ავტორი:

გიორგი კეკელიძემ დუშეთის მთიან სოფლებში "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" ელჩი წარადგინა და იქაურ ბავშვებს წიგნები და მაგიდის სათამაშოები ჩაუტანა

გიორგი კეკელიძემ დუშეთის მთიან სოფლებში "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" ელჩი წარადგინა და იქაურ ბავშვებს წიგნები და მაგიდის სათამაშოები ჩაუტანა

"ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე დუშეთს ეწვია. მუნიციპალიტეტის მთიან სოფლებში მან "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" ელჩი წარადგინა. გარდა ამისა, კეკელიძემ იქაურ ბავშვებს წიგნები და მაგიდის სათამაშოები ჩაუტანა.

"ესეც დუშეთი, ულამაზესი სოფელი მაღრანი, სადაც ნათია ბუნტური, ბალეტის შესანიშნავი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, მეუღლესთან, ზურა ქავთარაძესთან ერთად, უკვე ორი წელია სახლობს. ისინი ბუნებრივი და მეორადი მასალებისგან აშენებენ საცხოვრებელ სახლს და უკვე მცირე სცენაც აქვთ ტყეში. მალე შეიქმნება მცირე ბიბლიოთეკა, კითხვის ოთახი, რომელიც “სანიაოს” სცენის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს. დღეს ნათია წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ელჩი გახდა დუშეთის მთიან სოფლებში და ბევრი გეგმა გვაქვს ამ პატარებთან ერთად, რომელთაც დღეს წიგნები და მაგიდის სათამაშოები ჩავუტანეთ." - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.