პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიძლება თუ არა რეტინოლისა და C ვიტამინის ერთდროულად გამოყენება? -კანის მოვლის წესები
შეიძლება თუ არა რეტინოლისა და C ვიტამინის ერთდროულად გამოყენება? -კანის მოვლის წესები

რე­ტი­ნო­ლი უნი­ვერ­სა­ლუ­რი აქ­ტი­უ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტია, რო­მე­ლიც ეფექ­ტუ­რად უშ­ლის ხელს ნა­ო­ჭე­ბის წარ­მოქ­მნას, გა­მო­ნა­ყარ­სა და კო­მე­დო­ნებს, ასე­ვე, სწრა­ფი ექსფო­ლი­ა­ცი­ი­სა და ახა­ლი უჯრე­დე­ბის წარ­მოქ­მნის ხარ­ჯზე აახ­ლებს და აა­ხალ­გაზ­რდა­ვებს კანს.

C ვი­ტა­მი­ნის უმ­თავ­რე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა კი კა­ნის ფე­რის გა­თა­ნაბ­რე­ბაა, ამას­თან, მას რე­ტი­ნო­ლის მსგავ­სად ნა­ოჭ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბაც აქვს, თუმ­ცა მისი უმ­თავ­რე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა მა­ინც კა­ნის ამო­ნა­თე­ბაა.

თი­თო­ე­უ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტის სწო­რად შედ­გე­ნი­ლი ფორ­მუ­ლა კა­ნის კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვა­სა და პრე­ვენ­ცი­ა­შიც გვეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა მთა­ვა­რია, ისი­ნი სწო­რად ჩავ­სვათ თა­ვის მოვ­ლის რუ­ტი­ნა­ში, რომ უკუ­რე­აქ­ცია არ მი­ვი­ღოთ.

რე­ტი­ნო­ლი - ბევ­რი პრობ­ლე­მის ერთი გა­და­წყვე­ტა

რე­ტი­ნო­ლი რე­ტი­ნო­ი­დე­ბის ერთ-ერთი ჯგუ­ფია, რო­მე­ლიც A ვი­ტა­მი­ნის­გან მი­ი­ღე­ბა. აშშ-ის საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ინ­გრე­დი­ენ­ტი აკ­ნეს სამ­კურ­ნა­ლოდ ჯერ კი­დევ 1971 წელს და­ამ­ტკი­ცა, თუმ­ცა თა­ვის მოვ­ლის ინ­დუსტრი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მან და­ახ­ლო­ე­ბით ბოლო ათწლე­უ­ლია მო­ი­პო­ვა.

ამის მი­ზე­ზი კი ინ­დუსტრი­ა­ში მეტი გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­ტა­ნა და მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ზრდაა. პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნი­სას უკვე დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ მის შე­მად­გენ­ლო­ბას, ვეც­ნო­ბით კონ­კრე­ტულ ინ­გრე­დი­ენ­ტებს და არ­ჩე­ვანს მხო­ლოდ იმის გამო აღარ ვა­კე­თებთ, რომ შე­ფუთ­ვა­ზე „და­ბე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო“ თუ „აკ­ნეს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო“ წე­რია.

მარ­ტი­დერ­მის რე­ტი­ნო­ლი

რე­ტი­ნო­ლი ეპი­დერ­მი­სი­დან (კა­ნის გა­რე­თა ფენა) აღ­წევს დერ­მის­ში (შუა ფენა) და ებ­რძვის თა­ვი­სუ­ფა­ლი რა­დი­კა­ლე­ბის წარ­მოქ­მნას. ეს უკა­ნას­კნე­ლი კი კანს ელას­ტი­ნი­სა და კო­ლა­გე­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, რა­საც გა­მა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბე­ლი ეფექ­ტი აქვს. შე­დე­გად, შემ­ცი­რე­ბუ­ლია წვრი­ლი ხა­ზე­ბის, ლა­ქე­ბი­სა და ნა­წი­ბუ­რე­ბის ხილ­ვა­დო­ბა და კო­მე­დო­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვიწ­როვ­დე­ბა ფო­რე­ბი და მკვეთ­რად მცირ­დე­ბა გა­მო­ნა­ყა­რის წარ­მოქ­მნის შან­სი.

