ავტორი:

ევროკავშირმა მიიღო მსოფლიოში პირველი კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ - რას ზღუდავს და როდის შევა ძალაში რეგულაციები?

ევროკავშირმა მიიღო მსოფლიოში პირველი კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ - რას ზღუდავს და როდის შევა ძალაში რეგულაციები?

ევროკავშირმა მიიღო მსოფლიოში პირველი კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ავტორებს მიაჩნიათ, რომ კანონის საშუალებით შეძლებენ AI ტექნოლოგიების გამოყენების ლეგალური ტენდენციების დამკვიდრებას.

ევროპარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დოკუმენტი ასახავს AI-ზე დაფუძნებული სისტემების გამოყენების რისკების გრადაციას და კრძალავს მათ გამოყენებას.

კერძოდ, კანონი კრძალავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ემოციების ამოსაცნობად სამუშაო ადგილებსა და სკოლებში. ასევე ზღუდავს მის გამოყენებას კრიტიკულ სიტუაციებში, როგორიცაა სამუშაო განაცხადების დახარისხება.

ასევე დაწესდება შეზღუდვები გენერაციული AI ინსტრუმენტების გამოყენებაზე, რომელმაც მსოფლიო ყურადღება გასულ წელს მიიპყრო ChatGPT-ის წყალობით. კანონის მიხედვით სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ ბიომეტრიული საიდენტიფიკაციო სისტემების გამოყენება, გარდა გარკვეული განსაზღვრული სიტუაციებისა - დაკარგული ადამიანის ძებნა, ტერორისტული საფრთხე და ა.შ.

ასევე არსებობს სხვა კონკრეტული წესები. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ სურათებს შესაბამისი წარწერა უნდა ჰქონდეს.

AI-ის კანონი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოაწერენ ხელს და გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

  • ხოლო გამოქვეყნებიდან ექვს თვეში უნდა ამოქმედდეს მთელი რიგი ნორმები და კანონი სრულად ძალაში შევა ორ წელიწადში.