პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდარულ მოდელს სიმსივნე დაუდგინდა - "ჭრილობა ამომიკერეს, თითქოს "დიორის" მაღალი მოდის სამოსი ვყოფილიყავი"
ლეგენდარულ მოდელს სიმსივნე დაუდგინდა - "ჭრილობა ამომიკერეს, თითქოს "დიორის" მაღალი მოდის სამოსი ვყოფილიყავი"

მო­დელ კრის­ტი ბრინ­კლის კა­ნის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ბრინ­კლი, რო­მე­ლიც ახლა 70 წლი­საა, ამ ამ­ბის შე­სა­ხებ გულ­შე­მატ­კი­ვარს ინ­ფორ­მა­ცი­ას "ინ­სტაგ­რამ­ზე" უზი­ა­რებს.

  • კრის­ტი წერს, რომ მას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და გა­და­წყვი­ტა, გა­მოც­დი­ლე­ბა სხვე­ბის­თვი­საც გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა.

მან ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი ფო­ტო­ე­ბიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"კარ­გი ამ­ბა­ვი ისაა, რომ ბა­ზა­ლუ­რი უჯრე­დე­ბის კარ­ცი­ნო­მა ად­რე­ულ ეტაპ­ზე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ექი­მე­ბი მყავ­და, რომ­ლებ­მაც სიმ­სივ­ნე ამომ­კვე­თეს და ჭრი­ლო­ბა ისე ამო­მი­კე­რეს, თით­ქოს დი­ო­რის მა­ღა­ლი მო­დის სა­მო­სი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი", - წერს იუ­მო­რით ბრინ­კი.

  • ბა­ზა­ლუ­რი უჯრე­დე­ბის კარ­ცი­ნო­მა კა­ნის კი­ბოს ტი­პია, რო­მე­ლიც ეპი­დერ­მი­სის გარე შრე­ზე ჩნდე­ბა. კა­ნის კი­ბოს ფონ­დის თა­ნახ­მად, ეს კი­ბოს ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა.

ბრინ­კლიმ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს მზის­გან დამ­ცა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­ახ­სე­ნა:

"ცოტა და­მიგ­ვი­ან­და, მაგ­რამ ამის შემ­დეგ ბლო­მად მზის­გან დამ­ცავს გა­მო­ვი­ყე­ნებ, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ ხე­ლახ­ლა წა­ვის­ვამ, გრძელმკლა­ვი­ა­ნებს ჩა­ვიც­ვამ და ფარ­თო ქუდ­საც და­ვი­ფა­რებ", - აღ­ნიშ­ნავს მო­დე­ლი.

მან თა­ვის გა­მომ­წე­რებს ისიც შე­ახ­სე­ნა, რომ რე­გუ­ლა­რუ­ლად შე­ი­მოწ­მონ ჯან­მრთე­ლო­ბა:

"გა­მი­მარ­თლა, რომ აღ­მო­ვა­ჩი­ნე. ჩემს ქა­ლიშ­ვილს დავ­ყვე­ბო­დი შე­მოწ­მე­ბებ­ზე და ვნა­ხე, რო­გორ აკ­ვირ­დე­ბო­და ექი­მი მის სა­ხე­ზე თი­თო­ე­ულ ჭორფლს გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით. არ ვა­პი­რებ­დი რა­მის თქმას, მაგ­რამ ვი­ზი­ტის და­სას­რულს მა­ინც ვკი­თხე, ხომ არ შე­ეძ­ლო პა­ტა­რა ამო­ბურ­ცუ­ლი ად­გი­ლის­თვის შე­ე­ხე­და, რო­მე­ლიც ტო­ნა­ლუ­რი კრე­მის წას­მი­სას შევ­ნიშ­ნე. მან შე­ხედ­ვის­თა­ნა­ვე მი­თხრა, რომ ბი­ოფ­სი­ის გა­კე­თე­ბა იყო სა­ჭი­რო"

წყა­რო: people

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ლეგენდარულ მოდელს სიმსივნე დაუდგინდა - "ჭრილობა ამომიკერეს, თითქოს "დიორის" მაღალი მოდის სამოსი ვყოფილიყავი"

ლეგენდარულ მოდელს სიმსივნე დაუდგინდა - "ჭრილობა ამომიკერეს, თითქოს "დიორის" მაღალი მოდის სამოსი ვყოფილიყავი"

მოდელ კრისტი ბრინკლის კანის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ბრინკლი, რომელიც ახლა 70 წლისაა, ამ ამბის შესახებ გულშემატკივარს ინფორმაციას "ინსტაგრამზე" უზიარებს.

  • კრისტი წერს, რომ მას წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა და გადაწყვიტა, გამოცდილება სხვებისთვისაც გაეზიარებინა.

მან ოპერაციის შემდგომი ფოტოებიც გამოაქვეყნა.

"კარგი ამბავი ისაა, რომ ბაზალური უჯრედების კარცინომა ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინეთ. შესანიშნავი ექიმები მყავდა, რომლებმაც სიმსივნე ამომკვეთეს და ჭრილობა ისე ამომიკერეს, თითქოს დიორის მაღალი მოდის სამოსი ვყოფილიყავი", - წერს იუმორით ბრინკი.

  • ბაზალური უჯრედების კარცინომა კანის კიბოს ტიპია, რომელიც ეპიდერმისის გარე შრეზე ჩნდება. კანის კიბოს ფონდის თანახმად, ეს კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

ბრინკლიმ თაყვანისმცემლებს მზისგან დამცავის გამოყენების მნიშვნელობა შეახსენა:

"ცოტა დამიგვიანდა, მაგრამ ამის შემდეგ ბლომად მზისგან დამცავს გამოვიყენებ, საჭიროებისამებრ ხელახლა წავისვამ, გრძელმკლავიანებს ჩავიცვამ და ფართო ქუდსაც დავიფარებ", - აღნიშნავს მოდელი.

მან თავის გამომწერებს ისიც შეახსენა, რომ რეგულარულად შეიმოწმონ ჯანმრთელობა:

"გამიმართლა, რომ აღმოვაჩინე. ჩემს ქალიშვილს დავყვებოდი შემოწმებებზე და ვნახე, როგორ აკვირდებოდა ექიმი მის სახეზე თითოეულ ჭორფლს გამადიდებელი შუშით. არ ვაპირებდი რამის თქმას, მაგრამ ვიზიტის დასასრულს მაინც ვკითხე, ხომ არ შეეძლო პატარა ამობურცული ადგილისთვის შეეხედა, რომელიც ტონალური კრემის წასმისას შევნიშნე. მან შეხედვისთანავე მითხრა, რომ ბიოფსიის გაკეთება იყო საჭირო"

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა