პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკა ასათიანის ულამაზესი პიანისტი დისშვილის პარიზული ცხოვრება და წარმატებული კარიერა - "მარიანას დედა ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს, მამა აფხაზია..."
მაკა ასათიანის ულამაზესი პიანისტი დისშვილის პარიზული ცხოვრება და წარმატებული კარიერა - "მარიანას დედა ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს, მამა აფხაზია..."

მა­რი­ა­ნა აჩ­ბას წლე­ბის მან­ძილ­ზე მე­დი­ა­ში მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, რო­გორც მაკა ასა­თი­ა­ნის ულა­მა­ზეს დის­შვილს - გო­გო­ნას ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი­დან, რო­მელ­მაც მო­დე­ლო­ბა­შიც სცა­და ბედი და ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის რამ­დე­ნი­მე ჩვე­ნე­ბა­ზე გა­მო­ვი­და. თუმ­ცა წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც მა­რი­ა­ნას სა­ზო­გა­დო­ე­ბა რო­გორც პერ­სპექ­ტი­ულ პი­ა­ნისტს, ადევ­ნებს თვალს. რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში უკვე ჰქონ­და. მათ შო­რის შე­მოდ­გო­მა­ზე, სა­დაც და­თუ­ნა ალა­დაშ­ვილ­თან და ლუი შვეც­ბე­გელ ვან­გთან ერ­თად და­უკ­რა. ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დღემ­დე პო­პუ­ლა­რუ­ლია.

Movement-თან პა­რიზ­ში სა­კუ­თარ სახ­ლში ჩა­წე­რილ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ მხო­ლოდ ზრდას­რულ ასაკ­ში მიხ­ვდა, რომ მას სჭირ­დე­ბო­და მუ­სი­კა, და არა მუ­სი­კას სჭირ­დე­ბო­და ის, რო­გორც ბავ­შვო­ბა­ში აჯე­რებ­დნენ.

მა­რი­ა­ნა აჩბა, პი­ა­ნის­ტი:

- ზრდას­რულ ასაკ­ში რომ და­ვი­წყე დაკ­ვრა, მივ­ხვდი, რომ მე კი არ ვჭირ­დე­ბი მუ­სი­კას, რო­გორც ბავ­შვო­ბა­ში გა­ჯე­რე­ბენ, პა­ტა­რა რომ ხარ და უკ­რავ, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი ამ ყვე­ლა­ფერ­ში და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი არი­ან იმით, რომ პა­ტა­რა ხარ და უკ­რავ, ამ დროს შეგ­რძნე­ბა გიჩ­ნდე­ბა, რომ შენ სჭირ­დე­ბი მუ­სი­კას.

რო­დე­საც დიდ ასაკ­ში და­ვი­წყე დაკ­ვრა, მივ­ხვდი, რომ მე კი არ ვჭირ­დე­ბი მუ­სი­კას, მე მჭირ­დე­ბა, რომ ვიგ­რძნო თავი ისე, რო­გორც ვგრძნობ. რაც უფრო დიდ სიყ­ვა­რულს ჩა­დებ, უფრო დიდი სიყ­ვა­რუ­ლით გი­პა­სუ­ხებს.

  • კახი ასა­თი­ა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლი, მაკა ასა­თი­ა­ნის დის შვი­ლი - წლე­ბის მან­ძილ­ზე ასე იც­ნობ­დნენ გო­გო­ნას, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო. მამა ას­ტა­მურ აჩბა აფხა­ზია, დე­და­ზე, სა­ლო­მე ასა­თი­ან­ზე ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, გარ­და იმი­სა, რომ ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს და არ უყ­ვარს მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა.

მა­რი­ა­ნა:

- რო­დე­საც და­ვი­ბა­დე, ერთი წელი ვცხოვ­რობ­დით პა­რიზ­ში და შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ვე­დით. სამი წლის ვი­ყა­ვი, ისევ დავ­ბრუნ­დით და რა­ღაც პე­რი­ო­დი ისევ პა­რიზ­ში ვცხოვ­რობ­დი. მა­მის მხრი­დან აფხა­ზი ვარ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, იქ არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. ჩემი მშობ­ლე­ბი და­დი­ოდ­ნენ და­სას­ვე­ნებ­ლად. ჩემი დიდი ბა­ბუა აფხა­ზეთ­ში ცხოვ­რობ­და. ოჯახ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სენ­ტი­მენ­ტე­ბით ჰყვე­ბი­ან აფხა­ზეთ­ზე.

მა­მას­თან ერ­თად პა­რიზ­ში

პა­რიზ­ში კი­ნო­ა­კა­დე­მი­ა­ში სა­რე­ჟი­სო­რო­ზე ვსწავ­ლობ­დი. ყო­ველ­დღე ვფიქ­რობ­დი, რა­ტომ და­ვა­ნე­ბე მუ­სი­კას თავი. ხუთი წლის ვი­ყა­ვი, დაკ­ვრა რომ და­ვი­წყე და 11 წლის ასაკ­ში და­ვემ­შვი­დო­ბე. დაბ­რუ­ნე­ბის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა მა­შინ მქონ­და, რო­დე­საც 18 წლის გავ­ხდი, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვერ დავძლიე, გა­უ­ცხო­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ნო­ტე­ბიც არ მახ­სოვ­და. ბევ­რი ვი­ტი­რე და ვთქვი, რომ და­ვაგ­ვი­ა­ნე.

პა­რიზ­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ამ ქა­ლაქს ფე­ხით სი­ა­რუ­ლი. ამ სე­ირ­ნო­ბა­ში, და­ვი­წყე მუ­სი­კის მოს­მე­ნა, კლა­სი­კურ მუ­სი­კას ვუს­მენ­დი და მტკივ­ნე­უ­ლი შეგ­რძნე­ბა იყო, მხო­ლოდ სი­ა­მოვ­ნე­ბას კი არ ვი­ღებ­დი, ვფიქ­რობ­დი, რა­ტომ დავ­თმე.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სა­კუ­თარ თავს სა­ჩუ­ქა­რი გა­ვუ­კე­თე და ვთქვი, ვცდი. თა­ვი­დან არა­ნა­ი­რი გეგ­მა არ მქო­ნია, დღეს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სა­მე­ცა­დი­ნო მაქვს. კინო სკო­ლა 23 წლის ასაკ­ში და­ვამ­თავ­რე და 24 წლის ვი­ყა­ვი, პა­რიზ­ში ვცა­დე დაკ­ვრა და ტრავ­მა მი­ვი­ღე, შემ­დეგ პან­დე­მია და­ი­წყო, თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე და ახლა მე­სა­მე კურ­სზე ვარ.

ამ­ბობს მა­რი­ა­ნა, Movement-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში და პა­რი­ზის ქუ­ჩებ­ში სე­ირ­ნობს.

პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტის ღელ­ვა იმე­დი მაქვს, რომ აღარ გან­მე­ორ­დე­ბა. სამი თვით ადრე და­ვი­წყე ნერ­ვი­უ­ლო­ბა. ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი, ეს არ იყო ერთი კონ­ცერ­ტის ღელ­ვა, სიზ­მა­რი­ვით მახ­სოვს, ყვე­ლა­ფე­რი რაც მე­გო­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ჩემი თა­ვის­თვის უნდა მეთ­ქვა, რომ ან მარ­თლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ან შე­საძ­ლე­ბე­ლია.

სა­ნამ სცე­ნა­ზე გა­ვე­დი, უფრო ვღე­ლავ­დი, რო­დე­საც ინ­სტრუ­მენ­ტამ­დე მი­ვე­დი, ძალა მო­მე­ცა. ბე­ბია ბავ­შვო­ბი­დან ჩარ­თუ­ლი იყო ამ ყვე­ლა­ფერ­ში, ძა­ლი­ან კარ­გი ყური აქვს, ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, ვისი აზ­რიც მა­ინ­ტე­რე­სებ­და კონ­ცერ­ტის შემ­დეგ და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი იყო და ამა­ყი.

ბე­ბია ლუ­ი­ზა თა­ვარ­თქი­ლა­ძე

მა­რი­ა­ნა ოჯახ­ზე ყო­ველ­თვის ემო­ცი­ით სა­უბ­რობს, ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უს დროს ეკი­თხე­ბი­ან დე­ი­და­ზე და ცნო­ბილ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე...

- დე­ი­და­ჩე­მი არის ძა­ლი­ან დიდი ძალა, დიდი სიყ­ვა­რუ­ლის მო­ცე­მა შე­უძ­ლია. სი­ლა­მა­ზე და თვა­ლებ­ში რაც აქვს, ამ სიყ­ვა­რუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გად­მო­დის. მისი მე­გობ­რო­ბის გა­რე­შე არ წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემი ცხოვ­რე­ბა. სულ ვსწავ­ლობ დე­და­ჩე­მის­გან ში­ნა­გან სი­სუფ­თა­ვეს და სი­მარ­ტო­ვეს, რო­მე­ლიც მას აქვს და არც შემ­ხვედ­რია ასე­თი ადა­მი­ა­ნი სხვა.

