მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთის ევროპული კურსი და ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია - რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა სომხეთთან დაკავშირებით მიიღო
სომხეთის ევროპული კურსი და ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია - რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა სომხეთთან დაკავშირებით მიიღო

სომ­ხე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იც­ვლე­ბა. მე­ზო­ბე­ლი ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის ამ­ბი­ცი­ას აცხა­დებს.

  • "ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის იდე­ას გან­ვი­ხი­ლავთ", - ამის შე­სა­ხებ სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, არა­რატ მირ­ზო­ი­ან­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და.

"ყვე­ლა იმ გა­მოწ­ვე­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რის წი­ნა­შეც ბოლო 3-4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით, სომ­ხეთ­ში ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა. სა­ი­დუმ­ლო არ იქ­ნე­ბა, თუ ვი­ტყვი, რომ ამ სი­ა­ში ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის იდე­აც არის“, - გა­ნა­ცხა­და არა­რატ მირ­ზო­ი­ან­მა.

  • არა­რატ მირ­ზო­ი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბი აქვს და ევ­რო­კავ­შირ­თან ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხიც გა­ნი­ხი­ლე­ბა.

"პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში ევ­რო­კავ­ში­რი ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ჩა­ერ­თო. რო­გორც იცით, სომ­ხეთ­ში ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია დგას, რო­მე­ლიც სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის სა­ზღვარს აკონ­ტრო­ლებს. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ მი­სი­ის გან­თავ­სე­ბის შემ­დეგ, სა­ზღვარ­ზე და­ძა­ბუ­ლო­ბა შემ­ცირ­და და ვხე­დავთ, რომ მი­სი­ამ სი­ტუ­ა­ცი­ის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბას ხელი შე­უ­წყო“, - აღ­ნიშ­ნა სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა.

  • მირ­ზო­ი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას მა­ლე­ვე მოჰ­ყვა კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის­გან - ახ­ლა­ხან ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია, რო­მე­ლიც სომ­ხე­თის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გან­ხილ­ვის წი­ნა­და­დე­ბით გა­მო­დის, - ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა News.am ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რე­ზო­ლუ­ცი­ას მხა­რი და­უ­ჭი­რა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის 504-მა წევ­რმა, წი­ნა­აღ­მდე­გი - 4 წა­ვი­და, ხოლო 32-მა დე­პუ­ტატ­მა თავი შე­ი­კა­ვა.

დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის ავ­ტო­რია "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის“ ფრაქ­ცია, წარ­მოდ­გე­ნი­ლია რო­გორც ყვე­ლა ფრაქ­ცი­ის ერ­თობ­ლი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვა.

რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტში ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი გა­მო­დი­ან შე­თა­ვა­ზე­ბით, გა­ნი­ხი­ლონ სომ­ხე­თის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

"თუ სომ­ხე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბით და გა­აგ­რძე­ლებს მდგრა­დი რე­ფორ­მე­ბის გზას, რო­მე­ლიც გა­აძ­ლი­ე­რებს მის დე­მოკ­რა­ტი­ას, ეს შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ევ­რო­კავ­შირ-სომ­ხე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ტრანსფორ­მა­ცი­ის ეტა­პის სა­ფუძ­ვე­ლი“, - ნათ­ქვა­მია ევ­რო­კავ­ში­რის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს დე­პუ­ტა­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ვი რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტში.

დე­პუ­ტა­ტე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ ევ­რო­კავ­ში­რის აღ­მას­რუ­ლე­ბელ ორ­გა­ნო­ებს, ევ­რო­კო­მი­სი­ას და ევ­რო­პულ საბ­ჭოს, აქ­ტი­უ­რად და­უ­ჭი­რონ მხა­რი სომ­ხეთს ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში არა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი პარტნი­ო­რო­ბის, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გის, უსაფრ­თხო­ე­ბის, ადა­მი­ა­ნებ­სა და სხვა ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სფე­რო­ებ­ში.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკვე დიდი ხა­ნია, რაც სა­უბ­რო­ბენ სომ­ხე­თის მიერ კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ОДКБ) და­ტო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე.

"სომ­ხე­თი და­ტო­ვებს კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას (ОДКБ), თუ არ უპა­სუ­ხებს ერევ­ნის მიერ დას­მულ შე­კი­თხვებს ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნულ ტე­რი­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - ამის შე­სა­ხებ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, სომ­ხეთ­მა მი­ი­ღო გა­რან­ტი­ე­ბი კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­გან, რომ მზა­დაა აზერ­ბა­ი­ჯან­თან სა­ზღვარ­ზე სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბი გა­ნა­ლა­გოს, მაგ­რამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას რეს­პუბ­ლი­კა­ში მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზონა არ მი­უ­თი­თე­ბია.

„ჩვენ გვაქვს შე­კი­თხვა: სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი ნე­იტ­რა­ლუ­რი მხა­რეა და ОДКБ ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა. აქ წარ­მო­იქ­მნე­ბა შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი, თუ სომ­ხე­თის სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის „წი­თე­ლი ხა­ზია“, მა­შინ აჩ­ვე­ნეთ, რა არის თქვე­ნი გა­გე­ბით სომ­ხე­თის სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია. მათ არ უჩ­ვე­ნე­ბი­ათ სომ­ხე­თის სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია. დღეს ეს სა­კი­თხი „მა­გი­და­ზეა“. თუ ОДКБ ამ კი­თხვას უპა­სუ­ხებს და პა­სუ­ხი ჩვენს იდე­ებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა, მა­შინ ეს ნიშ­ნავს, რომ სომ­ხეთ­სა და ОДКБ -ს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი მოგ­ვა­რე­ბუ­ლია, ყვე­ლა შემ­დგო­მი შე­დე­გით. თუ არა, მა­შინ სომ­ხე­თი და­ტო­ვებს ОДКБ-ს, ვერ გე­ტყვით, რო­დის“, - გა­ნა­ცხა­და ფა­ში­ნი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გზა
0

ზოგი რეალურ მდგომარეობას ვერ აფასებს. ჩინეთს უნდა სატრანზიტო გზა 800 მლნ ევროპასათან ანაკლიის პორტით, რომელსაც ამერიკასთან ერთად ყველაზე დიდი შემსყიდველიბითი საშუალება აქვს. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს თურქულ ან პროთურქულ გავლენებს ახლოს ამ მარშუტთან. 85 მლნ თურქეთი მილიარდ ნახევრიან ჩინეთს ვერ შეეწინააღმდეგება. რა თქმა უნდა უფრო აწყობთ სომხეთის გაძლიერება

ლუკა
3

ახალი ომი დაიწყება სომხეთში,აზერები წაიღებენ კიდევ მაგათ ტერიტორიებს.ევროპა უშველის ზუსტა👌 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

სომხეთის ევროპული კურსი და ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია - რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა სომხეთთან დაკავშირებით მიიღო

სომხეთის ევროპული კურსი და ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია - რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა სომხეთთან დაკავშირებით მიიღო

სომხეთის პოლიტიკური კურსი მნიშვნელოვნად იცვლება. მეზობელი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრების ამბიციას აცხადებს.

  • "ევროკავშირში გაწევრების იდეას განვიხილავთ", - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

"ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რის წინაშეც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში აღმოვჩნდით, სომხეთში ახალი შესაძლებლობები აქტიურად განიხილება. საიდუმლო არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამ სიაში ევროკავშირში გაწევრიანების იდეაც არის“, - განაცხადა არარატ მირზოიანმა.

  • არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მოსახლეობას ევროპული მისწრაფებები აქვს და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხიც განიხილება.

"პირველად ისტორიაში ევროკავშირი ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში ჩაერთო. როგორც იცით, სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დგას, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარს აკონტროლებს. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისიის განთავსების შემდეგ, საზღვარზე დაძაბულობა შემცირდა და ვხედავთ, რომ მისიამ სიტუაციის დასტაბილურებას ხელი შეუწყო“, - აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

  • მირზოიანის განცხადებას მალევე მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯი ევროპარლამენტისგან - ახლახან ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სომხეთის ევროკავშირში გაწევრების შესაძლებლობის განხილვის წინადადებით გამოდის, - ინფორმაციას გამოცემა News.am ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 504-მა წევრმა, წინააღმდეგი - 4 წავიდა, ხოლო 32-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

დოკუმენტი, რომლის ავტორია "ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქცია, წარმოდგენილია როგორც ყველა ფრაქციის ერთობლივი ინიციატივა.

რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტის წევრები გამოდიან შეთავაზებით, განიხილონ სომხეთის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა.

"თუ სომხეთი დაინტერესებულია კანდიდატის სტატუსის მოპოვებით და გააგრძელებს მდგრადი რეფორმების გზას, რომელიც გააძლიერებს მის დემოკრატიას, ეს შეიძლება გახდეს ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების ტრანსფორმაციის ეტაპის საფუძველი“, - ნათქვამია ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების ერთობლივი რეზოლუციის პროექტში.

დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს, ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, აქტიურად დაუჭირონ მხარი სომხეთს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაფართოებაში არა მხოლოდ ეკონომიკური პარტნიორობის, არამედ პოლიტიკური დიალოგის, უსაფრთხოების, ადამიანებსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების სფეროებში.

  • აღსანიშნავია, რომ უკვე დიდი ხანია, რაც საუბრობენ სომხეთის მიერ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) დატოვების შესაძლებლობაზე.

"სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ), თუ არ უპასუხებს ერევნის მიერ დასმულ შეკითხვებს ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

  • მისივე თქმით, სომხეთმა მიიღო გარანტიები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან, რომ მზადაა აზერბაიჯანთან საზღვარზე სამშვიდობო ძალები განალაგოს, მაგრამ ორგანიზაციას რესპუბლიკაში მისი პასუხისმგებლობის ზონა არ მიუთითებია.

„ჩვენ გვაქვს შეკითხვა: სამშვიდობოები ნეიტრალური მხარეა და ОДКБ ჩვენი ორგანიზაციაა. აქ წარმოიქმნება შეუსაბამობები, თუ სომხეთის სუვერენული ტერიტორია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის „წითელი ხაზია“, მაშინ აჩვენეთ, რა არის თქვენი გაგებით სომხეთის სუვერენული ტერიტორია. მათ არ უჩვენებიათ სომხეთის სუვერენული ტერიტორია. დღეს ეს საკითხი „მაგიდაზეა“. თუ ОДКБ ამ კითხვას უპასუხებს და პასუხი ჩვენს იდეებს შეესაბამება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ სომხეთსა და ОДКБ -ს შორის არსებული საკითხები მოგვარებულია, ყველა შემდგომი შედეგით. თუ არა, მაშინ სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, ვერ გეტყვით, როდის“, - განაცხადა ფაშინიანმა.