საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა "ადამიანი, რკინის ფილტვებით“ - როგორ მუშაობს კაფსულა, რომელმაც პოლ ალექსანდერი 6 წლის ასაკში გადატანილი მძიმე დაავადების შემდეგ, 72 წელი აცოცხლა
გარდაიცვალა "ადამიანი, რკინის ფილტვებით“ - როგორ მუშაობს კაფსულა, რომელმაც  პოლ ალექსანდერი 6 წლის ასაკში გადატანილი მძიმე დაავადების შემდეგ, 72 წელი აცოცხლა

პოლ ალექ­სან­დე­რი, მსოფ­ლი­ოს­თვის ცნო­ბი­ლი, რო­გორც "ადა­მი­ა­ნი რკი­ნის ფილ­ტვე­ბით“, 12 მარტს, 78 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მან თა­ო­ბებს და­უ­ტო­ვა შე­უ­პოვ­რო­ბი­სა და ბრძო­ლის გმი­რუ­ლი მა­გა­ლი­თი.

პოლს 1952 წელს, 6 წლის ასაკ­ში და­უს­ვეს პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის მწვა­ვე ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი. ინ­ფექ­ცი­ის მწვა­ვე ფორ­მე­ბი­სას, ვირუ­სი ნაწ­ლა­ვი­დან გა­და­ად­გილ­დე­ბა და ცენ­ტრა­ლურ ნერ­ვულ სის­ტე­მას უტევს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ კუნ­თე­ბის შე­სუს­ტე­ბა­სა და სა­ბო­ლო­ოდ, პა­რა­ლი­ზე­ბას იწ­ვევს. ეს პრო­ცე­სი შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ან დღე­ში მოხ­დეს. იმ დრო­ის­თვის კი, რო­დე­საც პა­ტა­რა პოლი და­ინ­ფი­ცირ­და, პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეფექ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა ჯერ არ არ­სე­ბობ­და, მის შექ­მნამ­დე სულ რამ­დე­ნი­მე თვე იყო დარ­ჩე­ნი­ლი...

რო­გორც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ცნო­ბი­ლი პა­ცი­ენ­ტი იხ­სე­ნებ­და, თავ­და­პირ­ვე­ლად მას მშობ­ლე­ბი სახ­ლში მკურ­ნა­ლობ­დნენ, თუმ­ცა 5 დღის შემ­დეგ, რო­დე­საც სუნ­თქვა უკი­დუ­რე­სად გა­უ­ჭირ­და, მისი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო. სწო­რედ იქ მო­ა­თავ­სეს პირ­ვე­ლად რკი­ნის “უარ­ყო­ფი­თი წნე­ვის ვენ­ტი­ლა­ტორ­ში“.

რო­გორც 2020 წელს The Guardian წერ­და, პოლი ინ­ფექ­ცი­ის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­და, მაგ­რამ პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის გამო კის­რი­დან დაბ­ლა თით­ქმის მთლი­ა­ნად პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი დარ­ჩა და ის, რაც მის­მა დი­აფ­რაგ­მამ ვე­ღარ შეძ­ლო, “რკი­ნის ფილ­ტვებ­მა“ გა­ა­კე­თეს.

პოლ­მა სი­ცო­ცხლის მომ­დევ­ნო 72 წელი ზურ­გზე და­წო­ლილ­მა გა­ა­ტა­რა. მას თავ­თან ბა­ლი­ში ედო და და­ნარ­ჩე­ნი სხე­უ­ლით ლი­თო­ნის ცი­ლინ­დრში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, გამ­ძლე ბიჭი აგ­რძე­ლებ­და კო­ლე­ჯში სწავ­ლას, გახ­და იუ­რის­ტი და გა­მოს­ცა წიგ­ნიც.

”პოლი იყო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი, რო­მე­ლიც თა­ო­ბებს ემახ­სოვ­რე­ბა“, - წერს გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი კრის­ტო­ფერ ულ­მე­რი GoFundMe გვერ­დზე, რო­მე­ლიც პო­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რად მან­ვე შექ­მნა. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე სულ 143 461 დო­ლა­რი შეგ­როვ­და.

მი­უ­ხე­და­ვად მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, პოლ­მა და­ტო­ვა შთამ­ბეჭ­და­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბა. მათ შო­რის, გახ­და გი­ნე­სის მსოფ­ლიო რე­კორდსმე­ნი, რო­გორც ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე დიდი დრო გა­ა­ტა­რა “რკი­ნის ფილ­ტვებ­ში“.

