ავტორი:

"წადი თქვენი..." - მედვედევის მორიგი არაადეკვატური განცხადება ევროკავშირის საპასუხოდ

"წადი თქვენი..." - მედვედევის მორიგი არაადეკვატური განცხადება ევროკავშირის საპასუხოდ

"წადით თქვენი", - ასე მიმართა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად კი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა ევროკავშირს, 1916-1917 წლებში რუსეთში ექსპორტირებული რუმინული ოქროს დაბრუნების შესახებ რეზოლუციის საპასუხოდ. მან ასევე გაიხსენა ევროპაში გაყინული რუსული ოქროსა და სავალუტო რეზერვები.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ბუქარესტის მოთხოვნებს რუსეთში ექსპორტირებული ოქროს ისტორიული არქივების დაბრუნების შესახებ.

”ისე, არც კი ვიცი, როგორ ვუპასუხო ასეთ თავხედობას... ევროკავშირმა რუსეთს 300 მილიარდის ოდენობის აქტივები მოჰპარა და რუმინეთის ოქროს დაბრუნებას ითხოვს. რუსულად არაფერია სათქმელი, მხოლოდ შეიძლება ერთ ადგილას გაგზავნა. მოკლედ, წადით თქვენი...”, - წერს პოლიტიკოსი VKontakte-ს საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, მე-20 საუკუნის დასაწყისში რუმინეთის სამეფომ 90 ტონა ოქრო და ძვირფასი სამკაულები რუსეთს შესანახად გადასცა, თუმცა 1919 წელს საბჭოთა კავშირმა ოქროს დაბრუნებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც რუმინეთმა რუსეთს ძვირფასეულობის დაბრუნება რამდენჯერმე მოსთხოვა. 2024 წლის 14 მარტს კი ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ოქროს დაბრუნებას ევროკავშირის ერთ-ერთ ამოცანად მიიჩნევს.