ავტორი:

თმის ცვენა, ფრჩხილების სისუსტე, კანის პრობლემები - დანამატები, რომელიც ორგანიზმის გაძლიერებაში დაგვეხმარება

თმის ცვენა, ფრჩხილების სისუსტე, კანის პრობლემები - დანამატები, რომელიც ორგანიზმის გაძლიერებაში დაგვეხმარება

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, თმის, ფრჩხილისა და კანის პრობლემები აქტიურდება და რიგ შემთხვევაში, მოვლის სწორი რუტინაც ვერ გვეხმარება ხოლმე.

დეტალურად განვიხილოთ, კონკრეტულად, რა ფაქტორები იწვევს აღნიშნულ პრობლემებს და გზებით არის მათი მოგვარება შესაძლებელი:

თმის ცვენამ შეიძლება სეზონურად როგორც ქალი, ისე მამაკაცი შეაწუხოს. საქმე ისაა, რომ ამ პერიოდში თმის ფოლიკულები „დასვენების ფაზაში“ გადადის, რაც ჩვეულებრივზე უფრო ხშირ ცვენას იწვევს. აღნიშნული პრობლემა შეიძლება, სხვა ფაქტორებითაც იყოს გამოწვეული, რაც შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე უნდა გამოვლინდეს.

საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მტვრევადი ფრჩხილებიც, რაც შეიძლება, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობით იყოს გამოწვეული. რაც შეეხება კანის პრობლემებს, ყველა ჩვენგანი ინდივიდუალურია, შესაბამისად, შეიძლება როგორც სიმშრალემ, ისე ცხიმიანობამ და გამონაყარმა იჩინოს თავი, რაც როგორც შიმნაგანი ფაქტორებით, ისე ამინდის ცვლილებითა თუ მინერალების ნაკლებობით არის გამოწვეული.

იმისათვის, რომ გაზაფხულის სეზონს მომზადებულები შევხვდეთ და აღნიშნულმა სირთულეებმა თავი ნაკლებად იჩინოს, რეკომენდებულია, შემდეგი რჩევები გავითვალისწინოთ:

  • ჯანსაღი დიეტის დაცვა და ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვები პროდუქტების მიღება. გასათვალისწინებელია, რომ ბიოტინით მდიდარი ისეთი საკვები, როგორიცაა ბანანი, ისპანახი, ავოკადო, ბროკოლი, ღვიძლი და სხვა, თმის გაჯანსაღებას უწყობს ხელს; ამასთან, კალციუმით მდიდარი პროდუქტები ფრჩხილებისა და ძვლების გაძლიერებაში დაგვეხმარება. აღნიშნული ელემენტით გაჯერებულია ყველი, ხაჭო, ნუში და სხვა.
  • თმა ჩვენი სკალპისთვის შესაბამისი შამპუნით უნდა დავიბანოთ. ამასთან, იმისათვის, რომ ძირები არ დაზიანდეს, ზონები უნდა დავიმუშაოთ თითის ბალიშებით და არა ფრჩხილებით;
  • რეკომენდებულია, მოვერიდოთ ფენისა და უთოს ხშირად გამოყენებას, თუმცა თუ მაინც გვიწევს, ძლიერმოქმედი თერმოდამცავი სპრეის გამოყენებით დაზიანების შანსებს შევამცირებთ;
  • თმის მუდმივად მჭიდროდ შეკვრა შესაძლოა, ცვენის ხელშემწყობი ფაქტორი გახდეს, ამიტომ რეკომენდებულია, გაზაფხულის სეზონზე აღნიშნულ სტილზეც უარი ვთქვათ;
  • თუ გელლაქის აქტიური მომხმარებლები ვართ, სასურველია, პროცედურაზე დროებით უარი ვთქვათ. უკვე დასუსტებულ ფრჩხილზე ლაქის LED სანათით გაშრობა, მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს;
  • კანის მოვლის რუტინაში მსუყე დამატენიანებლები შედარებით მსუბუქი საცხებით ჩავანაცვლოთ;
  • უარი ვთქვათ სახის პილინგის პროცედურებზე, რადგანაც გაზაფხულის სეზონზე კანი მზის სხივების მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდება.

თუ საქმე თმის, ბუდობრივ ცვენასთან, ფრჩხილის სერიოზულ დაზიანებასთან ან კანის პრობლემების რთულ ფორმასთან გვაქვს და სეზონზე მდგომარეობა კიდევ უფრო გაგვიუარესდა, აუცილებელია, დაუყოვნებლივ მივმართოთ სპეციალისტს და მივიღოთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

ხოლო თუ საქმე სეზონურ პრობლემას ეხება, აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინების პარალელურად, სწრაფი და გარანტირებული შედეგის მიღებაში მაღალი ხარისხის საკვები დანამატები დაგვეხმარება. მედიკოსები რეკომენდაციას უწევენ ისეთ დანამატებს, როგორიცაა:

  • ამვილაბი ვეივევიტი - მისი მიღება რეკომენდებულია თმის ცვენის, კანის სიმშრალის, მომატებული ცხიმიანობისა და ელასტიკურობის დაქვეითების დროს. მისი ფორმულა შეიცავს ბიოტინს, C ვიტამინს, E ვიტამინს, თუთიას, ჰიალურონის მჟავას, კოლაგენის ყველაზე ძლიერ ტიპს, სპილენძს, ვიტამინ B6-სსა და სხვა ვიტამინებსა და მინერალებს.

  • ამვილაბი კოლაფიბი - კაფსულების მიღება რეკომენდებულია ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანების, კანის სიმშრალის, ელასტიკურობის დაქვეითების, ნაოჭების არსებობისა და მათი წარმოქმნის პრევენციისთვის, სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, ასევე, იოგებისა და მყესების პოსტტრავმული პერიოდისას.
  • Inao-ს ჯანსაღი კანისთვის - საღეჭი ტაბლეტები შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს (ბიოტინი-B7, თუთია, სელენი და სხვა ინგრედიენტები), ქოლინი და იზიტოლი.
  • სოლგარი - დანამატი რეკომენდებულია ავიტამინოზის, სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენის, მედიკამენტოზური, ჰორმონალური და სხვა პრობლემების დროს.

  • დოპელჰერც აქტივი - დანამატი გვეხმარება, გვქონდეს ძლიერი, სქელი თმა, ჯანსაღი კანი და მყარი, გლუვი ფრჩხილები. მისი ფორმულა შეიცავს ყველა ვიტამინსა და ელემენტს, რაც აღნიშნული შედეგის მიღწევაში დაგვეხმარება.

აღნიშნული დანამატები დაგვეხმარება, ამაღლებული განწყობითა და ჯანსაღად შევხვდეთ გაზაფხულის სეზონს.

R