SVR-ს A ვი­ტა­მი­ნის შრა­ტი

იმი­სათ­ვის, რომ რე­ტი­ნო­ლის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი მი­ვი­ღოთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ეტა­პობ­რი­ვად შე­ვი­ტა­ნოთ ჩვენს თა­ვის მოვ­ლის რუ­ტი­ნა­ში და ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ნი­მუმ SPF30-ით.

მარ­ტი­დერ­მის რე­ტი­ნო­ლის შრა­ტი

რე­ტი­ნოლს თავ­და­პირ­ვე­ლად ახა­სი­ა­თებს ე.წ კა­ნის წმენ­დის ფაზა, რაც შე­იძ­ლე­ბა, 4-6 კვი­რაც გაგ­რძელ­დეს. მის­გან სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს სა­შუ­ა­ლოდ 4-6 თვე­ში მი­ი­ღებთ.

C ვი­ტა­მი­ნი - კა­ნის ბრწყინ­ვა­ლე­ბის რე­ცეპ­ტი ბუ­ნე­ბის­გან

თუ C ვი­ტა­მი­ნი კანს გვიშ­რობს, ნა­ო­ჭე­ბი და ლა­ქე­ბი უფრო ხილ­ვა­დი გახ­და და უკვე გა­მო­ნა­ყა­რიც გვა­წუ­ხებს, მა­შინ შე­საძ­ლოა, ის არას­წო­რად გვაქვს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი თა­ვის მოვ­ლის რუ­ტი­ნა­ში. სწო­რედ ამი­ტომ გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორ მუ­შა­ობს ინ­გრე­დი­ენ­ტი და ვის­თვის არის ის გან­კუთ­ვნი­ლი:

ინ­გრე­დი­ენ­ტი ხა­სი­ათ­დე­ბა ან­ტი­ოქ­სი­დან­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბით, აფერ­მკრთა­ლებს მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით წარ­მოქ­მნილ ლა­ქებს, ათა­ნაბ­რებს კა­ნის ფერს და ხელს უწყობს კო­ლა­გე­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას.

Teaology-ს C ვი­ტა­მი­ნის შრა­ტი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად რე­ტი­ნოლს უფრო მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცია აქვს, C ვი­ტა­მი­ნიც კა­ნის მოვ­ლის ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბი­სა და დერ­მა­ტო­ლო­გე­ბის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტია. მას კოს­მე­ტი­კა­ში ორი ფორ­მით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა: ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვა და სუფ­თა C ვი­ტა­მი­ნი (ან ას­კორ­ბი­ნის გლუ­კო­ზი­დი).

Martiderm-ის C ვი­ტა­მი­ნის სა­ცხი

რო­გორც სხვა ძლი­ერ­მოქ­მე­დი აქ­ტი­უ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტის, ისე C ვი­ტა­მი­ნის თა­ვის მოვ­ლის რუ­ტი­ნა­ში ჩარ­თვაც ეტა­პობ­რი­ვად არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

Esthederm-ის C ვი­ტა­მი­ნის სა­ხის კრე­მი

შე­იძ­ლე­ბა თუ არა რე­ტი­ნო­ლი­სა და C ვი­ტა­მი­ნის ერ­თდრო­უ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა?

ნე­ბის­მი­ე­რი სას­წა­ულ­მოქ­მე­დი პრო­დუქ­ტის­გან შე­იძ­ლე­ბა უკუ­რე­აქ­ცია მი­ვი­ღოთ, თუ ზედ­მე­ტად ხში­რად მო­ვიხ­მართ მას, ამი­ტო­მაც ზო­მი­ე­რე­ბის დაც­ვა და სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის მოს­მე­ნა სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია.

რო­გორც რე­ტი­ნო­ლი, ისე C ვი­ტა­მი­ნი სა­ჭი­რო­ებს შეჩ­ვე­ვა­სა და სის­ტე­მუ­რო­ბის დაც­ვას. ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის ხში­რად და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­ყე­ნე­ბის­გან შე­იძ­ლე­ბა, კანი გა­და­ი­ღა­ლოს, ვერ მო­ას­წროს აღ­დგე­ნა, გა­მოშ­რეს და შე­დე­გად გა­მო­ნა­ყა­რი, გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ფო­რე­ბი და ლა­ქე­ბი მი­ვი­ღოთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე შე­საძ­ლოა აღ­მოჩ­ნდნენ გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი, ვინც ლა­ქებ­სა და აკ­ნეს ებ­რძვი­ან.

ზო­გი­ერთ ფორ­მუ­ლა­ში ეს ორი ინ­გრე­დი­ენ­ტი ერ­თდრო­უ­ლა­დაც გვხვდე­ბა, თუმ­ცა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, მისი ეფექ­ტი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ნელ-ნელა შე­ვაჩ­ვი­ოთ კანი მათ.

დერ­მა­ტო­ლოგ­თა უმე­ტე­სო­ბა გვირ­ჩევს, აქ­ტი­უ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი თა­ვის მოვ­ლის რუ­ტი­ნა­ში ცალ-ცალ­კე ჩავ­რთოთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით ვი­ყე­ნებთ. ამას­თან, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ორი­ვე მათ­გა­ნი სა­ხის და­ბა­ნის შემ­დეგ, გამ­შრალ კან­ზე და­ვი­ტა­ნოთ, და­ვე­ლო­დოთ ბო­ლომ­დე შე­წო­ვას და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­და­ვი­დეთ რუ­ტი­ნის შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე.

თუ რე­ტი­ნო­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა უფრო მე­ტად ღა­მით არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი (თუმ­ცა­ღა მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხან­და­ხან მას დი­ლის რუ­ტი­ნა­შიც ვრთავთ ხოლ­მე), C ვი­ტა­მი­ნი მაქ­სი­მა­ლურ შე­დეგს დღის რუ­ტი­ნა­ში მოგ­ვცემს.

თუ ორი­ვეს ერ­თდრო­უ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბას გა­დავ­წყვეტთ, შემ­დე­გი წე­სე­ბი უნდა და­ვიც­ვათ:

  • რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, ორი­ვე პრო­დუქ­ტი ყო­ველ­დღი­უ­რად არ გვქონ­დეს კა­ნის მოვ­ლის რუ­ტი­ნა­ში;
  • C ვი­ტა­მი­ნი გა­მო­ვი­ყე­ნოთ მხო­ლოდ დი­ლით, ხოლო რე­ტი­ნო­ლი - ღა­მით;
  • გა­მო­ვი­ყე­ნოთ მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი;
  • რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, ორი­ვე მათ­გა­ნი და­ბა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით იყოს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ამინ­დი მკვეთ­რად შე­იც­ვლე­ბა და კა­ნის მოვ­ლის რუ­ტი­ნის გა­ნახ­ლე­ბაც მოგ­ვი­წევს. თბილ ამინ­დში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პრო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის, რათა კანი არ გა­და­იტ­ვირ­თოს და გა­მო­ნა­ყარ­მა არ იჩი­ნოს თავი.

R

???
3

რე­ტი­ნოლს თავ­და­პირ­ვე­ლად ახა­სი­ა­თებს ე.წ კა­ნის წმენ­დის ფაზა, რაც შე­იძ­ლე­ბა, 4-6 კვი­რაც გაგ­რძელ­დეს. მის­გან სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს სა­შუ­ა­ლოდ 4-6 თვე­ში მი­ი­ღებთ... ანუ, თუ ვერ მიიღებთ, 6 თვე მაინც გაასაღებთ, რა პრობლემაა :) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?
ავტორი:

შეიძლება თუ არა რეტინოლისა და C ვიტამინის ერთდროულად გამოყენება? -კანის მოვლის წესები

შეიძლება თუ არა რეტინოლისა და C ვიტამინის ერთდროულად გამოყენება? -კანის მოვლის წესები

რეტინოლი უნივერსალური აქტიური ინგრედიენტია, რომელიც ეფექტურად უშლის ხელს ნაოჭების წარმოქმნას, გამონაყარსა და კომედონებს, ასევე, სწრაფი ექსფოლიაციისა და ახალი უჯრედების წარმოქმნის ხარჯზე აახლებს და აახალგაზრდავებს კანს.

C ვიტამინის უმთავრესი დანიშნულება კი კანის ფერის გათანაბრებაა, ამასთან, მას რეტინოლის მსგავსად ნაოჭსაწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს, თუმცა მისი უმთავრესი დანიშნულება მაინც კანის ამონათებაა.

თითოეული ინგრედიენტის სწორად შედგენილი ფორმულა კანის კონკრეტული პრობლემის დაძლევასა და პრევენციაშიც გვეხმარება, თუმცა მთავარია, ისინი სწორად ჩავსვათ თავის მოვლის რუტინაში, რომ უკურეაქცია არ მივიღოთ.

რეტინოლი - ბევრი პრობლემის ერთი გადაწყვეტა

რეტინოლი რეტინოიდების ერთ-ერთი ჯგუფია, რომელიც A ვიტამინისგან მიიღება. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ინგრედიენტი აკნეს სამკურნალოდ ჯერ კიდევ 1971 წელს დაამტკიცა, თუმცა თავის მოვლის ინდუსტრიაში განსაკუთრებული პოპულარობა მან დაახლოებით ბოლო ათწლეულია მოიპოვა.

ამის მიზეზი კი ინდუსტრიაში მეტი გამჭვირვალობის შეტანა და მომხმარებლის ინფორმირებულობის ზრდაა. პროდუქტის შეძენისას უკვე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მის შემადგენლობას, ვეცნობით კონკრეტულ ინგრედიენტებს და არჩევანს მხოლოდ იმის გამო აღარ ვაკეთებთ, რომ შეფუთვაზე „დაბერების საწინააღმდეგო“ თუ „აკნეს საწინააღმდეგო“ წერია.

მარტიდერმის რეტინოლი

რეტინოლი ეპიდერმისიდან (კანის გარეთა ფენა) აღწევს დერმისში (შუა ფენა) და ებრძვის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. ეს უკანასკნელი კი კანს ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავებაში ეხმარება, რასაც გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. შედეგად, შემცირებულია წვრილი ხაზების, ლაქებისა და ნაწიბურების ხილვადობა და კომედონების რაოდენობა, ვიწროვდება ფორები და მკვეთრად მცირდება გამონაყარის წარმოქმნის შანსი.

SVR-ს A ვიტამინის შრატი

იმისათვის, რომ რეტინოლისგან მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, აუცილებელია, ეტაპობრივად შევიტანოთ ჩვენს თავის მოვლის რუტინაში და ყოველდღიურად გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალება მინიმუმ SPF30-ით.

მარტიდერმის რეტინოლის შრატი

რეტინოლს თავდაპირველად ახასიათებს ე.წ კანის წმენდის ფაზა, რაც შეიძლება, 4-6 კვირაც გაგრძელდეს. მისგან საუკეთესო შედეგს საშუალოდ 4-6 თვეში მიიღებთ.

C ვიტამინი - კანის ბრწყინვალების რეცეპტი ბუნებისგან

თუ C ვიტამინი კანს გვიშრობს, ნაოჭები და ლაქები უფრო ხილვადი გახდა და უკვე გამონაყარიც გვაწუხებს, მაშინ შესაძლოა, ის არასწორად გვაქვს ინტეგრირებული თავის მოვლის რუტინაში. სწორედ ამიტომ განვიხილოთ, როგორ მუშაობს ინგრედიენტი და ვისთვის არის ის განკუთვნილი:

ინგრედიენტი ხასიათდება ანტიოქსიდანტური მოქმედებით, აფერმკრთალებს მზის სხივების ზემოქმედებით წარმოქმნილ ლაქებს, ათანაბრებს კანის ფერს და ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას.