ასე­ვე, 21 წლის ასაკ­ში გახ­და პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, ვინც და­ლა­სის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა გაკ­ვე­თილ­ზე ფი­ზი­კუ­რად დას­წრე­ბის გა­რე­შე და­ამ­თავ­რა. სწავ­ლობ­და ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი სკო­ლა­ში. ის ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ად­ვო­კა­ტი და­ლას­სა და ფორტ უორ­ტში. სა­სა­მარ­თლო­ში კლი­ენ­ტებს სამი ცალი კოს­ტი­უ­მით და მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­ვა­ლი­დის ეტ­ლით წარ­მო­ად­გენ­და, რო­მე­ლიც მის პა­რა­ლი­ზე­ბულ სხე­ულს კარ­გად ვერც კი იჭერ­და.

პოლ ალექ­სან­დე­რი არ არის ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც რკი­ნის კაფ­სუ­ლის დახ­მა­რე­ბით იცო­ცხლა. მსოფ­ლი­ოს ახ­სოვს კი­დევ ერთი ქა­ლის, მარ­ტა მე­ი­სო­ნის შე­უ­პოვ­რო­ბის ამ­ბა­ვი, რო­მელ­მაც “რკი­ნის ფილ­ტვებ­ში“ 60 წელი გა­ა­ტა­რა.

აშშ-ში, ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­ში მცხოვ­რე­ბი მარ­ტა მე­ი­სო­ნი ბავ­შვო­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის, ასე­ვე პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის გამო, სრუ­ლი­ად პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი დარ­ჩა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რკი­ნის სა­მე­დი­ცი­ნო მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში გა­ა­ტა­რა.

პო­ლის მსგავ­სად, არც მარ­ტა და­ნე­ბე­ბუ­ლა და სკო­ლი­სა და კო­ლე­ჯის დიპ­ლო­მე­ბიც მო­ი­პო­ვა. ის მას­პინ­ძლობ­და სხვა­დას­ხვა წვე­უ­ლე­ბებ­სა და წიგ­ნებ­საც წერ­და.

ქალ­ბა­ტო­ნი რამ­დე­ნი­მე წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა.

  • რო­გორ მუ­შა­ობს “რკი­ნის ფილ­ტვე­ბი?“

სა­მე­დი­ცი­ნო მო­წყო­ბი­ლო­ბა "უარ­ყო­ფი­თი წნე­ვის ვენ­ტი­ლა­ტო­რი“, იგი­ვე“რკი­ნის ფილ­ტვე­ბი“ რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დამ­ბლით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

მო­წყო­ბი­ლო­ბა ვა­კუ­უ­მის დახ­მა­რე­ბით უარ­ყო­ფით წნე­ვას ქმნის, რო­მე­ლიც მო­დუ­ნე­ბულ და პა­რა­ლი­ზე­ბულ კუნ­თებს ამუ­შა­ვებს და მათ შო­რის, ფილ­ტვებს ჰა­ე­რის შე­სუნ­თქვას აი­ძუ­ლებს. ასე სუნ­თქავს მას­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

წნე­ვის ცვა­ლე­ბა­დო­ბა სხე­უ­ლის მეტ-ნაკ­ლე­ბად სრულ­ყო­ფილ მუ­შა­ო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. სწო­რედ ამან შე­უ­ნარ­ჩუ­ნა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ცო­ცხლე პოლს და სხვა პა­ცი­ენ­ტებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
0

Ვფიქრობ იმ ქვეყნად საუკეთესო ადგილას მოხვდება

ლიაკო
2

რაოდენ დაუოკებელია სიცოცხლის წყურვილი. სანუკვარი და სანატრელი

 

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

გარდაიცვალა "ადამიანი, რკინის ფილტვებით“ - როგორ მუშაობს კაფსულა, რომელმაც პოლ ალექსანდერი 6 წლის ასაკში გადატანილი მძიმე დაავადების შემდეგ, 72 წელი აცოცხლა

გარდაიცვალა "ადამიანი, რკინის ფილტვებით“ - როგორ მუშაობს კაფსულა, რომელმაც  პოლ ალექსანდერი 6 წლის ასაკში გადატანილი მძიმე დაავადების შემდეგ, 72 წელი აცოცხლა

პოლ ალექსანდერი, მსოფლიოსთვის ცნობილი, როგორც "ადამიანი რკინის ფილტვებით“, 12 მარტს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან თაობებს დაუტოვა შეუპოვრობისა და ბრძოლის გმირული მაგალითი.

