საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მშობლები რომ გაშორდნენ, დედასთან ერთად აფრიკაში ვცხოვრობდით... მამამ ირანელი ქალი შეირთო ცოლად, მე ჯანრისთან გავიზარდე" - ქეთევან გორჯესტანი ოჯახსა და დედასთან ურთიერთობაზე
"ჩემი მშობლები რომ გაშორდნენ, დედასთან ერთად აფრიკაში ვცხოვრობდით... მამამ ირანელი ქალი შეირთო ცოლად, მე ჯანრისთან გავიზარდე" - ქეთევან გორჯესტანი ოჯახსა და დედასთან ურთიერთობაზე

ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტია და ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში მუ­შა­ობს. მისი ძმა, თე­მურ გორ­ჯეს­ტა­ნი ქე­თე­ვან­ზე 2 წლით უფ­რო­სია. მათი მამა წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლია - ნი­კო­ლოზ გორ­ჯეს­ტა­ნი. დღე­ვან­დე­ლი გორ­ჯეს­ტა­ნე­ბი გუ­გუშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ. თა­ვის დრო­ზე სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის დროს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლე­ბის მსგავ­სად, გუ­გუშ­ვი­ლე­ბიც დევ­ნი­ლე­ბად იქ­ცნენ. ირან­ში გა­და­სახ­ლე­ბუ­ლებ­მა გვა­რიც შე­იც­ვა­ლეს და გუ­გუშ­ვი­ლე­ბი გორ­ჯეს­ტა­ნე­ბი გახ­დნენ.

  • სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ნი­კო­ლოზ გორ­ჯეს­ტა­ნის გზე­ბი იტა­ლი­ა­ში გა­და­იკ­ვე­თა, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ კი გა­ი­ყარ­ნენ. "სარ­კეს­თან" სა­უ­ბარ­ში ქე­თე­ვა­ნი ამ­ბობს, რომ მშობ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა არა­სო­დეს მოჰ­კლე­ბია.

- ამე­რი­კა­ში, ვა­შინგტონ­ში და­ვი­ბა­დე, 4 წლამ­დე ამე­რი­კა­ში ვცხოვ­რობ­დი. იმ წლებ­ში დედა და მამა მუ­შა­ობ­დნენ და ჩვენ­თან ხში­რად დე­და­ჩე­მის დედა იყო. მე და ჩემი ძმა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მისი გაზ­რდი­ლე­ბი ვართ. რად­გან ამე­რი­კა­ში და­ვი­ბა­დე, ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ვარ. ვთვლი, რომ ვარ ამე­რი­კე­ლი, ფრან­გი და ქარ­თვე­ლი.

ჩემი მშობ­ლე­ბი რომ გა­შორ­დნენ, დე­დამ მე და ჩემი ძმა ავ­სტრი­ა­ში წაგ­ვიყ­ვა­ნა, რად­გან იქ მუ­შა­ობ­და. ვე­ნა­ში ერთი წელი ვი­ცხოვ­რეთ, მაგ­რამ არა­ფე­რი მახ­სოვს, ავ­სტრი­ის შემ­დეგ აფ­რი­კა­ში, ჩად­ში ვი­ცხოვ­რეთ. იქა­უ­რო­ბა კარ­გად მახ­სოვს. ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბა თით­ქმის ერ­თმა­ნეთს ჰგავს, მაგ­რამ აფ­რი­კა სულ სხვაა. აფ­რი­კა­ში და­ვი­წყეთ სწავ­ლა, სპორტზე სი­ა­რუ­ლი. დედა მე და ჩემს ძმას ყვე­ლა­ფერ­ზე გვა­ტა­რებ­და. მერე ჩად­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და­ი­წყო. ჩვე­ნი სახ­ლი მათი პრე­ზი­დენ­ტის სახ­ლთან იყო ახ­ლოს. ფრან­გი ჯა­რის­კა­ცე­ბი ჩვენს გაყ­ვა­ნას ცდი­ლობ­დნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს გო­ნე­ბა­ში ისე არ არის ჩარ­ჩე­ნი­ლი, რო­გორც ცუდი მო­მენ­ტი. ალ­ბათ, დე­დაც ისე იქ­ცე­ო­და, რომ არ გვე­ნერ­ვი­უ­ლა. აფ­რი­კა­ში ვის­წავ­ლე, რომ შე­იძ­ლე­ბა გყავ­დეს მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც თეთრკა­ნი­ა­ნი არ არის.

ჩად­ში 3 წელი ვი­ცხოვ­რეთ, იქ ყოფ­ნი­სას მა­მა­საც ხში­რად ვხე­დავ­დით, რად­გან მსოფ­ლიო ბან­კში მუ­შა­ობ­და და აფ­რი­კა­ში უწევ­და ჩა­მოს­ვლა. ჩვენ­თან მო­დი­ო­და და ცდი­ლობ­და ხში­რად დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. არ­და­დე­გე­ბის დროს ჩვენ ჩავ­დი­ო­დით ამე­რი­კა­ში. დედა და მამა ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ, რომ მათ­თან ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქო­ნო­და. დე­დას უნ­დო­და მა­მას­თან კონ­ტაქ­ტი არ გაგ­ვე­წყვი­ტა და ჩვენს აღ­ზრდა­ში ისიც ყო­ფი­ლი­ყო ჩარ­თუ­ლი.

- მა­მა­ზე გვი­ამ­ბეთ, გვა­რი გორ­ჯეს­ტა­ნი სა­და­უ­რია?

- მამა ქარ­თვე­ლია. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი გუ­გუშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ. თუ სწო­რედ მახ­სოვს, მა­მა­ჩე­მის მამა სპარ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ჟინ­რად მუ­შა­ობ­და. საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბი რომ შე­მო­სუ­ლან სა­ქარ­თვე­ლო­ში, სპარ­სეთ­ში დარ­ჩე­ნი­ლა. იქ უთ­ქვამთ, გვა­რი უნდა გა­და­ი­კე­თოო. გორ­ჯეს­ტა­ნი სპარ­სუ­ლად ქარ­თველს ნიშ­ნავს. მამა სპარ­სეთ­ში და­ი­ბა­და, დედა უკ­რა­ი­ნე­ლი ჰყავ­და.

ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი მშობ­ლებ­თან და ძმას­თან ერ­თად

- დედ-მა­მის გან­შო­რე­ბა ალ­ბათ, რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნი იყო თქვენ­თვის...

- რთუ­ლად არ გა­და­მი­ტა­ნია. როცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ალ­ბათ, უფრო ად­ვი­ლია მშობ­ლე­ბის გან­შო­რე­ბას­თან შე­გუ­ე­ბა. 4 წლის ვი­ყა­ვი და არც მახ­სოვს მა­მას­თან ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა. ის შორს იყო, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად სულ ჩვენ­თან. ერ­თა­დერ­თი, რა­საც გან­ვიც­დი­დი, ის იყო, როცა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რამე ხდე­ბო­და, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან ჩემს გვერ­დით რო­მე­ლი­ღაც არ იყო.

- დე­დას­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ? თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე უყ­ვე­ბით?

- მე­გობ­რე­ბი არ ვართ, მაგ­რამ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ყვე­ლა­ფერს ბო­ლომ­დე არ ვე­უბ­ნე­ბი, მაგ­რამ რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იცის. ზოგ­ჯერ მიბ­რაზ­დე­ბა, რა­ტომ არ მი­რე­კა­ვო. მგო­ნი მის­გან გად­მო­მე­დო, რომ ტე­ლე­ფო­ნი არ მიყ­ვარს. ხში­რად არ ვუ­რე­კავთ ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ როცა ჩემ­თან ჩა­მო­დის, უამ­რავ თე­მას ვარ­ჩევთ.

- მა­მათ­ქვენ­მა ახა­ლი ოჯა­ხი შექ­მნა?

- დიახ, ირა­ნე­ლი ცოლი ჰყავს. იმ ქალს სხვა კა­ცის­გან გოგო ჰყავს, რო­მე­ლიც თე­მუ­რის ტო­ლია. მა­მას ცოლ­თან შვი­ლი არ ჰყავს. ეს გოგო, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვე­ნი დაა. ასე­ვეა ჯან­რის ქა­ლიშ­ვი­ლიც, ნა­ნაც ჩემი დაა. ნანა ჩემ­ზე ბევ­რად დი­დია და მთლად დე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვაქვს.

- ჯან­რის­თან (კა­შია) რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­და?

- ჯან­რის­თან გა­ვი­ზარ­დე. მა­მა­ჩე­მის ად­გი­ლი არა­სო­დეს და­უ­კა­ვე­ბია, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რად მას­თან ვი­ყა­ვი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში არ მეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე ჩემს გვერ­დით იყო.წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნია
1

მესიმპათიურებიან!არ არიან დაკომპლექსებული ნიღაბს ამოფარებული ხალხი!კარგი საქმეების კეთებას ვუსურვებ!

ფერიდე
9

დედა ჯობია ყველას ხომ ქართელია ნამდვილააად?.....უიმეეეეეეეეე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

"ჩემი მშობლები რომ გაშორდნენ, დედასთან ერთად აფრიკაში ვცხოვრობდით... მამამ ირანელი ქალი შეირთო ცოლად, მე ჯანრისთან გავიზარდე" - ქეთევან გორჯესტანი ოჯახსა და დედასთან ურთიერთობაზე

"ჩემი მშობლები რომ გაშორდნენ, დედასთან ერთად აფრიკაში ვცხოვრობდით... მამამ ირანელი ქალი შეირთო ცოლად, მე ჯანრისთან გავიზარდე" - ქეთევან გორჯესტანი ოჯახსა და დედასთან ურთიერთობაზე

ქეთევან გორჯესტანი ჟურნალისტია და ამჟამად ამერიკაში მუშაობს. მისი ძმა, თემურ გორჯესტანი ქეთევანზე 2 წლით უფროსია. მათი მამა წარმოშობით ქართველია - ნიკოლოზ გორჯესტანი. დღევანდელი გორჯესტანები გუგუშვილები იყვნენ. თავის დროზე საქართველოს გასაბჭოების დროს ზურაბიშვილების მსგავსად, გუგუშვილებიც დევნილებად იქცნენ. ირანში გადასახლებულებმა გვარიც შეიცვალეს და გუგუშვილები გორჯესტანები გახდნენ.

  • სალომე ზურაბიშვილისა და ნიკოლოზ გორჯესტანის გზები იტალიაში გადაიკვეთა, რამდენიმე წლის შემდეგ კი გაიყარნენ. "სარკესთან" საუბარში ქეთევანი ამბობს, რომ მშობლების ყურადღება არასოდეს მოჰკლებია.

- ამერიკაში, ვაშინგტონში დავიბადე, 4 წლამდე ამერიკაში ვცხოვრობდი. იმ წლებში დედა და მამა მუშაობდნენ და ჩვენთან ხშირად დედაჩემის დედა იყო. მე და ჩემი ძმა, ფაქტობრივად, მისი გაზრდილები ვართ. რადგან ამერიკაში დავიბადე, ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ. ვთვლი, რომ ვარ ამერიკელი, ფრანგი და ქართველი.

ჩემი მშობლები რომ გაშორდნენ, დედამ მე და ჩემი ძმა ავსტრიაში წაგვიყვანა, რადგან იქ მუშაობდა. ვენაში ერთი წელი ვიცხოვრეთ, მაგრამ არაფერი მახსოვს, ავსტრიის შემდეგ აფრიკაში, ჩადში ვიცხოვრეთ. იქაურობა კარგად მახსოვს. ევროპასა და ამერიკაში ცხოვრება თითქმის ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ აფრიკა სულ სხვაა. აფრიკაში დავიწყეთ სწავლა, სპორტზე სიარული. დედა მე და ჩემს ძმას ყველაფერზე გვატარებდა. მერე ჩადში სამოქალაქო ომი დაიწყო. ჩვენი სახლი მათი პრეზიდენტის სახლთან იყო ახლოს. ფრანგი ჯარისკაცები ჩვენს გაყვანას ცდილობდნენ. ეს ყველაფერი ჩემს გონებაში ისე არ არის ჩარჩენილი, როგორც ცუდი მომენტი. ალბათ, დედაც ისე იქცეოდა, რომ არ გვენერვიულა. აფრიკაში ვისწავლე, რომ შეიძლება გყავდეს მეგობარი, რომელიც თეთრკანიანი არ არის.

ჩადში 3 წელი ვიცხოვრეთ, იქ ყოფნისას მამასაც ხშირად ვხედავდით, რადგან მსოფლიო ბანკში მუშაობდა და აფრიკაში უწევდა ჩამოსვლა. ჩვენთან მოდიოდა და ცდილობდა ხშირად დარჩენილიყო. არდადეგების დროს ჩვენ ჩავდიოდით ამერიკაში. დედა და მამა ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მათთან ხშირი ურთიერთობა გვქონოდა. დედას უნდოდა მამასთან კონტაქტი არ გაგვეწყვიტა და ჩვენს აღზრდაში ისიც ყოფილიყო ჩართული.

- მამაზე გვიამბეთ, გვარი გორჯესტანი სადაურია?

- მამა ქართველია. ჩვენი წინაპრები გუგუშვილები იყვნენ. თუ სწორედ მახსოვს, მამაჩემის მამა სპარსეთსა და საქართველოში ინჟინრად მუშაობდა. საბჭოთა ჯარები რომ შემოსულან საქართველოში, სპარსეთში დარჩენილა. იქ უთქვამთ, გვარი უნდა გადაიკეთოო. გორჯესტანი სპარსულად ქართველს ნიშნავს. მამა სპარსეთში დაიბადა, დედა უკრაინელი ჰყავდა.

ქეთევან გორჯესტანი მშობლებთან და ძმასთან ერთად

- დედ-მამის განშორება ალბათ, რთული გადასატანი იყო თქვენთვის...

- რთულად არ გადამიტანია. როცა პატარა ვიყავი, ალბათ, უფრო ადვილია მშობლების განშორებასთან შეგუება. 4 წლის ვიყავი და არც მახსოვს მამასთან ყოველდღიური ცხოვრება. ის შორს იყო, მაგრამ ამავდროულად სულ ჩვენთან. ერთადერთი, რასაც განვიცდიდი, ის იყო, როცა ჩემს ცხოვრებაში რამე ხდებოდა, საყვარელი ადამიანებიდან ჩემს გვერდით რომელიღაც არ იყო.

- დედასთან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ? თქვენს პირად ცხოვრებაზე უყვებით?

- მეგობრები არ ვართ, მაგრამ ახლო ურთიერთობა გვაქვს. ყველაფერს ბოლომდე არ ვეუბნები, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, იცის. ზოგჯერ მიბრაზდება, რატომ არ მირეკავო. მგონი მისგან გადმომედო, რომ ტელეფონი არ მიყვარს. ხშირად არ ვურეკავთ ერთმანეთს, მაგრამ როცა ჩემთან ჩამოდის, უამრავ თემას ვარჩევთ.

- მამათქვენმა ახალი ოჯახი შექმნა?

- დიახ, ირანელი ცოლი ჰყავს. იმ ქალს სხვა კაცისგან გოგო ჰყავს, რომელიც თემურის ტოლია. მამას ცოლთან შვილი არ ჰყავს. ეს გოგო, ფაქტობრივად, ჩვენი დაა. ასევეა ჯანრის ქალიშვილიც, ნანაც ჩემი დაა. ნანა ჩემზე ბევრად დიდია და მთლად დების ურთიერთობა არ გვაქვს.

- ჯანრისთან (კაშია) როგორი ურთიერთობა გქონდა?

- ჯანრისთან გავიზარდე. მამაჩემის ადგილი არასოდეს დაუკავებია, მაგრამ ყოველდღიურად მასთან ვიყავი. გადაწყვეტილების მიღებაში არ მეხმარებოდა, მაგრამ ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემს გვერდით იყო.წყარო