მა­რი­ა­ნას მშობ­ლე­ბი

ბე­ბია და ბა­ბუა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ბა­ბუა იყო გა­დარ­ჩე­ნა მე­ცა­დი­ნე­ო­ბის­გან და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან, ბე­ბია - აღ­ზრდა და დის­ციპ­ლი­ნა.

ძა­ლი­ან მი­ჭირს ამ ბოლო დროს ბევ­რი ნო­ტე­ბის კი­თხვის შემ­დეგ წიგ­ნე­ბის წა­კი­თხვა და ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა. მახ­სოვს, პან­დე­მი­ის დროს არა­ვინ იყო პა­რიზ­ში, მან­ქა­ნე­ბი არ და­დი­ო­და, სულ ცა­რი­ე­ლი იყო ქუ­ჩე­ბი. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ასეთ პა­რიზს ვნა­ხავ­დი. მუ­სი­კა­ზეც ასე ვარ, სულ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ, სულ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დრო
4

ნეტა იმ ძველ 90-იანებს. რამდენი სილამაზე იყო ქუჩებში

ელენე შ-ჩაჩბა
5

წარმატებები მარიანას!!! შესანიშნავად უკრავს. მომეწონა მისი თხრობის მანერაც. ლამაზი გოგოა - ბუნებრივი, თავმდაბალი და საოცრად მიმზიდველი. მინდა დიდი მომავალი ვუსურვო მას!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

მაკა ასათიანის ულამაზესი პიანისტი დისშვილის პარიზული ცხოვრება და წარმატებული კარიერა - "მარიანას დედა ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს, მამა აფხაზია..."

მაკა ასათიანის ულამაზესი პიანისტი დისშვილის პარიზული ცხოვრება და წარმატებული კარიერა - "მარიანას დედა ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს, მამა აფხაზია..."

მარიანა აჩბას წლების მანძილზე მედიაში მოიხსენიებდნენ, როგორც მაკა ასათიანის ულამაზეს დისშვილს - გოგონას ცნობილი ოჯახიდან, რომელმაც მოდელობაშიც სცადა ბედი და ჯაბა დიასამიძის რამდენიმე ჩვენებაზე გამოვიდა. თუმცა წელიწადზე მეტია, რაც მარიანას საზოგადოება როგორც პერსპექტიულ პიანისტს, ადევნებს თვალს. რამდენიმე კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში უკვე ჰქონდა. მათ შორის შემოდგომაზე, სადაც დათუნა ალადაშვილთან და ლუი შვეცბეგელ ვანგთან ერთად დაუკრა. ვიდეო სოციალურ ქსელში დღემდე პოპულარულია.

Movement-თან პარიზში საკუთარ სახლში ჩაწერილ ინტერვიუში ამბობს, რომ მხოლოდ ზრდასრულ ასაკში მიხვდა, რომ მას სჭირდებოდა მუსიკა, და არა მუსიკას სჭირდებოდა ის, როგორც ბავშვობაში აჯერებდნენ.

მარიანა აჩბა, პიანისტი:

- ზრდასრულ ასაკში რომ დავიწყე დაკვრა, მივხვდი, რომ მე კი არ ვჭირდები მუსიკას, როგორც ბავშვობაში გაჯერებენ, პატარა რომ ხარ და უკრავ, ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული ამ ყველაფერში და აღფრთოვანებული არიან იმით, რომ პატარა ხარ და უკრავ, ამ დროს შეგრძნება გიჩნდება, რომ შენ სჭირდები მუსიკას.

როდესაც დიდ ასაკში დავიწყე დაკვრა, მივხვდი, რომ მე კი არ ვჭირდები მუსიკას, მე მჭირდება, რომ ვიგრძნო თავი ისე, როგორც ვგრძნობ. რაც უფრო დიდ სიყვარულს ჩადებ, უფრო დიდი სიყვარულით გიპასუხებს.

  • კახი ასათიანის შვილიშვილი, მაკა ასათიანის დის შვილი - წლების მანძილზე ასე იცნობდნენ გოგონას, რომელიც ყოველთვის მედიის ყურადღების ცენტრში იყო. მამა ასტამურ აჩბა აფხაზია, დედაზე, სალომე ასათიანზე ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს და არ უყვარს მედიის ყურადღება.

