"ყაზახები და ყირგიზები რუსთავის ავტობაზრობაზე გადმოცხოვრდნენ, ვინც ადრე ჩვენგან ყიდულობდა მანქანას, ახლა თავად ჩამოჰყავს“, - ამბობს ავტოიმპორტიორი კომპანია Dove Line-ის წარმომადგენელი ჯაბა გოგინაშვლი "ბიზნესპრესნიუსთან" საუბარისას.
"ბევრი ყაზახი და ყირგიზი გადმოცხოვრდა ჩვენთან სამუშაოდ, რუსთავი სავსეა და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ჩემი აზრით, ეს უმთავრესი საკითხია, რადგან იგი ავტობიზნესს ხელს უშლის. ამ ხალხის საწინააღმდეგო პირადად არაფერი მაქვს, მაგრამ არათანაბარი კონკურენციის პირობებში გვიწევს მუშაობა, დილერები კი თამაშგარე ვრჩებით“, - განაცხადა ჯაბა გოგინაშვილმა.
რესპონდენტი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ავტოიმპორტიორი კომპანიები აუქციონზე სათამაშო კოდებს ყაზახებსა და ყირგიზებს აძლევენ, რის შემდეგაც მათ თავად ჩამოჰყავთ ავტომობილები და დილერები აღარაფერში სჭირდებათ...წაიკითხეთ სრულად
ნახეთ ასევე: