საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფანჯრები შემოანგრია, ეზოს მხარეს ვნახეთ, რომ დიდი ნგრევა იყო... მთელი კორპუსი ევაკუირებულია, ახლაც ვერ შევდივართ" - რას ჰყვება მხატვარი მის კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე?
"ფანჯრები შემოანგრია, ეზოს მხარეს ვნახეთ, რომ დიდი ნგრევა იყო... მთელი კორპუსი ევაკუირებულია, ახლაც ვერ შევდივართ" - რას ჰყვება მხატვარი მის კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე?

ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და წუ­ხელ დი­დუ­ბის რა­ი­ონ­ში, სამ­ტრე­დი­ის ქუჩა #2-ში. მომ­ხდა­რის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ახ­ლომ­დე­ბა­რე კორ­პუ­სებ­ში ფან­ჯრე­ბის მი­ნე­ბი, ასე­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი.

  • აფეთ­ქე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვამ გა­მო­იწ­ვია და მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მო­სახ­ლე­ო­ბა დრო­ე­ბით სას­ტუმ­რო­ებ­ში და­ბი­ნავ­და.

"კორ­პუ­სის მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ცხოვ­რებ­ლად აღ­ნიშ­ნულ კორ­პუსს და­უბ­რუნ­დე­ბა, თუ კორ­პუ­სის გა­მაგ­რე­ბამ­დე დრო­ე­ბით ქი­რით გა­და­იყ­ვა­ნენ.

პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან, ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან რო­გორც შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი­სა და შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ისე დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ი­სა და დი­დუ­ბის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი" - აღ­ნიშ­ნუ­ლია თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კორ­პუს­ში, სა­დაც აფეთ­ქე­ბა მოხ­და, მხატ­ვა­რი და­ვით ხი­და­შე­ლი ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-სთან მძი­მე შემ­თხვე­ვას იხ­სე­ნებს:

- და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის სამ სა­ათ­ზე სა­ში­ნე­ლი აფეთ­ქე­ბის ხმა იყო. ფან­ჯრე­ბი შე­მო­ან­გრია, ეზოს მხა­რეს ვნა­ხეთ, რომ დიდი ნგრე­ვა იყო... პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სარ­თუ­ლი შუა სა­დარ­ბა­ზო­სი პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო.

ძა­ლი­ან დიდი პა­ნი­კა იყო, ევა­კუ­ი­რე­ბა მოხ­და მთე­ლი კორ­პუ­სის. ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ გა­მო­სუ­ლე­ბი ვართ... კი გვი­თხრეს, დაბ­რუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბაო, მაგ­რამ არც წყა­ლი, გაზი ჩარ­თუ­ლი არ არის და შე­სა­ბა­მი­სად ისევ აქ ვრჩე­ბით. პირ­ველ სარ­თულ­ზე კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თია და რო­გორც ვი­ცით, იქ რე­მონ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

- იქ მოხ­და რამე ისე­თი, ამან გა­მო­იწ­ვია ნგრე­ვა?

- არ ვიცი, ვე­რა­ფერს ვი­ტყვით. ალ­ბათ და­ად­გე­ნენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად რაც იყო მი­ზე­ზი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ცე­ცხლი არ ყო­ფი­ლა, აფეთ­ქე­ბა იყო... ამ­ჟა­მად გა­ხიზ­ნუ­ლე­ბი ვართ და კონ­ტაქ­ტი მე­ზობ­ლებ­თან ჯერ არ გვქო­ნია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარჯ
0

 სააკაშვილის მიერ დაყენებული პლასმასის მილები როდემდე უნდა იყოს არებაში 12 წელი ვადა არ გაუვიდა? პლასმასი ტყდება მითუმეტეს სადაც მოღუნულია იმ ადგილებში. 

პაატა
0

მე პირველ სართულზე ვცხოვრობ და სურათზეც ჩანს თუ როგორ დაზიანდა ჩემი ბინაც. დარტყმის ტალღამ შიდა კარებებიც დაამტვრია და ფანჯრები თავისი მინებით შემოყარა. ჩემი შვილი საავადმყოფოში გახდა წასაყვანი. მადლობა განგებას, რომ ყველა ცოცხალი გადარჩა. მეზობლებიც და მეც შემთხვევით ვართ გადარჩენილები.

ავტორი:

"ფანჯრები შემოანგრია, ეზოს მხარეს ვნახეთ, რომ დიდი ნგრევა იყო... მთელი კორპუსი ევაკუირებულია, ახლაც ვერ შევდივართ" - რას ჰყვება მხატვარი მის კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე?

"ფანჯრები შემოანგრია, ეზოს მხარეს ვნახეთ, რომ დიდი ნგრევა იყო... მთელი კორპუსი ევაკუირებულია, ახლაც ვერ შევდივართ" - რას ჰყვება მხატვარი მის კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე?

ძლიერი აფეთქება მოხდა წუხელ დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში. მომხდარის შედეგად დაზიანებულია ახლომდებარე კორპუსებში ფანჯრების მინები, ასევე ავტომობილები.

  • აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა.

"კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ.

პირველივე წუთებიდან, ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები, ისე დედაქალაქის მერიისა და დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები" - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მხატვარი დავით ხიდაშელი ცხოვრობს, რომელიც AMBEBI.GE-სთან მძიმე შემთხვევას იხსენებს:

- დაახლოებით ღამის სამ საათზე საშინელი აფეთქების ხმა იყო. ფანჯრები შემოანგრია, ეზოს მხარეს ვნახეთ, რომ დიდი ნგრევა იყო... პირველი და მეორე სართული შუა სადარბაზოსი პრაქტიკულად განადგურებული იყო.

ძალიან დიდი პანიკა იყო, ევაკუირება მოხდა მთელი კორპუსის. ჯერჯერობით ისევ გამოსულები ვართ... კი გვითხრეს, დაბრუნება შეიძლებაო, მაგრამ არც წყალი, გაზი ჩართული არ არის და შესაბამისად ისევ აქ ვრჩებით. პირველ სართულზე კომერციული ფართია და როგორც ვიცით, იქ რემონტი მიმდინარეობდა.

- იქ მოხდა რამე ისეთი, ამან გამოიწვია ნგრევა?

- არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვით. ალბათ დაადგენენ ოფიციალურად რაც იყო მიზეზი. ყოველ შემთხვევაში, ცეცხლი არ ყოფილა, აფეთქება იყო... ამჟამად გახიზნულები ვართ და კონტაქტი მეზობლებთან ჯერ არ გვქონია.