მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შუაღამისას საშინელი აფეთქების ხმამ წამოგვყარა მთელი ოჯახი - ახალგაღვიძებულზე მეგონა, რომ ომი დაიწყო" - სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებელი უმძიმეს ღამეს იხსენებს
"შუაღამისას საშინელი აფეთქების ხმამ წამოგვყარა მთელი ოჯახი - ახალგაღვიძებულზე მეგონა, რომ ომი დაიწყო" - სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებელი უმძიმეს ღამეს იხსენებს

ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და წუ­ხელ დი­დუ­ბის რა­ი­ონ­ში, სამ­ტრე­დი­ის ქუჩა #2-ში. მომ­ხდა­რის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ახ­ლომ­დე­ბა­რე კორ­პუ­სებ­ში ფან­ჯრე­ბის მი­ნე­ბი, ასე­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი. აფეთ­ქე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვამ გა­მო­იწ­ვია და მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დი­დუ­ბის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის, გივი ჩხარ­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი­დან, სა­დაც წუ­ხელ აფეთ­ქე­ბა მოხ­და, სხვა­დას­ხვა სას­ტუმ­რო­ში 53 ადა­მი­ა­ნია გაყ­ვა­ნი­ლი.

  • დე­პუ­ტა­ტი ამ­ბობს, რომ ფარ­თი, სა­დაც აფეთ­ქე­ბა ამოხ­და კო­მერ­ცი­უ­ლი იყო, თუმ­ცა არ ადას­ტუ­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ად­გილ­ზე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მუ­შა­ო­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი. მო­სახ­ლე­ო­ბა, ვი­საც თავ­შე­სა­ფა­რი არ ჰქონ­და, გა­დაყ­ვა­ნი­ლია სხვა­დას­ხვა სას­ტუმ­რო­ში. და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რის­ხი მძი­მეა. და­ზი­ა­ნე­ბა არის რამ­დე­ნი­მე კორ­პუს­ში, ჩამ­სხვრე­უ­ლია მი­ნე­ბი და აღ­ნიშ­ნულ მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც არ დავ­ტო­ვებთ უყუ­რა­დღე­ბო­და. პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 53 ადა­მი­ა­ნია გაყ­ვა­ნი­ლი სხვა­დას­ხვა სას­ტუმ­რო­ში. კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თია და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბიც“,- გა­ნა­ცხა­და გივი ჩხარ­ტიშ­ვილ­მა.

მთარ­გმნე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო ბე­კიშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე მხატ­ვა­რი და­ვით ხი­და­შე­ლი სწო­რედ ამ კორ­პურ­სშ ცხოვ­რო­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ ღა­მით ძლი­ერ­მა აფეთ­ქე­ბის ხმამ გა­აღ­ვი­ძა.

რას წერს ნინო ბე­კიშ­ვი­ლი?

"მე­გობ­რე­ბო, დი­ლი­დან არ წყდე­ბა ზა­რე­ბი და მე­სი­ჯე­ბი ჩემ­თან და და­თოს­თან და ძა­ლი­ან გუ­ლა­ჩუ­ყე­ბუ­ლი ვარ ასე­თი ყუ­რა­დღე­ბით. შუ­ა­ღა­მი­სას, 3 სა­ათ­ზე სა­ში­ნე­ლი აფეთ­ქე­ბის ხმამ წა­მოგ­ვყა­რა მთე­ლი ოჯა­ხი - ახალ­გაღ­ვი­ძე­ბულ­ზე ეგ­რე­ვე მე­გო­ნა, რომ ომი და­ი­წყო, ამო­წყდეს პუ­ტი­ნი! მერე და­ვი­ნა­ხეთ, რომ სახ­ლი აფეთ­ქდა - გვერ­დით სა­დარ­ბა­ზოს პირ­ვე­ლი ორი სარ­თუ­ლი სრუ­ლი­ად გა­მონ­გრე­უ­ლია.

ჩვენ­თან, მე­ცხრე სარ­თულ­ზე მხო­ლოდ შუ­შე­ბია ჩამ­სხვრე­უ­ლი. სას­წა­უ­ლია, რომ ასეთ სა­ში­ნელ აფეთ­ქე­ბას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია, ამა­ზე ფიქ­რი რა­ღაც­ნა­ი­რად მიმ­სუ­ბუ­ქებს სტრესს და შიშს. კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თია პირ­ველ სარ­თულ­ზე, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რე­მონ­ტი. რა მოხ­და, რამ გა­მო­იწ­ვია ასე­თი ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა, ჯერ არ ვი­ცით. და­ნამ­დვი­ლე­ბით არც ის, რა მო­ე­ლის ჩვენს კორ­პუსს. ვართ ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლე­ბი თე­ო­ნას­თან და ცივ ნი­ავს არ გვა­კა­რებს. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Status quo
0

სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებელი თქვე მართლა მათხოვრებო თუ მცხოვრები? უწიგნურების ზეიმია საქართველოსა და ამბები.ჯიზე.

Ჰოო
4

Სამტრედიის ქუჩაზე კიარა, სამტრედიაში იცხოვრეთ და არაფერი მოგივათ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"შუაღამისას საშინელი აფეთქების ხმამ წამოგვყარა მთელი ოჯახი - ახალგაღვიძებულზე მეგონა, რომ ომი დაიწყო" - სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებელი უმძიმეს ღამეს იხსენებს

"შუაღამისას საშინელი აფეთქების ხმამ წამოგვყარა მთელი ოჯახი - ახალგაღვიძებულზე მეგონა, რომ ომი დაიწყო" - სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებელი უმძიმეს ღამეს იხსენებს

ძლიერი აფეთქება მოხდა წუხელ დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში. მომხდარის შედეგად დაზიანებულია ახლომდებარე კორპუსებში ფანჯრების მინები, ასევე ავტომობილები. აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გივი ჩხარტიშვილის განცხადებით, საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც წუხელ აფეთქება მოხდა, სხვადასხვა სასტუმროში 53 ადამიანია გაყვანილი.

  • დეპუტატი ამბობს, რომ ფართი, სადაც აფეთქება ამოხდა კომერციული იყო, თუმცა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

"აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მუშაობენ ექსპერტები. მოსახლეობა, ვისაც თავშესაფარი არ ჰქონდა, გადაყვანილია სხვადასხვა სასტუმროში. დაზიანების ხარისხი მძიმეა. დაზიანება არის რამდენიმე კორპუსში, ჩამსხვრეულია მინები და აღნიშნულ მოქალაქეებსაც არ დავტოვებთ უყურადღებოდა. პროცესი მიმდინარეობს, ჩემი ინფორმაციით, 53 ადამიანია გაყვანილი სხვადასხვა სასტუმროში. კომერციული ფართია და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც“,- განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

მთარგმნელი, ჟურნალისტი ნინო ბეკიშვილი და მისი მეუღლე მხატვარი დავით ხიდაშელი სწორედ ამ კორპურსშ ცხოვრობენ. ამბობენ, რომ ღამით ძლიერმა აფეთქების ხმამ გააღვიძა.

რას წერს ნინო ბეკიშვილი?

"მეგობრებო, დილიდან არ წყდება ზარები და მესიჯები ჩემთან და დათოსთან და ძალიან გულაჩუყებული ვარ ასეთი ყურადღებით. შუაღამისას, 3 საათზე საშინელი აფეთქების ხმამ წამოგვყარა მთელი ოჯახი - ახალგაღვიძებულზე ეგრევე მეგონა, რომ ომი დაიწყო, ამოწყდეს პუტინი! მერე დავინახეთ, რომ სახლი აფეთქდა - გვერდით სადარბაზოს პირველი ორი სართული სრულიად გამონგრეულია.

ჩვენთან, მეცხრე სართულზე მხოლოდ შუშებია ჩამსხვრეული. სასწაულია, რომ ასეთ საშინელ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ამაზე ფიქრი რაღაცნაირად მიმსუბუქებს სტრესს და შიშს. კომერციული ფართია პირველ სართულზე, სადაც მიმდინარეობდა რემონტი. რა მოხდა, რამ გამოიწვია ასეთი ძლიერი აფეთქება, ჯერ არ ვიცით. დანამდვილებით არც ის, რა მოელის ჩვენს კორპუსს. ვართ ევაკუირებულები თეონასთან და ცივ ნიავს არ გვაკარებს. დიდი მადლობა ყველას.