ძიუდოში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს. ამის მიზეზი ანტიდოპინგური სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც 26 წლის სპორტსმენს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების აღმოჩენის გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა.
როგორც საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, სპორტსმენმა 2023 წლის 12 აპრილს, არასაშეჯიბრო ტესტირების დროს ჩააბარა ნიმუში, რომელიც გაიგზავნა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ (WADA) აკრედიტებულ ლაბორატორიაში, გერმანიის ქალაქ კიოლნში.
თავად მაისურაძემ "ლიდერსპორტთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი წლის წინ ადვოკატიც აიყვანა, თუმცა სამართლებრივი ბრძოლით ვერაფერს გახდა.
"ერთი წლის წინ აღებულ დოპინგ ტესტში ვითომ მიპოვეს რაღაც ოსტარინი, რომელიც იყო რაღაც დანამატებთან ერთად. ადვოკატი ავიყვანე, ვიბრძოლე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე..." - გააგრძელეთ კითხვა
კარგი ნუ ყვები ერთი ზღაპრებს თუ ძმა ხარ. მთელმა სპორტულმა სამყარომ იცის, რაც გააკეთეთ შენ და შენმა რამოდენიმე გუნდელმა. აქამდე ხელს გაფარებდნენ და ცდილობდნენ არ გავრცელებულიყო ინფო, მაგრამ მართლა შენს პატარა კაცობას ვერ მოერიე ტიპი.
გული არ დაგწყდეს ლუკა გენაცვალე გულში ყველაფერი წინაააა