ავტორი:

"მწვანე საცვლიანი პროვინციელი ჯამბაზის "მშვიდობის ფორმულა" ხელოვნურია" - მედვედევი უკრაინას მოუწოდებს, დამარცხება აღიაროს

"მწვანე საცვლიანი პროვინციელი ჯამბაზის "მშვიდობის ფორმულა" ხელოვნურია" - მედვედევი უკრაინას მოუწოდებს, დამარცხება აღიაროს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის ხელისუფლების მიერ ინიცირებული "მშვიდობის ფორმულის" ალტერნატიულ ვარიანტს, 7-პუნქტიან "რუსულ ფორმულას" აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, რეალური და ყველასთვის ჰუმანურია.

"ყველას კარგად ესმის, მათ შორის დასავლელ მატყუარებსაც, რომ ომის დროს ბევრად უფრო მარტივ სიტუაციებშიც კი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხარეთა ნებით გონივრული კომპრომისის საფუძველზე ან კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის კაპიტულაციით.

ყოფილი უკრაინის მხრიდან ე.წ. მოლაპარაკების ნება არ ჩანს. როგორც გუშინ ვ.ვ.პუტინმა განაცხადა, მათთვის რეალობა არის მწვანე საცვლიანი პროვინციული ჯამბაზის "მშვიდობის ფორმულა" და სხვა არაფერი. ის იმდენად ხელოვნურად გამოიყურება, რომ ერთადერთი გამოსავალი არის საკუთარი რუსული ფორმულის შედგენა, მშვიდი და საკმაოდ რეალური, ყველასთვის ჰუმანური“, - წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, უკრაინამ კონფლიქტის სამხედრო კომპონენტში დამარცხება უნდა აღიაროს და სრული და უპირობო კაპიტულაცია უნდა განახორციელოს, საერთაშორისო საზოგადოებამ „კიევის პოლიტიკური რეჟიმის ნაცისტური ხასიათი“ უნდა აღიაროს და გაერო-ს კონტროლის ქვეშ უკრაინის ყველა სამთავრობო ორგანოს „დენაციფიკაცია“ უნდა განხორციელდეს.

"დროებითმა პარლამენტმა რუსეთისთვის ყველა საჭირო კომპენსაციის გადახდის შესახებ კანონები უნდა მიიღოს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის დაღუპული მოქალაქეების ნათესავებისთვის კომპენსაციის გადახდისა და დაჭრილების ჯანმრთელობისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ“, - წერს მედვედევი.

ამასთან, მედვედევის „რუსული ფორმულის“ მიხედვით, „ყოფილი უკრაინის დროებითმა პარლამენტმა უნდა აღიაროს, რომ მისი მთელი ტერიტორია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა, მიიღოს აქტი „ყოფილი უკრაინის ტერიტორიის“ რუსეთთან გაერთიანების შესახებ და ამის შემდეგ დაიშალოს. მედვედევის თქმით, გაერო-მ რუსეთისა და „ყოფილი უკრაინის“ ტერიტორიის გაერთიანების აქტი უნდა აღიაროს.