მარიანა:

- როდესაც დავიბადე, ერთი წელი ვცხოვრობდით პარიზში და შემდეგ საქართველოში გადავედით. სამი წლის ვიყავი, ისევ დავბრუნდით და რაღაც პერიოდი ისევ პარიზში ვცხოვრობდი. მამის მხრიდან აფხაზი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, იქ არასოდეს ვყოფილვარ. ჩემი მშობლები დადიოდნენ დასასვენებლად. ჩემი დიდი ბაბუა აფხაზეთში ცხოვრობდა. ოჯახში განსაკუთრებული სენტიმენტებით ჰყვებიან აფხაზეთზე.

მამასთან ერთად პარიზში

პარიზში კინოაკადემიაში სარეჟისოროზე ვსწავლობდი. ყოველდღე ვფიქრობდი, რატომ დავანებე მუსიკას თავი. ხუთი წლის ვიყავი, დაკვრა რომ დავიწყე და 11 წლის ასაკში დავემშვიდობე. დაბრუნების პირველი მცდელობა მაშინ მქონდა, როდესაც 18 წლის გავხდი, მაგრამ ფსიქოლოგიურად ვერ დავძლიე, გაუცხოებული ვიყავი, ნოტებიც არ მახსოვდა. ბევრი ვიტირე და ვთქვი, რომ დავაგვიანე.

პარიზში რომ ჩამოვედი, ძალიან უხდება ამ ქალაქს ფეხით სიარული. ამ სეირნობაში, დავიწყე მუსიკის მოსმენა, კლასიკურ მუსიკას ვუსმენდი და მტკივნეული შეგრძნება იყო, მხოლოდ სიამოვნებას კი არ ვიღებდი, ვფიქრობდი, რატომ დავთმე.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, საკუთარ თავს საჩუქარი გავუკეთე და ვთქვი, ვცდი. თავიდან არანაირი გეგმა არ მქონია, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სამეცადინო მაქვს. კინო სკოლა 23 წლის ასაკში დავამთავრე და 24 წლის ვიყავი, პარიზში ვცადე დაკვრა და ტრავმა მივიღე, შემდეგ პანდემია დაიწყო, თბილისში ჩამოვედი, კონსერვატორიაში ჩავაბარე და ახლა მესამე კურსზე ვარ.

ამბობს მარიანა, Movement-თან ინტერვიუში და პარიზის ქუჩებში სეირნობს.

პირველი კონცერტის ღელვა იმედი მაქვს, რომ აღარ განმეორდება. სამი თვით ადრე დავიწყე ნერვიულობა. ძალიან ვღელავდი, ეს არ იყო ერთი კონცერტის ღელვა, სიზმარივით მახსოვს, ყველაფერი რაც მეგონა შეუძლებელი იყო, ჩემი თავისთვის უნდა მეთქვა, რომ ან მართლა შეუძლებელია, ან შესაძლებელია.

სანამ სცენაზე გავედი, უფრო ვღელავდი, როდესაც ინსტრუმენტამდე მივედი, ძალა მომეცა. ბებია ბავშვობიდან ჩართული იყო ამ ყველაფერში, ძალიან კარგი ყური აქვს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, ვისი აზრიც მაინტერესებდა კონცერტის შემდეგ და ძალიან კმაყოფილი იყო და ამაყი.

ბებია ლუიზა თავართქილაძე

მარიანა ოჯახზე ყოველთვის ემოციით საუბრობს, ყველა ინტერვიუს დროს ეკითხებიან დეიდაზე და ცნობილ ოჯახის წევრებზე...

- დეიდაჩემი არის ძალიან დიდი ძალა, დიდი სიყვარულის მოცემა შეუძლია. სილამაზე და თვალებში რაც აქვს, ამ სიყვარულიდან გამომდინარე გადმოდის. მისი მეგობრობის გარეშე არ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. სულ ვსწავლობ დედაჩემისგან შინაგან სისუფთავეს და სიმარტოვეს, რომელიც მას აქვს და არც შემხვედრია ასეთი ადამიანი სხვა.

მარიანას მშობლები

ბებია და ბაბუა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ ჩემს ცხოვრებაში, ბაბუა იყო გადარჩენა მეცადინეობისგან და ვალდებულებებისგან, ბებია - აღზრდა და დისციპლინა.

ძალიან მიჭირს ამ ბოლო დროს ბევრი ნოტების კითხვის შემდეგ წიგნების წაკითხვა და ფილმების ყურება. მახსოვს, პანდემიის დროს არავინ იყო პარიზში, მანქანები არ დადიოდა, სულ ცარიელი იყო ქუჩები. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ პარიზს ვნახავდი. მუსიკაზეც ასე ვარ, სულ აღფრთოვანებული ვარ, სულ გაკვირვებული.

წაიკითხეთ ასევე: