30 კაცი ვართ ქართველები და 90 ათასს ითხოვენ. საქართველოში ვაცნობეთ, დედამ იცის, ყველა ფეხზეა. შეიძლება ცოტა ხანში ტელეფონი ისევ წაგვართვან, ძმაო, რაღაც სარდაფში ვართ, სულ 120 კაცი დამწყვდეული. ველოდებით გაყვანას. მიშო, იარაღი დამადეს და მეორე დანის კონდახს მირტყამდა იმის გამო, რომ 2 ესპანური სიტყვა ვიცოდი. ყვიროდნენ და მირტყამდნენ. არ ვიცი რატომ", - წერს გატაცებული ახლობელს და შველას ითხოვს.
"ჩვენთან იყო რამდენიმე დღე ესპანეთში. 14 მარტს უნდა გადასულიყო საზღვარზე. სანამ მექსიკაში შევიდოდა, 3-ჯერ გაექცნენ პოლიციას. მექსიკაში რომ ჩავიდნენ, ამ ბიჭმა სასტუმროში გადაღებული ფოტოები დადო. შვიდად ვიყავით, გვეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო. 14-დან უკვე გათიშული იყო ტელეფონი, 2 დღე არ გამოსულა კონტაქტზე, ვერაფრით ვერ დავუკავშირდით და... წაიკითხეთ ვრცლად
ყველაფერი გაირკვა ხალხო: მექსიკის ნარკოკარტელის პრესმდივანმა წუხანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ ქართველების გატაცება ესაა შეცდომა! ჩვენ შვეიცარიის ან მონაკოს მოქალაქეები გვინდოდაო. ამ შეცდომაში დამნაშავე განგსტერი უკვე დასაჯეს: ერთ-ერთ მშენებარე ნარკო-ლაბორატორიის საძირკველში ჩააბეტონეს. საქართველოს მოქალაქეებს კი შერიგების ნიშნად დაურიგებენ თითოეულს 125 მექსიკურ პესოს, აგრეთვე მსურველებს ნახევარ კგ მცენარე კოკას ფოთლებს, და თითო ბოთლ მექსიკურ კეტჩუპს, გარდა ამისა კეთილგანწყობის დასამტკიცებლად უზრუნველჰყოფენ ჩვენი თანამემამულეების ტრანსპორტირებას (უფასოდ!) ამერიკის საზღვრამდე. ვივა ლა მექსიკო!!!
ამერიკამ რომ უვიზო რეჟიმი შემოიღოს ქართველი აღარ დარჩება საქართველოში ისე გადააგვარა ხალხი თავისი უმსაგავსობით ედიკადან დაწყებული ბიძინას მეთაურობით დამთავრებული "ქართველმა პლიტიკოსებმა"