Teaology-ს C ვიტამინის შრატი

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პრობლემებთან საბრძოლველად რეტინოლს უფრო მაღალი რეპუტაცია აქვს, C ვიტამინიც კანის მოვლის ენთუზიასტებისა და დერმატოლოგების ერთ-ერთი საყვარელი ინგრედიენტია. მას კოსმეტიკაში ორი ფორმით გამოიყენება: ასკორბინის მჟავა და სუფთა C ვიტამინი (ან ასკორბინის გლუკოზიდი).

Martiderm-ის C ვიტამინის საცხი

როგორც სხვა ძლიერმოქმედი აქტიური ინგრედიენტის, ისე C ვიტამინის თავის მოვლის რუტინაში ჩართვაც ეტაპობრივად არის რეკომენდებული.

Esthederm-ის C ვიტამინის სახის კრემი

შეიძლება თუ არა რეტინოლისა და C ვიტამინის ერთდროულად გამოყენება?

ნებისმიერი სასწაულმოქმედი პროდუქტისგან შეიძლება უკურეაქცია მივიღოთ, თუ ზედმეტად ხშირად მოვიხმართ მას, ამიტომაც ზომიერების დაცვა და საკუთარი სხეულის მოსმენა საუკეთესო გამოსავალია.

როგორც რეტინოლი, ისე C ვიტამინი საჭიროებს შეჩვევასა და სისტემურობის დაცვას. ინგრედიენტების ხშირად და დიდი რაოდენობით გამოყენებისგან შეიძლება, კანი გადაიღალოს, ვერ მოასწროს აღდგენა, გამოშრეს და შედეგად გამონაყარი, გაფართოებული ფორები და ლაქები მივიღოთ. აღნიშნული პრობლემის წინაშე შესაძლოა აღმოჩნდნენ განსაკუთრებით ისინი, ვინც ლაქებსა და აკნეს ებრძვიან.

ზოგიერთ ფორმულაში ეს ორი ინგრედიენტი ერთდროულადაც გვხვდება, თუმცა დაბალანსებული რაოდენობით. ამ შემთხვევაშიც, მისი ეფექტი ინდივიდუალურია და მნიშვნელოვანია, ნელ-ნელა შევაჩვიოთ კანი მათ.

დერმატოლოგთა უმეტესობა გვირჩევს, აქტიური ინგრედიენტები თავის მოვლის რუტინაში ცალ-ცალკე ჩავრთოთ, განსაკუთრებით, თუ მაღალი კონცენტრაციით ვიყენებთ. ამასთან, აუცილებელია, ორივე მათგანი სახის დაბანის შემდეგ, გამშრალ კანზე დავიტანოთ, დაველოდოთ ბოლომდე შეწოვას და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეთ რუტინის შემდეგ საფეხურზე.

თუ რეტინოლის გამოყენება უფრო მეტად ღამით არის რეკომენდებული (თუმცაღა მზისგან დამცავი საშუალების მოხმარების შემთხვევაში, ხანდახან მას დილის რუტინაშიც ვრთავთ ხოლმე), C ვიტამინი მაქსიმალურ შედეგს დღის რუტინაში მოგვცემს.

თუ ორივეს ერთდროულად გამოყენებას გადავწყვეტთ, შემდეგი წესები უნდა დავიცვათ:

  • რეკომენდებულია, ორივე პროდუქტი ყოველდღიურად არ გვქონდეს კანის მოვლის რუტინაში;
  • C ვიტამინი გამოვიყენოთ მხოლოდ დილით, ხოლო რეტინოლი - ღამით;
  • გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები;
  • რეკომენდებულია, ორივე მათგანი დაბალი კონცენტრაციით იყოს.

აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე კვირაში ამინდი მკვეთრად შეიცვლება და კანის მოვლის რუტინის განახლებაც მოგვიწევს. თბილ ამინდში დიდი რაოდენობით პროდუქტების გამოყენება რეკომენდებული არ არის, რათა კანი არ გადაიტვირთოს და გამონაყარმა არ იჩინოს თავი.

R