ავტორი:

"გიგანტი გოგონა", რომელიც თითქმის შვიდი ფუტის სიმაღლისაა - როგორ ცხოვრობს ის: "მყავს მეუღლე, რომელიც ანომალიად არ აღმიქვამს"

"გიგანტი გოგონა", რომელიც თითქმის შვიდი ფუტის სიმაღლისაა - როგორ ცხოვრობს ის: "მყავს მეუღლე, რომელიც ანომალიად არ აღმიქვამს"

10 წლის ასაკში მისი სიმაღლე 1.75 სმ იყო - 26 წლის ელისენ სილვა "ბრაზილიის ყველაზე მაღალი ქალის" ტიტულს ფლობს

26 წლის ელისენ სილვას "ბრაზილიის ყველაზე მაღალ ქალს" უწოდებენ - მოდელის სიმაღლე 6 ფუტი და 8 ინჩია. ჰიპოფიზის ჯირკვლის ამოუცნობმა სიმსივნემ ქალი გიგანტად აქცია. ის მისი ოჯახის ყველზე მაღალი წევრია.

"ბავშვობიდან ვიცოდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში ოჯახსა და სკოლაში ყველაზე მაღალი ვიყავი. ეს ჩემი მშობლებისთვისაც შოკი იყო" - ამბობს ელისენი.

მშობლებს, ანა მარია რამოსს და ლუის ხორხეს, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მათი ქალიშვილის სიმაღლე 2 მეტრს მიაღწევდა. 10 წლის ასაკში ელისენს ძვლებისა და თავის ტკივილი დაეწყო, რაც, მისი აზრით, ზრდის გადაჭარბებული ტემპით იყო გამოწვეული. დიაგნოზის გაგების მიზნით ოჯახმა ექიმსაც მიმართა, თუმცა ხარჯების არქონის გამო, ანალიზები ვერ ჩატარდა.

"ნაციონალური სატელევიზიო ქსელი 2010 წელს ჩემს ოჯახს დაუკავშირდა. მაშინ ტელევიზიაში გამოვჩნდი და მათი დაფინანსებით ყველა საჭირო ტესტი გავიკეთე" - განაცხადა ელისენმა.

  • მედიკოსებმა დაადგინეს, რომ მას ჰიპოფიზის ჯირკვალზე კეთილთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, რაც ზრდის ჰორმონის ჭარბ წარმოებას იწვევდა. სწორედ ამან გამოიწვია მისი გადაჭარბებული ზრდის ტემპი და განსაცვიფრებელი სიმაღლე, რომელიც ცნობილია როგორც "გიგანტიზმი".

სიმაღლის გამო ელისენი სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იყო. კლასელები მას "გიგანტს" და "კოშკს" ეძახდნენ, ამიტომ იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა.

”მახსოვს, სახლში ჩავიკეტე, რადგან თავს ცუდად ვგრძნობდი იმ საზიზღარი კომენტარებისა და სიტყვების გამო, რომლებსაც ხალხი გამუდმებით მეუბნებოდა”, - თქვა ელისენმა - "სკოლიდან წამოსვლა ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, რაც კი ოდესმე მიმიღია. სწავლის გაგრძელება ძალიან მინდოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ იმ გარემოში ვერ გავძლებდი."

2011 წელს ელისენმა მომავალი მეუღლე გაიცნო. ქალის სიმაღლეს მათი ურთიერთობისთვის ხელი არ შეუძლია და წყვილი მალე დაქორწინდა. მალე კი შვილი, ანჯელო შეეძინათ, რომელიც ახლა სამი წლისაა.

"მაშინვე შემიყვარდა, რადგან პირველი ადამიანი იყო, ვინც ნორმალურად მექცეოდა და ანომალიად არ აღმიქვამდა. როცა ერთად ვსეირნობდით, ხალხისგან უხეშ კომენტარებს ვიღებდით, მაგრამ სიმაღლეებს შორის სხვაობას პრობლემად არ აღვიქვამთ. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და არ გვინდა, რომ რამე შეიცვალოს. ჩვენი შვილი, ანჯელო ასაკთან შედარებით მაღალია, მაგრამ არ მგონია, რომ ჩემი დაავადება მემკვიდრეობითი იყოს", - ამბობს ელისენი და აღნიშნავს, რომ მოდელობაზე ოცნებობს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სააგენტოები არ მიკავშირდებიან, ფოტოების გადაღება თავდაჯერებულობის ამაღლებაში ძალიან დამეხმარა. საკუთარი თავის სიყვარული ვისწავლე. ვიპოვე ადამიანი, რომელთან ერთადაც მთელი სიცოცხლის გატარება მინდა, მყავს უსაყვარლესი შვილი და ოჯახი. ღმერთის მადლობელი ვარ, რომ დაბრკოლებების გადალახვა მასწავლა".