საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შავაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა განაჩენი ცნობილია: რა სასჯელი შეეფარდათ დამნაშავეებს 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ - სასტიკი მკვლელობის დეტალები და გარემოებები
შავაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა განაჩენი ცნობილია: რა სასჯელი შეეფარდათ დამნაშავეებს 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ - სასტიკი მკვლელობის დეტალები და გარემოებები

პრო­კუ­რა­ტუ­რა როინ შა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

კერ­ძოდ, ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლის როინ შა­ვა­ძის გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბი­სა და უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის ჯგუ­ფუ­რი მკვლე­ლო­ბის, ასე­ვე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე და სპეც­რაზ­მე­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს.

  • პრო­კუ­რა­ტი­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2008 წლის 15 აგ­ვის­ტოს, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ბა­თუმ­ში მცხოვ­რე­ბი როინ შა­ვა­ძის ოპე­რა­ტი­უ­ლად შეს­წავ­ლის და­ვა­ლე­ბა მი­ი­ღო, რად­გან თით­ქოს არ­სე­ბობ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ იგი უცხო ქვეყ­ნის "სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან“ თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

"მე­ო­რე დღეს­ვე, 16 აგ­ვის­ტოს, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, ორ თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მე­ხუ­თე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის ბა­ზა­ზე მი­ვი­და, სა­დაც როინ შა­ვა­ძე მსა­ხუ­რობ­და და ბრი­გა­დის მე­თა­ურს შო­რი­დან მისი ვი­ზუ­ა­ლუ­რად ჩვე­ნე­ბა მოს­თხო­ვა. მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა როინ შა­ვა­ძის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე, რამ­დენ­ჯერ­მე შე­ი­გი­ნა მისი მი­სა­მარ­თით და და­ი­მუქ­რა, რომ სა­მა­გა­ლი­თოდ დას­ჯი­და.

იმა­ვე დღეს "კუდ“-ის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის და მისი მო­ად­გი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მე­ლაშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე მდე­ბა­რე კა­ფე­ში მყოფ როინ შა­ვა­ძეს თავს და­ესხნენ და ავ­ტო­მა­ტის კონ­და­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ.

როინ შა­ვა­ძემ ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო, სხე­უ­ლის მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, მათ შო­რის მარ­ცხე­ნა მხრის და ბარ­ძა­ყის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, ნეკ­ნე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა, ასე­ვე არა­ერ­თი და­ზი­ა­ნე­ბა ნაჭ­დე­ვე­ბის და სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბის სა­ხით.

სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა თავ­დას­ხმის შე­დე­გად გო­ნე­ბა­და­კარ­გუ­ლი როინ შა­ვა­ძე ერთ - ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე მო­ა­თავ­სეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან წა­იყ­ვა­ნეს.

ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის შემ­დეგ, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის და მისი მო­ად­გი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, როინ შა­ვა­ძე მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით ქო­ბუ­ლე­თი-ქა­ქუ­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს.

აჭა­რი­სა და გუ­რი­ის სა­ზღვარ­თან აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა გა­ა­ჩე­რეს ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი და უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი როინ შა­ვა­ძე ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს, და­ა­ყე­ნეს სა­ვა­ლი გზის გა­დას­წვრივ, ქარ­სა­ცა­ვი ხე­ე­ბის ზო­ლის მიმ­დე­ბა­რედ და კა­ლაშ­ნი­კო­ვის სის­ტე­მის ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი­დან მრა­ვალ­ჯე­რა­დი გას­რო­ლე­ბით მო­ახ­დი­ნეს მისი ლიკ­ვი­და­ცია“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • ასე­ვე, პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გარ­დაც­ვლილს სხე­ულ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 40 ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

"როინ შა­ვა­ძის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტის შე­სა­ნიღ­ბად, კუდ-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს ყალ­ბი ვერ­სია, კერ­ძოდ: უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფორ­მა­ლურ-სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის შე­საქ­მნე­ლად, როინ შა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დგომ, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში შედ­გა ყალ­ბი და­კა­ვე­ბი­სა და პი­რა­დი ჩხრე­კის ოქმი, სა­დაც მი­ე­თი­თა, რომ თით­ქოს­და როინ შა­ვა­ძეს და­კა­ვე­ბი­სას აღ­მო­აჩ­ნდა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სი­ნამ­დვი­ლეს და რე­ა­ლუ­რად ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა და­კა­ვე­ბის ად­გილ­ზე თა­ვად და­კა­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებ­მა მი­ი­ტა­ნეს. ამა­ვე ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლის ეტა­პი­რე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო ქ. თბი­ლის­ში. მგზავ­რო­ბის პრო­ცეს­ში, როინ შა­ვა­ძემ თით­ქოს ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მიზ­ნით მო­ი­თხო­ვა მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა, რის შემ­დგო­მაც მო­ა­ხერ­ხა სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რის­თვის ია­რა­ღის წარ­თმე­ვა, გას­რო­ლა მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით და გაქ­ცე­ვა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მას სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.

ყალ­ბი ვერ­სი­ის გა­სამ­ყა­რებ­ლად სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შექ­მნეს ისე­თი ვი­თა­რე­ბა, რომ როინ შა­ვა­ძეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში დამ­ნა­შა­ვე პი­რის მარ­თლზო­მი­ერ ლიკ­ვი­და­ცი­ას დამ­სგავ­სე­ბო­და. კერ­ძოდ "მა­კა­რო­ვის“ ტი­პის პის­ტო­ლე­ტი­დან რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­რო­ლეს მა­თი­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი აღ­ნიშ­ნუ­ლი პის­ტო­ლე­ტი როინ შა­ვა­ძის ცხე­დარ­თან ახ­ლოს მო­ა­თავ­სეს. ამის შემ­დგომ, სპეც­რაზ­მე­ლებ­მა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ყალ­ბი ვერ­სი­ის გა­სამ­ყა­რებ­ლად, გა­მო­ძი­ე­ბას მის­ცეს ცრუ ჩვე­ნე­ბე­ბი.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით, უტყუ­ა­რად გა­ბა­თილ­და ყალ­ბი ვერ­სია, თით­ქოს როინ შა­ვა­ძის ლიკ­ვი­და­ცია მისი გაქ­ცე­ვის აღ­საკ­ვე­თად გან­ხორ­ცი­ელ­და. ამას­თა­ნა­ვე, დად­გინ­და, რომ როინ შა­ვა­ძის სხვა ქვეყ­ნის "სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან“ შე­საძ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე არც იმ­ჟა­მად და არც შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში გა­მო­ძი­ე­ბაც კი არ და­წყე­ბუ­ლა და როინ შა­ვა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე მხო­ლოდ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის 260-ე მუხ­ლით და­ი­წყეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ეჭვი არც მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­დას­ტურ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ როინ შა­ვა­ძე მსა­ხუ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, ბრი­გა­დის სერ­ჟან­ტის წო­დე­ბით. 2005-2006 წლებ­ში მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი ერა­ყის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში კო­ა­ლი­ცი­უ­რი ჯა­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, რა დრო­საც სა­მა­გა­ლი­თო სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის და­ჯილ­დოვ­და მედ­ლით. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის ბრძა­ნე­ბით, 2007 წელს როინ შა­ვა­ძეს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის პირ­ნათ­ლად შეს­რუ­ლე­ბის­თვის გა­მო­ე­ცხა­და მად­ლო­ბა. როინ შა­ვა­ძეს ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ასე­ვე, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ბრალ­დე­ბის მხა­რემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე წა­რად­გი­ნა და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბაც ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ადას­ტუ­რებ­და.

"ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის და საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბის დე­ტა­ლუ­რად შეს­წავ­ლის შემ­დეგ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი წარ­დგე­ნილ ყვე­ლა ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს, სა­სა­მარ­თლომ კი, მათ სას­ჯე­ლის სა­ხით 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლი ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნით შემ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ ბრალ­დე­ბუ­ლებს 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­დათ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ჯამ­ში 12 პი­რის მი­მართ და­ი­წყო. მო­ცე­მულ ეტაპ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა, და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პირ­თა გა­მოვ­ლე­ნის და მხი­ლე­ბის მიზ­ნით“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

რა სისულელეა, როგორ შეიძლება გარდა უვადო პატიმრობისა, სხვა სასჯელზე მსჯელობაც კი. გაუპატიურება, მკვლელობა, ყაჩაღობა- მინიმუმ ამ 3 მუხლზე უნდა იყოს უვადო პატიმრობა. 12 წელი მიეცით ბიუჯეტის ქურდებს და გრანტიორ აგენტებს

კარლიტო
0

Ცოტაა, 16 წელი და მერე დაჟე ამინისტია😁, სასაცოა მკვლელობას ამნისტიით რომ მანიპულირებენ, მკვლელობაზე მინიმუმ 20 წელი ამინისტიის გარეშე რომ არ მოხდეს წახალისება, არავის შეეშინდება 10 წლით მკვლელობაზე ჯდომა 🤨Ეს კრიმინალიზაციის წახალისებაა 😎

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

შავაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა განაჩენი ცნობილია: რა სასჯელი შეეფარდათ დამნაშავეებს 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ - სასტიკი მკვლელობის დეტალები და გარემოებები

შავაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა განაჩენი ცნობილია: რა სასჯელი შეეფარდათ დამნაშავეებს 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ - სასტიკი მკვლელობის დეტალები და გარემოებები

პროკურატურა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, ნაფიცმა მსაჯულებმა სამხედრო მოსამსახურის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნეს.

  • პროკურატირის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის "სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.

"მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე, რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა.

იმავე დღეს "კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.

როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ - ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.

ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს.

აჭარისა და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

  • ასევე, პროკურატურის ცნობით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

"როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, კერძოდ: უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, როინ შავაძის მკვლელობის შემდგომ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს. ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში. მგზავრობის პროცესში, როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

ყალბი ვერსიის გასამყარებლად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შემთხვევის ადგილზე შექმნეს ისეთი ვითარება, რომ როინ შავაძეს განზრახ მკვლელობა, აუცილებელი მოგერიების პირობებში დამნაშავე პირის მართლზომიერ ლიკვიდაციას დამსგავსებოდა. კერძოდ ,,მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს მათივე ავტომანქანის მიმართულებით, მოგვიანებით კი აღნიშნული პისტოლეტი როინ შავაძის ცხედართან ახლოს მოათავსეს. ამის შემდგომ, სპეცრაზმელებმა შემუშავებული ყალბი ვერსიის გასამყარებლად, გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები.

ჩატარებული გამოძიებით, უტყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ამასთანავე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის "სპეცსამსახურებთან“ შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს. აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა.

აღსანიშნავია, რომ როინ შავაძე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ბრიგადის სერჟანტის წოდებით. 2005-2006 წლებში მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ერაყის სამშვიდობო მისიაში კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის დაჯილდოვდა მედლით. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის გამოეცხადა მადლობა. როინ შავაძეს ასევე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, როგორც პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.

"ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ბრალდებულები წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ კი, მათ სასჯელის სახით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დანიშნული სასჯელი ამნისტიის შესახებ კანონით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულებს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

საზოგადოებას შევახსენებთ რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო. მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.