მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გასაჯაროვდა დასკვნა 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საქმესთან დაკავშირებით - "გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს ანას მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტსაც"
გასაჯაროვდა დასკვნა 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საქმესთან დაკავშირებით - "გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს ანას მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტსაც"

12 წლის ანი ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი შსს-ს და გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას საქ­მე­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დე­დამ და ორ­გა­ნი­ზა­ცია „უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს და საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ას­თან სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის დას­კვნა გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს. მათი თქმით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის დას­კვნა­ში სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის მიერ გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში დაშ­ვე­ბულ ხარ­ვე­ზებ­ზეა სა­უ­ბა­რი.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს „უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს“ დი­რექ­ტორ­მა, ლადო მკერ­ვა­ლიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, მათ რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­ხალ­ხო დამ­ცველს საქ­მის მა­სა­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნეს და სთხო­ვეს შე­ეს­წავ­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა.

  • მკერ­ვა­ლიშ­ვი­ლის თქმით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კვნა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ არას­რულ­წლო­ვან ანი ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს მი­მართ შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის სტან­დარ­ტებს, კერ­ძოდ, არ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა ნა­წი­ლის ჩა­ტა­რე­ბაც, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, უკვე უპერ­სპექ­ტი­ვო და შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ასე­ვე, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა მი­უ­თი­თა, რომ შე­საძ­ლოა ად­გი­ლი ჰქო­ნო­და გა­მომ­ძი­ებ­ლის მხრი­დან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბას. დას­კვნა­ში წე­რია, რომ გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­დან­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და არა­ე­ფექ­ტი­ა­ნად.

"დას­კვნა­ში წე­რია, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ერთ-ერთ ვერ­სი­ად გა­ნი­ხი­ლავს არას­რულ­წლო­ვან ანა ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლის შე­საძ­ლო ჩა­დე­ნის ფაქტსაც, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ გვა­მის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ სა­ერ­თოდ არ იქნა დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის ახლო-მახ­ლო მდე­ბა­რე შე­და­რე­ბით და­მა­ლუ­ლი ად­გი­ლე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბას არ უც­დია გარ­დაც­ვლი­ლის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის ან სუ­ნის ნი­მუ­შის მო­პო­ვე­ბა მისი ასეთ ად­გი­ლას ყოფ­ნის და­დას­ტუ­რე­ბის მიზ­ნით. რად­გა­ნაც გა­სუ­ლია ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დი, გარ­დაც­ვლი­ლის სუ­ნის ნი­მუ­შის მო­პო­ვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია“, - ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის დას­კვნა­ში, რო­მე­ლიც მე­დი­ას ლადო მკერ­ვა­ლიშ­ვილ­მა გა­აც­ნო.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს შსს-ს, არას­რულ­წლოვ­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, გო­ნივ­რულ ვა­დებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს საქ­მე­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნას და ასე­ვე, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­მარ­თავს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას, და­ი­წყოს შე­მოწ­მე­ბა ანა ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მის მწარ­მო­ე­ბე­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის და არა­ჯე­რო­ვა­ნი შეს­რუ­ლე­ბის ფაქ­ტზე“, - ნათ­ქვა­მია ომ­ბუდსმე­ნის დას­კვნა­ში, რო­მე­ლიც მე­დი­ას „უფ­ლე­ბე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ დი­რექ­ტორ­მა, ლადო მკერ­ვა­ლიშ­ვილ­მა გა­აც­ნო.

  • გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში საქ­მე­ში არ­სე­ბულ ხარ­ვე­ზებ­ზე ისა­უბ­რა გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დე­დამ ნატო ხუ­ტაშ­ვილ­მა და მი­მარ­თა შსს-ს და პრო­კუ­რა­ტუ­რას მომ­ხდა­რის სრულ­ფა­სოვ­ნად გა­მო­ი­ძი­ონ, ამას­თან საქ­მე­ში უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თვა მო­ი­თხო­ვა. ნატო ხუ­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან ერთი წელი გა­ვი­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, ისევ ერთ წრე­ზე და­დი­ან.

"სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის არა­ე­ფექ­ტურ­მა სა­მუ­შა­ომ გა­მო­იწ­ვია ის, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ჩიხ­ში შე­ვი­და და პრაქ­ტი­კუ­ლად, უპერ­სპექ­ტი­ვოდ ვთვლიო შემ­დგომ­ში გა­მო­ძი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. თუმ­ცა იმე­დი მაქვს, რომ ეს ასე არ იქ­ნე­ბა. შსს არ ატა­რებს ქმე­დით ნა­ბი­ჯებს სა­მარ­თლის და­სად­გე­ნად. პრო­კუ­რა­ტუ­რა იძ­ლე­ვა რე­კო­მენ­და­ცი­ას, მერე იწყე­ბენ ამ რე­კო­მენ­და­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბას და შემ­დგომ გა­და­ერ­თვე­ბი­ან სხვა საქ­მე­ზე. ერთი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ამ საქ­მეს არ ჰყოფ­ნის, სჭირ­დე­ბა გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის ჯგუ­ფი. დღემ­დე არ გაგ­ზავ­ნი­ლა ანის ტან­საც­მე­ლი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, ამის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მი­დის. ასე­ვე, ფოტო ექ­სპერ­ტი­ზა­ზე არ გაგ­ზავ­ნი­ლა ის სუ­რა­თი, სა­დაც ბავ­შვის მარ­ცხე­ნა ხელ­ში, ფრჩხილ­ში ჩანს გა­ჭე­დი­ლი შავი თმა. სა­გა­მო­ძი­ე­ბოს პირ­ვე­ლი პი­რე­ბი ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ დუ­მილს ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მათ არ აწყობთ, რომ და­დას­ტურ­დეს, რომ ეს არის მკვლე­ლო­ბა, დრო კი, ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობს“, - გა­ნა­ცხა­და ნატო ხუ­ტაშ­ვილ­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დიდ დი­ღომ­ში 12 წლის მო­ზარ­დი, ანა ია­ნუ­შა­ი­ტი­ტე გარ­დაც­ვლი­ლი 2023 წლის 16 მარტს იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
............?
1

გამოძიებით შეიწუხებენ თავს???? მე პირადად ბინა გამიძარცვენ განა უცნობებმა ნათესავმა გაიტანა სახლიდან ყველაფერი 20 წლის ამბავია და პოლიციამ მიტხრა; ვნახეთო დამტვრეული ნივთებიაო . და ოქროს ბეჭდები მეთქი?? ვკითხე ეეე ოქროს ვინ ნახავს ეხლაო. ესააა დღევანდელი გამოძიება.

მარიამი
0

12 წლის ბავშვის მკვლელობას თუ ესე გულგრილად ექცევიან, მაშინ ზრდასრულ ადამიანზე რას იზამენ წარმომიდგენია!!! მაინცდამაინც ბიზნესმენის ან თანამდებობის პირის შვილი უნდა იყოს, რომ ფეხებზე არ დაიკიდოთ?! არაადამიანები და ნაძირლები ხართ!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გასაჯაროვდა დასკვნა 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საქმესთან დაკავშირებით - "გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს ანას მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტსაც"

გასაჯაროვდა დასკვნა 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საქმესთან დაკავშირებით - "გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს ანას მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტსაც"

12 წლის ანი იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, სახალხო დამცველი შსს-ს და გენერალურ პროკურატურას საქმეზე საგამოძიებო მოქმედებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს გარდაცვლილი გოგონას დედამ და ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა განუცხადეს და საქმესთან დაკავშირებით მედიასთან სახალხო დამცველის დასკვნა გაასაჯაროვეს. მათი თქმით, სახალხო დამცველის დასკვნაში სახელმწიფო უწყებების მიერ გამოძიების პროცესში დაშვებულ ხარვეზებზეა საუბარი.

უფრო კონკრეტულად, როგორც ჟურნალისტებს „უფლებები საქართველოს“ დირექტორმა, ლადო მკერვალიშვილმა განუცხადა, მათ რამდენიმე თვის წინ სახალხო დამცველს საქმის მასალები გაუგზავნეს და სთხოვეს შეესწავლა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ეფექტიანობა.

  • მკერვალიშვილის თქმით, სახალხო დამცველის მიერ მომზადებული დასკვნაში მითითებულია, რომ არასრულწლოვან ანი იანუშაიტიტეს მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება ვერ აკმაყოფილებდა ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს, კერძოდ, არ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ნაწილის ჩატარებაც, დღეის მდგომარეობით, უკვე უპერსპექტივო და შეუძლებელია.

ასევე, სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გამომძიებლის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოვალეობების არაჯეროვნად შესრულებას. დასკვნაში წერია, რომ გამოძიება თავიდანვე მიმდინარეობდა არაეფექტიანად.

"დასკვნაში წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს არასრულწლოვან ანა იანუშაიტიტეს მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტსაც, გამოძიების მიერ გვამის აღმოჩენის შემდეგ საერთოდ არ იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილის ახლო-მახლო მდებარე შედარებით დამალული ადგილები. გამოძიებას არ უცდია გარდაცვლილის ბიოლოგიური მასალის ან სუნის ნიმუშის მოპოვება მისი ასეთ ადგილას ყოფნის დადასტურების მიზნით. რადგანაც გასულია ხანგრძლივი პერიოდი, გარდაცვლილის სუნის ნიმუშის მოპოვება შეუძლებელია“, - ნათქვამია სახალხო დამცველის დასკვნაში, რომელიც მედიას ლადო მკერვალიშვილმა გააცნო.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გონივრულ ვადებში განახორციელოს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უზრუნველყოფს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და ასევე, სახალხო დამცველი მიმართავს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს შემოწმება ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიების საქმის მწარმოებელი გამომძიებლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეუსრულებლობის და არაჯეროვანი შესრულების ფაქტზე“, - ნათქვამია ომბუდსმენის დასკვნაში, რომელიც მედიას „უფლებების საქართველოსთვის“ დირექტორმა, ლადო მკერვალიშვილმა გააცნო.

  • გამოძიების პროცესში საქმეში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა გარდაცვლილი გოგონას დედამ ნატო ხუტაშვილმა და მიმართა შსს-ს და პროკურატურას მომხდარის სრულფასოვნად გამოიძიონ, ამასთან საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვა მოითხოვა. ნატო ხუტაშვილის განცხადებით, ტრაგიკული შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა და ფაქტობრივად, ისევ ერთ წრეზე დადიან.

"საგამოძიებო და ოპერატიული სამსახურების არაეფექტურმა სამუშაომ გამოიწვია ის, რომ გამოძიება ჩიხში შევიდა და პრაქტიკულად, უპერსპექტივოდ ვთვლიო შემდგომში გამოძიების გაგრძელებას. თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ იქნება. შსს არ ატარებს ქმედით ნაბიჯებს სამართლის დასადგენად. პროკურატურა იძლევა რეკომენდაციას, მერე იწყებენ ამ რეკომენდაციის შესრულებას და შემდგომ გადაერთვებიან სხვა საქმეზე. ერთი გამომძიებელი ამ საქმეს არ ჰყოფნის, სჭირდება გამომძიებლების ჯგუფი. დღემდე არ გაგზავნილა ანის ტანსაცმელი ექსპერტიზაზე, ამის შესახებ მოლაპარაკებები მიდის. ასევე, ფოტო ექსპერტიზაზე არ გაგზავნილა ის სურათი, სადაც ბავშვის მარცხენა ხელში, ფრჩხილში ჩანს გაჭედილი შავი თმა. საგამოძიებოს პირველი პირები ამჯობინებენ დუმილს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მათ არ აწყობთ, რომ დადასტურდეს, რომ ეს არის მკვლელობა, დრო კი, ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს“, - განაცხადა ნატო ხუტაშვილმა.

როგორც ცნობილია, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი, ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი 2023 წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.