პოლს 1952 წელს, 6 წლის ასაკში დაუსვეს პოლიომიელიტის მწვავე ვირუსული დაავადების დიაგნოზი. ინფექციის მწვავე ფორმებისას, ვირუსი ნაწლავიდან გადაადგილდება და ცენტრალურ ნერვულ სისტემას უტევს, რომელიც თავის მხრივ კუნთების შესუსტებასა და საბოლოოდ, პარალიზებას იწვევს. ეს პროცესი შესაძლოა რამდენიმე საათში ან დღეში მოხდეს. იმ დროისთვის კი, როდესაც პატარა პოლი დაინფიცირდა, პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ეფექტიანი ვაქცინა ჯერ არ არსებობდა, მის შექმნამდე სულ რამდენიმე თვე იყო დარჩენილი...

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ცნობილი პაციენტი იხსენებდა, თავდაპირველად მას მშობლები სახლში მკურნალობდნენ, თუმცა 5 დღის შემდეგ, როდესაც სუნთქვა უკიდურესად გაუჭირდა, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. სწორედ იქ მოათავსეს პირველად რკინის “უარყოფითი წნევის ვენტილატორში“.

როგორც 2020 წელს The Guardian წერდა, პოლი ინფექციისგან გამოჯანმრთელდა, მაგრამ პოლიომიელიტის გამო კისრიდან დაბლა თითქმის მთლიანად პარალიზებული დარჩა და ის, რაც მისმა დიაფრაგმამ ვეღარ შეძლო, “რკინის ფილტვებმა“ გააკეთეს.

პოლმა სიცოცხლის მომდევნო 72 წელი ზურგზე დაწოლილმა გაატარა. მას თავთან ბალიში ედო და დანარჩენი სხეულით ლითონის ცილინდრში იყო მოთავსებული.

მიუხედავად მისი მდგომარეობისა, გამძლე ბიჭი აგრძელებდა კოლეჯში სწავლას, გახდა იურისტი და გამოსცა წიგნიც.

”პოლი იყო წარმოუდგენელი მისაბაძი მაგალითი, რომელიც თაობებს ემახსოვრება“, - წერს გარდაცვლილის მეგობარი კრისტოფერ ულმერი GoFundMe გვერდზე, რომელიც პოლის სამედიცინო ხარჯების დასაფარად მანვე შექმნა. მის გარდაცვალებამდე სულ 143 461 დოლარი შეგროვდა.

მიუხედავად მისი მდგომარეობისა, პოლმა დატოვა შთამბეჭდავი მემკვიდრეობა. მათ შორის, გახდა გინესის მსოფლიო რეკორდსმენი, როგორც ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი დრო გაატარა “რკინის ფილტვებში“.

ასევე, 21 წლის ასაკში გახდა პირველი ადამიანი, ვინც დალასის საშუალო სკოლა გაკვეთილზე ფიზიკურად დასწრების გარეშე დაამთავრა. სწავლობდა ტეხასის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლაში. ის ათწლეულების განმავლობაში იყო ადვოკატი დალასსა და ფორტ უორტში. სასამართლოში კლიენტებს სამი ცალი კოსტიუმით და მოდიფიცირებული ინვალიდის ეტლით წარმოადგენდა, რომელიც მის პარალიზებულ სხეულს კარგად ვერც კი იჭერდა.

პოლ ალექსანდერი არ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც რკინის კაფსულის დახმარებით იცოცხლა. მსოფლიოს ახსოვს კიდევ ერთი ქალის, მარტა მეისონის შეუპოვრობის ამბავი, რომელმაც “რკინის ფილტვებში“ 60 წელი გაატარა.

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრები მარტა მეისონი ბავშვობაში გადატანილი მძიმე დაავადების, ასევე პოლიომიელიტის გამო, სრულიად პარალიზებული დარჩა და მთელი ცხოვრება რკინის სამედიცინო მოწყობილობაში გაატარა.

პოლის მსგავსად, არც მარტა დანებებულა და სკოლისა და კოლეჯის დიპლომებიც მოიპოვა. ის მასპინძლობდა სხვადასხვა წვეულებებსა და წიგნებსაც წერდა.

ქალბატონი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

  • როგორ მუშაობს “რკინის ფილტვები?“

სამედიცინო მოწყობილობა "უარყოფითი წნევის ვენტილატორი“, იგივე“რკინის ფილტვები“ რესპირატორული დამბლით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად გამოიყენება.

მოწყობილობა ვაკუუმის დახმარებით უარყოფით წნევას ქმნის, რომელიც მოდუნებულ და პარალიზებულ კუნთებს ამუშავებს და მათ შორის, ფილტვებს ჰაერის შესუნთქვას აიძულებს. ასე სუნთქავს მასში მოთავსებული პაციენტი მთელი დღის განმავლობაში.

წნევის ცვალებადობა სხეულის მეტ-ნაკლებად სრულყოფილ მუშაობას განაპირობებს. სწორედ ამან შეუნარჩუნა წლების განმავლობაში სიცოცხლე პოლს და სხვა პაციენტებს.

იხილეთ ასევე:

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა