მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მურუსიძე, ჩინჩალაძის და სხვა მოსამართლეების შემდეგ, აშშ - მა კეზერაშვილსაც არ მისცა ვიზა - რა დასახელდა მიზეზად და რა გაასაჩივრა ექსმინისტრმა ამერიკულ სასამართლოში?
მურუსიძე, ჩინჩალაძის და სხვა მოსამართლეების შემდეგ, აშშ - მა კეზერაშვილსაც არ მისცა ვიზა -  რა დასახელდა მიზეზად და რა გაასაჩივრა ექსმინისტრმა ამერიკულ სასამართლოში?

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ თავ­დაც­ვის მი­ნისტრს, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს ვიზა არ მის­ცა, რის მი­ზე­ზა­დაც ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ზე ეჭვი და­სა­ხელ­და.

უა­რის მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად კე­ზე­რაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო დავა და­ი­წყო და სა­ჩი­ვა­რი კო­ლუმ­ბი­ის ოლ­ქის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში შე­ი­ტა­ნა. სარ­ჩე­ლი­დან ირ­კვე­ვა, რომ ვი­ზის გა­ცე­მა­ზე უა­რის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი აშშ-ს სა­ბა­ჟო და სა­ზღვრის დაც­ვის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს 2023 წლის პირ­ვე­ლი მა­ი­სით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა გახ­და. კონ­კრე­ტუ­ლად ის მუხ­ლი, რო­მელ­ზე დაყ­რდნო­ბი­თაც, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს აშშ-ს ვიზა არ მის­ცეს, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ზე ეჭვს გუ­ლის­ხმობს.

და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი თა­ვის მხრივ მო­ი­თხოვს, შეგ­როვ­დეს და გა­და­ე­ცეს ყვე­ლა ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ვი­ზა­ზე უა­რის თქმის მი­ზე­ზი გახ­და.

მო­პა­სუ­ხე მხა­რემ კე­ზე­რაშ­ვილს 2024 წლის 18 იან­ვარს უპა­სუ­ხა და გა­ნა­ცხა­და, რომ იც­ნობ­დნენ მო­სარ­ჩე­ლე მხა­რის მო­თხოვ­ნას, რის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც "რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად" მოხ­დე­ბო­და.

კო­ლუმ­ბი­ის ოლ­ქის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო წერს, რომ მო­პა­სუ­ხე მხა­რემ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა დრო­უ­ლად ვერ შე­ას­რუ­ლა და მო­სარ­ჩე­ლე მხა­რის მო­თხოვ­ნა დღემ­დე პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი რჩე­ბა. თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი მო­ი­თხოვს, გა­და­ე­ცეს ყვე­ლა ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ვი­ზა­ზე უა­რის თქმის მი­ზე­ზი გახ­და. სარ­ჩე­ლი კი, ვებგ­ვერ­დზე - Courtlistener.com გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მე­ლიც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­სა­მარ­თლო­ებ­ში შე­სულ სარ­ჩე­ლებს აგ­რო­ვებს და ასა­ჯა­რო­ებს. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ირ­კვე­ვა, რომ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის გა­ნა­ცხა­დი აშშ-ის ვი­ზის მი­სა­ღე­ბად კვიპ­როს­ში, აშშ-ს სა­ელ­ჩო­ში 2023 წლის 4 აპ­რილს შე­ვი­და, უარი კი 2023 წლის 18 ივ­ლისს მი­ი­ღო. ამ დრო­ის­თვის უკვე ცნო­ბი­ლი იყო BBC-ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის ერთ-ერთ მთა­ვარ ფი­გუ­რან­ტად, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი სა­ხელ­დე­ბო­და. სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის მო­თხოვ­ნა წარ­მო­ე­ბა­ში მი­ი­ღო, თუმ­ცა კე­ზე­რაშ­ვილს პა­სუ­ხი ამ დრომ­დე არ მი­უ­ღია. სარ­ჩე­ლი კო­ლუმ­ბი­ის სა­სა­მარ­თლო­ში 2024 წლის 20 თე­ბერ­ვალს და­რე­გის­ტრირ­და.

რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, აშშ-ს ვი­ზის არ­მი­ცე­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, BBC-ის ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას და კე­ზე­რაშ­ვი­ლის გვა­რის ამ სკან­დალ­ში გახ­ვე­ვას უკავ­შირ­დე­ბა.

ამ სა­კი­თხზე მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა გია ვოლ­სკიმ, რომ­ლის თქმი­თაც:

"ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ზე ეჭვი არის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ არ მის­ცენ ვიზა. ასე უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო ნე­ბის­მი­ე­რი ქვე­ყა­ნა, ეს არ არის მარ­ტო თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის სა­კი­თხი, ეს არის სა­მარ­თლებ­რი­ვი, გა­მარ­თუ­ლი ქვეყ­ნის მოქ­მე­დე­ბა და ნა­ბი­ჯი. კე­ზე­რაშ­ვი­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩარ­თუ­ლია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში და ის, რომ აპე­ლი­რებს იმა­ზე, რომ მისი სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და მის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე არ შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი, არის ფან­დი და სპე­კუ­ლა­ცია. ეს არის და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რის მი­მართ არას­წო­რი და უპა­ტივ­ცე­მუ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ამას სხვა რა შე­იძ­ლე­ბა და­ერ­ქვას, თუ არა უტიფ­რო­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი უცო­დი­ნა­რო­ბა, გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა“.

ექ­სპერ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ აქ უფრო მე­ტად პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი მუ­შა­ობს, ვიდ­რე სა­მარ­თლებ­რი­ვი და რო­გორც ჩანს, ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის, კერ­ძოდ ამე­რი­კის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში კე­ზე­რაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბა.

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე, პო­ლი­ტო­ლო­გი:

"კე­ზე­რაშ­ვი­ლის თე­მამ საკ­მა­ოდ ამო­ი­წია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში და ახლა ის ფაქ­ტი, რომ ის "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ აფი­ნან­სებს, მთე­ლი ეს პრო­ცე­სი ამე­რი­კის­თვის და სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, რა თქმა უნდა, კარ­გად ცნო­ბი­ლია. რო­გორც ჩანს, ის ამას გარ­კვე­ულ ან­გა­რიშს უწევს, ქოლ-ცენ­ტრე­ბის სა­კი­თხზეც არის რა­ღაც ეჭ­ვე­ბი და, ზო­გა­დად, კე­ზე­რაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მა­ინც და მა­ინც თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არაა და­სავ­ლეთ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვის დრო­ზე, რა­ღაც თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით საფ­რან­გე­თის სა­სა­მარ­თლომ ის გა­ა­მარ­თლა, მის მი­მართ ეჭ­ვე­ბი მა­ინც დარ­ჩა და არ­სე­ბობს. ალ­ბათ ეს არა­საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ბრა­ლია, მაგ­რამ არც იმას გა­მოვ­რი­ცხავ, რომ კე­ზე­რაშ­ვილ­სა და "ოც­ნე­ბას“ შო­რის გარ­კვე­უ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბიც ყო­ფი­ლი­ყო. ამ დაშ­ვე­ბის სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს თუნ­დაც ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა - თა­ვი­დან ივა­ნიშ­ვილ­სა და ჩხარ­ტიშ­ვილს შო­რის გახ­სოვთ, რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო, თით­ქოს სა­თო­ფე­ზე არ იკა­რებ­და და დღეს ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ფა­რულ კა­ბი­ნეტ­ში, თუ ოჯა­ხურ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ერთ-ერთი და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი კა­ცია. ამი­ტომ რა თქმა უნდა, არც მათ შო­რის გა­რი­გე­ბას გა­მოვ­რი­ცხავ, ივა­ნიშ­ვი­ლი ნე­ბის­მი­ერ­თან წა­ვი­დო­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე, მათ შო­რის - კე­ზე­რაშ­ვილ­თან. ახ­ლაც ეს ვა­რი­ან­ტე­ბი მი­დის ალ­ბათ და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია, რო­გორც სა­ფუძ­ვე­ლი იმის­თვის, რომ აშშ-ს მის­თვის ვი­ზა­ზე უარი ეთ­ქვა.

აქ უფრო მე­ტად პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი მუ­შა­ობს, ვიდ­რე სა­მარ­თლებ­რი­ვი, ვნა­ხოთ, რას იტყვის კო­ლუმ­ბი­ის სა­სა­მარ­თლო, მაგ­რამ მა­ინც მგო­ნია, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, ასეთ ჭრილ­ში უფ­როა და­ნა­ხუ­ლი კე­ზე­რაშ­ვი­ლი, მისი პი­როვ­ნე­ბა თუ პო­ლი­ტი­კუ­რი სახე.

სა­ფუძ­ვლად ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ზე ეჭვი კი და­ა­სა­ხე­ლა სა­სა­მარ­თლომ, მაგ­რამ რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა ეს დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ან რა სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა კე­ზე­რაშ­ვილ­მა, ამას ვერ გე­ტყვით. შე­იძ­ლე­ბა მას მოს­თხო­ვონ სა­ბუ­თე­ბი, ან ამე­რი­კის მხა­რემ მოს­თხო­ვოს და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში, ვფიქ­რობ, რომ მთლი­ა­ნო­ბა­ში ეს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სია. დღეს, რო­გორც ჩანს, ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის, კერ­ძოდ ამე­რი­კის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბა.

როცა ვამ­ბობ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სია, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფერს ვგუ­ლის­ხმობ, მათ შო­რის იმა­საც, რომ და­ვუშ­ვათ, კე­ზე­რაშ­ვი­ლის "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" ურ­თი­ერ­თო­ბა რა­ღაც გა­რი­გე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იყო. ასე ღიად შე­მოს­ვლა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში რა­ღაც­ნა­ი­რად სა­ეჭ­ვოა იმი­ტომ, რომ ამ შე­დე­გებს რომ რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და, თვალ­სა­ჩი­ნო იყო. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ორად გა­ი­ყო, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­ი­ნაღ­და პირ­ვე­ლი ად­გი­ლი - და­ტო­ვა სა­მიზ­ნე, ანუ მუდ­მი­ვად ილა­პა­რა­კებს საფრ­თხე­ზე, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი“ მო­დი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და მო­დი­ან კო­ლექ­ტი­უ­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი", ანუ პრო­პა­გან­დის ეს საფრ­თხე დარ­ჩა, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა ისაა, რომ მე­ლია-გვა­რა­მი­ას ტან­დე­მი ენმ-ს ხმებს ნამ­დვი­ლად გა­ყოფს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ პირ­ველ ად­გილ­ზე გას­ვლა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია. თუ ახლა მო­ამ­რავ­ლებს 1%-იან პარ­ტი­ებს, მა­შინ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს ძა­ლა­უფ­ლე­ბის მი­ნი­მუმ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და კაც­მა რომ თქვას, არც სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე იტყვი­ან უარს“.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­სუ­ლი წლის 5 აპ­რილს აშშ-ის მთავ­რო­ბამ სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა და ასე­ვე აუკ­რძა­ლა აშშ-ში შეს­ვლა სა­ქარ­თვე­ლოს სამ მოქ­მედ და ერთ ყო­ფილ მო­სა­მარ­თლეს:

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რეს მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რს, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეს ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს, ყო­ფილ მო­სა­მარ­თლე ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძეს.

  • აშშ-ს სა­ელ­ჩომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­მარ­ტა, რომ აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს აქვს სან­დო ინ­ფორ­მა­ცია, რომ სან­ქცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ მნიშ­ვნე­ლო­ვან კო­რუფ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სა­სა­მარ­თლო­ში მათი მოქ­მედ თუ წინა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში. მათი კო­რუფ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით ისი­ნი აზი­ა­ნებ­დნენ სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებს.

ამ აქტს ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ "სა­ელ­ჩოს მხრი­დან მო­რა­ლუ­რი ტე­რო­რი“ უწო­და.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნეჯე
0

თუ სამართალი მართლაც ჭამს პურს, კეზერა, თემურ ალასანია და მიხეილ სააკაშვილი დიდი ხნით უნდა იყვნენ გამოკეტილი საპატიმროში. საქართველოს ტერიტორიაზე ორი ახალი დეფაქტო სუბიექტის გაჩენა მათი დამსახურებაა.

კოლორადო
8

კეზერაშვილი მაგ სასამართლოს მოიგებს. ალილო და ხვალილოო მალე ნახავთ და გაიგებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

მურუსიძე, ჩინჩალაძის და სხვა მოსამართლეების შემდეგ, აშშ - მა კეზერაშვილსაც არ მისცა ვიზა - რა დასახელდა მიზეზად და რა გაასაჩივრა ექსმინისტრმა ამერიკულ სასამართლოში?

მურუსიძე, ჩინჩალაძის და სხვა მოსამართლეების შემდეგ, აშშ - მა კეზერაშვილსაც არ მისცა ვიზა -  რა დასახელდა მიზეზად და რა გაასაჩივრა ექსმინისტრმა ამერიკულ სასამართლოში?

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა, რის მიზეზადაც ფულის გათეთრებაზე ეჭვი დასახელდა.

უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა. კონკრეტულად ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

დავით კეზერაშვილი თავის მხრივ მოითხოვს, შეგროვდეს და გადაეცეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ვიზაზე უარის თქმის მიზეზი გახდა.

მოპასუხე მხარემ კეზერაშვილს 2024 წლის 18 იანვარს უპასუხა და განაცხადა, რომ იცნობდნენ მოსარჩელე მხარის მოთხოვნას, რის დაკმაყოფილებაც "რაც შეიძლება სწრაფად" მოხდებოდა.

კოლუმბიის ოლქის რაიონული სასამართლო წერს, რომ მოპასუხე მხარემ ვალდებულება დროულად ვერ შეასრულა და მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დღემდე პასუხგაუცემელი რჩება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი მოითხოვს, გადაეცეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ვიზაზე უარის თქმის მიზეზი გახდა. სარჩელი კი, ვებგვერდზე - Courtlistener.com გამოქვეყნდა, რომელიც შეერთებული შტატების სასამართლოებში შესულ სარჩელებს აგროვებს და ასაჯაროებს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ დავით კეზერაშვილის განაცხადი აშშ-ის ვიზის მისაღებად კვიპროსში, აშშ-ს საელჩოში 2023 წლის 4 აპრილს შევიდა, უარი კი 2023 წლის 18 ივლისს მიიღო. ამ დროისთვის უკვე ცნობილი იყო BBC-ის მიერ წარმოებული ჟურნალისტური გამოძიების შესახებ, რომელშიც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად, დავით კეზერაშვილი სახელდებოდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოთხოვნა წარმოებაში მიიღო, თუმცა კეზერაშვილს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. სარჩელი კოლუმბიის სასამართლოში 2024 წლის 20 თებერვალს დარეგისტრირდა.

როგორც "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, აშშ-ს ვიზის არმიცემა, სავარაუდოდ, BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას და კეზერაშვილის გვარის ამ სკანდალში გახვევას უკავშირდება.

ამ საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა გია ვოლსკიმ, რომლის თქმითაც:

"ფულის გათეთრებაზე ეჭვი არის საფუძველი, რომ არ მისცენ ვიზა. ასე უნდა მოქცეულიყო ნებისმიერი ქვეყანა, ეს არ არის მარტო თავმოყვარეობის საკითხი, ეს არის სამართლებრივი, გამართული ქვეყნის მოქმედება და ნაბიჯი. კეზერაშვილი, ფაქტობრივად, ჩართულია ქართულ პოლიტიკაში და ის, რომ აპელირებს იმაზე, რომ მისი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს და მის ბრალეულობაზე არ შეიძლება ლაპარაკი, არის ფანდი და სპეკულაცია. ეს არის დასავლელი პარტნიორის მიმართ არასწორი და უპატივცემულო დამოკიდებულება, ამას სხვა რა შეიძლება დაერქვას, თუ არა უტიფრობა, პოლიტიკური უცოდინარობა, გაუნათლებლობა“.

ექსპერტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ აქ უფრო მეტად პოლიტიკური ფაქტორი მუშაობს, ვიდრე სამართლებრივი და როგორც ჩანს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების, კერძოდ ამერიკის მხრიდან საქართველოში კეზერაშვილის პოლიტიკური საქმიანობის ავკარგიანობა სერიოზულად განიხილება.

ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი:

"კეზერაშვილის თემამ საკმაოდ ამოიწია ქართულ პოლიტიკაში და ახლა ის ფაქტი, რომ ის "ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებს, მთელი ეს პროცესი ამერიკისთვის და სადაზვერვო სამსახურებისთვის, რა თქმა უნდა, კარგად ცნობილია. როგორც ჩანს, ის ამას გარკვეულ ანგარიშს უწევს, ქოლ-ცენტრების საკითხზეც არის რაღაც ეჭვები და, ზოგადად, კეზერაშვილთან მიმართებაში მაინც და მაინც თბილი დამოკიდებულება არაა დასავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე, რაღაც თემებთან დაკავშირებით საფრანგეთის სასამართლომ ის გაამართლა, მის მიმართ ეჭვები მაინც დარჩა და არსებობს. ალბათ ეს არასაკმარისი მტკიცებულებების ბრალია, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ კეზერაშვილსა და "ოცნებას“ შორის გარკვეული მოლაპარაკებებიც ყოფილიყო. ამ დაშვების საფუძველს მაძლევს თუნდაც ასეთი დამოკიდებულება - თავიდან ივანიშვილსა და ჩხარტიშვილს შორის გახსოვთ, რა დამოკიდებულება იყო, თითქოს სათოფეზე არ იკარებდა და დღეს ვანო ჩხარტიშვილი ფარულ კაბინეტში, თუ ოჯახურ სამზარეულოში ერთ-ერთი დაწინაურებული კაცია. ამიტომ რა თქმა უნდა, არც მათ შორის გარიგებას გამოვრიცხავ, ივანიშვილი ნებისმიერთან წავიდოდა მოლაპარაკებაზე, მათ შორის - კეზერაშვილთან. ახლაც ეს ვარიანტები მიდის ალბათ და გამოყენებულია, როგორც საფუძველი იმისთვის, რომ აშშ-ს მისთვის ვიზაზე უარი ეთქვა.

აქ უფრო მეტად პოლიტიკური ფაქტორი მუშაობს, ვიდრე სამართლებრივი, ვნახოთ, რას იტყვის კოლუმბიის სასამართლო, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ასეთ ჭრილში უფროა დანახული კეზერაშვილი, მისი პიროვნება თუ პოლიტიკური სახე.

საფუძვლად ფულის გათეთრებაზე ეჭვი კი დაასახელა სასამართლომ, მაგრამ რამდენად იქნება ეს დამტკიცებული ან რა სარჩელი შეიტანა კეზერაშვილმა, ამას ვერ გეტყვით. შეიძლება მას მოსთხოვონ საბუთები, ან ამერიკის მხარემ მოსთხოვოს დამამტკიცებელი არგუმენტები, მაგრამ ყველა ვარიანტში, ვფიქრობ, რომ მთლიანობაში ეს პოლიტიკური პროცესია. დღეს, როგორც ჩანს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების, კერძოდ ამერიკის მხრიდან საქართველოში მისი პოლიტიკური საქმიანობის ავკარგიანობა სერიოზულად განიხილება.

როცა ვამბობ, რომ პოლიტიკური პროცესია, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვგულისხმობ, მათ შორის იმასაც, რომ დავუშვათ, კეზერაშვილის "ნაციონალებთან" ურთიერთობა რაღაც გარიგების საფუძველი იყო. ასე ღიად შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში რაღაცნაირად საეჭვოა იმიტომ, რომ ამ შედეგებს რომ რეაქციები მოჰყვებოდა, თვალსაჩინო იყო. რაც შეეხება იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ ორად გაიყო, ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ“ გაინაღდა პირველი ადგილი - დატოვა სამიზნე, ანუ მუდმივად ილაპარაკებს საფრთხეზე, რომ "ნაციონალები“ მოდიან ხელისუფლებაში და მოდიან კოლექტიური "ნაციონალები", ანუ პროპაგანდის ეს საფრთხე დარჩა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ მელია-გვარამიას ტანდემი ენმ-ს ხმებს ნამდვილად გაყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნებისთვის“ პირველ ადგილზე გასვლა გარანტირებულია. თუ ახლა მოამრავლებს 1%-იან პარტიებს, მაშინ გარანტირებული აქვს ძალაუფლების მინიმუმ შენარჩუნება და კაცმა რომ თქვას, არც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე იტყვიან უარს“.

შეგახსენებთ, გასული წლის 5 აპრილს აშშ-ის მთავრობამ სანქციები დაუწესა და ასევე აუკრძალა აშშ-ში შესვლა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიას

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს.

  • აშშ-ს საელჩომ საქართველოში განმარტა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედ თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში. მათი კორუფციული ქმედებებით ისინი აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს.

ამ აქტს ლევან მურუსიძემ "საელჩოს მხრიდან მორალური ტერორი“ უწოდა.