კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში 7 ადამიანი შაურმით მოიწამლა - რომელ ობიექტზე მოხდა შემთხვევა და რა ინფორმაციას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო
თბილისში 7 ადამიანი შაურმით მოიწამლა - რომელ ობიექტზე მოხდა შემთხვევა და რა ინფორმაციას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო

თბი­ლის­ში 7 ადა­მი­ა­ნი შა­ურ­მით მო­ი­წამ­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

"შა­ურ­მა­ში აე­რო­ბუ­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი გა­მოვ­ლინ­და სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან მი­ი­ღო შე­ტყო­ბი­ნე­ბა კლი­ნი­კუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის­მი­ე­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ჯგუ­ფუ­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ. ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვით დად­გინ­და, რომ შვიდ­მა ადა­მი­ან­მა საკ­ვე­ბად მი­ი­ღო სა­შა­ურ­მე "დონ ჩი­ჩოს" მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი შა­ურ­მა.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ა­გენ­ტოს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­ლე­ბა­მო­სილ­მა პი­რებ­მა სა­შა­ურ­მე­ში (შპს „დონ ჩიჩო 2007“, ს/კ 405668004; მის: ქ. თბი­ლი­სი, ვაჟა ფშა­ვე­ლას N59) სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი (არა­გეგ­მუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა) გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. სა­წარ­მო­ში კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, არაკ­რი­ტი­კულ შე­უ­სა­ბა­მო­ბებ­ზე კი გა­ი­ცა მი­თი­თე­ბე­ბი გო­ნივ­რუ­ლი ვა­დის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

  • გარ­და ამი­სა, სა­ა­გენ­ტოს ინ­სპექ­ტო­რებ­მა, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის მიზ­ნით, აი­ღეს სხვა­დას­ხვა სა­ხის სურ­სა­თის ნი­მუ­ში (ქათ­მის შა­ურ­მა, ქათ­მის შა­ურ­მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი შემ­წვა­რი ხორ­ცი, სა­ლა­თის ფო­თო­ლი (გა­რე­ცხი­ლი, დაჭ­რი­ლი) და გა­ყი­ნუ­ლი ქათ­მის ბარ­კა­ლი.

ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი დას­კვნის თა­ნახ­მად, გა­მოვ­ლინ­და მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, კერ­ძოდ: ქათ­მის შა­ურ­მა და შა­ურ­მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ქათ­მის შემ­წვა­რი ხორ­ცი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი იყო მე­ზო­ფი­ლურ-აე­რო­ბუ­ლი და ფა­კულ­ტა­ტურ-ანა­ე­რო­ბუ­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბით; ასე­ვე აღ­მოჩ­ნდა კო­ა­გუ­ლა­ზა და­დე­ბი­თი სტა­ფი­ლო­კო­კი და კო­ლი­ფორ­მე­ბი. კო­ლი­ფორ­მე­ბი გა­მოვ­ლინ­და სა­ლა­თის ფო­თოლ­შიც. საკ­ვე­ბის­მი­ე­რი მო­წამ­ვლა არის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი სურ­სა­თის მი­ღე­ბით, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, სურ­სა­თი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია ბაქ­ტე­რი­ე­ბით ან ვირუ­სე­ბით" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ე. ეგრისელი
0

შეეშვით რა ამ ააზიზღრობას ბიჭებო და გოგოებო!!!! 

ნანიკო
2

ერთხელ ვჭამე ანკარაში ქათმის დონერი და მომეწონა, აქ როგორ გავეკარები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

თბილისში 7 ადამიანი შაურმით მოიწამლა - რომელ ობიექტზე მოხდა შემთხვევა და რა ინფორმაციას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო

თბილისში 7 ადამიანი შაურმით მოიწამლა - რომელ ობიექტზე მოხდა შემთხვევა და რა ინფორმაციას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო

თბილისში 7 ადამიანი შაურმით მოიწამლა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"შაურმაში აერობული მიკროორგანიზმები გამოვლინდა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება კლინიკურად დადასტურებული საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევის შესახებ. ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ შვიდმა ადამიანმა საკვებად მიიღო საშაურმე "დონ ჩიჩოს" მიერ წარმოებული შაურმა.

შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „დონ ჩიჩო 2007“, ს/კ 405668004; მის: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას N59) სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელეს. საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე კი გაიცა მითითებები გონივრული ვადის გათვალისწინებით.

  • გარდა ამისა, სააგენტოს ინსპექტორებმა, ლაბორატორიული კვლევის მიზნით, აიღეს სხვადასხვა სახის სურსათის ნიმუში (ქათმის შაურმა, ქათმის შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ხორცი, სალათის ფოთოლი (გარეცხილი, დაჭრილი) და გაყინული ქათმის ბარკალი.

ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის თანახმად, გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები, კერძოდ: ქათმის შაურმა და შაურმისთვის განკუთვნილი ქათმის შემწვარი ხორცი დაბინძურებული იყო მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმებით; ასევე აღმოჩნდა კოაგულაზა დადებითი სტაფილოკოკი და კოლიფორმები. კოლიფორმები გამოვლინდა სალათის ფოთოლშიც. საკვებისმიერი მოწამვლა არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია დაბინძურებული სურსათის მიღებით, უმეტეს შემთხვევაში, სურსათი დაბინძურებულია ბაქტერიებით ან ვირუსებით" - ნათქვამია ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ასევე: