მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცს თავის ტვინში ჭია აღმოუჩინეს, რომელიც ორგანიზმში ნახევრად მოხარშული ბეკონის მირთმევის შედეგად მოხვდა - რა დაადგინეს ამერიკელმა ექიმებმა
კაცს თავის ტვინში ჭია აღმოუჩინეს, რომელიც ორგანიზმში ნახევრად მოხარშული ბეკონის მირთმევის შედეგად მოხვდა - რა დაადგინეს ამერიკელმა ექიმებმა

ფლო­რი­დის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მა­მა­კა­ცი შა­კი­კის ჩი­ვი­ლე­ბით მი­ვი­და. შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ მას თა­ვის ტვინ­ში პა­რა­ზი­ტუ­ლი ლენ­ტის ჭიის ლარ­ვე­ბი ჰქონ­და - ამის შე­სა­ხებ Journal of Case Reports-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მოხ­სე­ნე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

  • პა­ცი­ენ­ტის თქმით, ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იტან­ჯე­ბო­და თა­ვის ტკი­ვი­ლით, რო­მე­ლიც ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად უა­რეს­დე­ბო­და, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბელს არა­ნა­ი­რი ეფექ­ტი არ ჰქონ­და

ექიმ­მა მას კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია ურ­ჩია, შე­დე­გად თა­ვის ტვინ­ში მრავ­ლო­ბი­თი კის­ტა აღ­მოჩ­ნდა, თავ­და­პირ­ვე­ლად ფიქ­რობ­დნენ, რომ ეს იშ­ვი­ა­თი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რო­მელ­საც თან­და­ყო­ლი­ლი ნე­ი­როგ­ლი­უ­რი კის­ტა ეწო­დე­ბა.

ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ თა­ვის ტვინ­ში არ­სე­ბუ­ლი კის­ტა, სი­ნამ­დვი­ლე­ში პა­რა­ზი­ტუ­ლი ლენ­ტის ჭიის ლარ­ვე­ბი იყო. ამან ინ­ფექ­ცია გა­მო­იწ­ვია, რო­მელ­საც ნე­ი­რო­ცის­ტი­ცერ­კო­ზი ეწო­დე­ბა.

  • ნე­ი­რო­ცის­ტი­ცერ­კო­ზი - ცის­ტი­ცერ­კით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. ადა­მი­ა­ნის ინ­ფი­ცი­რე­ბა ხდე­ბა საკ­ვებ­ში ან წყალ­ში არ­სე­ბუ­ლი პა­რა­ზი­ტის კვერ­ცხე­ბის ჩაყ­ლაპ­ვით. ცის­ტი­ცერ­კე­ბის მოხ­ვედ­რა თა­ვის ტვინ­ში იწ­ვევს გო­ნებ­რივ დეგ­რა­და­ცი­ას, დამ­ბლას, ეპი­ლეფ­სი­ურ შე­ტე­ვებს და კრუნ­ჩხვებს, რა­მაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში შე­იძ­ლე­ბა სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს.
  • თუ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვდა ლარ­ვა მა­შინ მი­ე­მაგ­რე­ბა ნაწ­ლავს და ნაწ­ლავ­ში იზ­რდე­ბა, თუ მოხ­ვდე­ბა კვერ­ცხის სა­ხით, მა­შინ ვი­თარ­დე­ბა ნე­ი­რო­ცის­ტი­ცერ­კო­ზი თა­ვის ტვინ­ში.

ამ შემ­თხვე­ვა­ში მა­მა­კაცს არ გა­აჩ­ნდა ტი­პუ­რი რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი: არ ჰქო­ნია მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი ღო­რებ­თან და არ ცხოვ­რობ­და ცუდ სა­ნი­ტა­რულ პი­რო­ბებ­ში, თუმ­ცა აღი­ა­რა, რომ ხში­რად მი­ირ­თმევ­და მსუ­ბუ­ქად მო­ხარ­შულ ბე­კონს. პა­ცი­ენტს მკურ­ნა­ლობ­დნენ სტე­რო­ი­დე­ბით და ან­ტი­პა­რა­ზი­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. მოხ­სე­ნე­ბის თა­ნახ­მად, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და.

ნე­ი­რო­ცის­ტი­ცერ­კო­ზი იშ­ვი­ა­თია შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. ამ და­ა­ვა­დე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ხორ­ცის უსაფრ­თხო ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მომ­ზა­დე­ბით, ასე­ვე ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნით.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანი
0

ჭიაბერაშვილი ყოფილა ეგ.ტელევიზორში თქვეს,მერი რომ იყო.

ზურაბ
7

ჭიაბერაშვილი იქნებოდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კაცს თავის ტვინში ჭია აღმოუჩინეს, რომელიც ორგანიზმში ნახევრად მოხარშული ბეკონის მირთმევის შედეგად მოხვდა - რა დაადგინეს ამერიკელმა ექიმებმა

კაცს თავის ტვინში ჭია აღმოუჩინეს, რომელიც ორგანიზმში ნახევრად მოხარშული ბეკონის მირთმევის შედეგად მოხვდა - რა დაადგინეს ამერიკელმა ექიმებმა

ფლორიდის საავადმყოფოში მამაკაცი შაკიკის ჩივილებით მივიდა. შესაბამისი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მას თავის ტვინში პარაზიტული ლენტის ჭიის ლარვები ჰქონდა - ამის შესახებ Journal of Case Reports-ში გამოქვეყნებულ მოხსენებაშია აღნიშნული.

  • პაციენტის თქმით, ოთხი თვის განმავლობაში იტანჯებოდა თავის ტკივილით, რომელიც ყოველკვირეულად უარესდებოდა, ტკივილგამაყუჩებელს არანაირი ეფექტი არ ჰქონდა

ექიმმა მას კომპიუტერული ტომოგრაფია ურჩია, შედეგად თავის ტვინში მრავლობითი კისტა აღმოჩნდა, თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ეს იშვიათი ნევროლოგიური მდგომარეობა უნდა ყოფილიყო, რომელსაც თანდაყოლილი ნეიროგლიური კისტა ეწოდება.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თავის ტვინში არსებული კისტა, სინამდვილეში პარაზიტული ლენტის ჭიის ლარვები იყო. ამან ინფექცია გამოიწვია, რომელსაც ნეიროცისტიცერკოზი ეწოდება.

  • ნეიროცისტიცერკოზი - ცისტიცერკით გამოწვეული დაავადებაა. ადამიანის ინფიცირება ხდება საკვებში ან წყალში არსებული პარაზიტის კვერცხების ჩაყლაპვით. ცისტიცერკების მოხვედრა თავის ტვინში იწვევს გონებრივ დეგრადაციას, დამბლას, ეპილეფსიურ შეტევებს და კრუნჩხვებს, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს.
  • თუ ადამიანის ორგანიზმში მოხვდა ლარვა მაშინ მიემაგრება ნაწლავს და ნაწლავში იზრდება, თუ მოხვდება კვერცხის სახით, მაშინ ვითარდება ნეიროცისტიცერკოზი თავის ტვინში.

ამ შემთხვევაში მამაკაცს არ გააჩნდა ტიპური რისკ-ფაქტორები: არ ჰქონია მჭიდრო კონტაქტი ღორებთან და არ ცხოვრობდა ცუდ სანიტარულ პირობებში, თუმცა აღიარა, რომ ხშირად მიირთმევდა მსუბუქად მოხარშულ ბეკონს. პაციენტს მკურნალობდნენ სტეროიდებით და ანტიპარაზიტული საშუალებებით. მოხსენების თანახმად, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ნეიროცისტიცერკოზი იშვიათია შეერთებულ შტატებში. ამ დაავადებისგან თავის არიდება შესაძლებელია ხორცის უსაფრთხო ტემპერატურაზე მომზადებით, ასევე ხელების ხშირი დაბანით.

წყარო