მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მზადდებოდა შუმერული ლუდი, რომელსაც თავისი ქალღმერთი ჰყავდა - არქეოლოგებმა უძველესი რეცეპტი აღადგინეს
როგორ მზადდებოდა შუმერული ლუდი, რომელსაც თავისი ქალღმერთი ჰყავდა -  არქეოლოგებმა უძველესი რეცეპტი  აღადგინეს

ლუდი ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი სას­მე­ლია, რო­მელ­საც კა­ცობ­რი­ო­ბა რამ­დე­ნი­მე ათა­სი წე­ლია მი­ირ­თმევს. ზო­გი­ერთ უძ­ვე­ლეს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­ში ლუდი პურ­თან ერ­თად მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ყო­ველ­დღი­ურ მე­ნი­უ­ში.

შუ­მე­რე­ბი და ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი ლუ­დის გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ცეპტს ფლობ­დნენ. მა­გა­ლი­თად, შუ­მე­რებს ლუ­დის სა­კუ­თა­რი ქალღმერ­თი - ნინ­კა­სი ჰყავ­დათ. ის­ტო­რი­კო­სე­ბის აზ­რით, შუ­მე­რებ­მა ჯერ კი­დევ ფუ­ლის გა­მო­გო­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნით ადრე გა­მო­ი­გო­ნეს ლუდი და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას რო­გორც გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბას იყე­ნებ­დნენ.

გარ­და უამ­რა­ვი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნი­სა, ლუ­დის გამ­ხმა­რი ნაშ­თე­ბი­თა და ნა­პოვ­ნი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით, ის­ტო­რი­კო­სებ­მა მო­ა­ხერ­ხეს შუ­მე­რუ­ლი ლუ­დის რე­ცეპ­ტის აღ­დგე­ნა. ამა­ში ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რათ შუ­მე­რუ­ლი ლექ­სი, "ნინ­კა­სის ჰიმ­ნი“ რო­მე­ლიც თი­ხის ფი­ლებ­ზე იყო და­წე­რი­ლი. ლექ­სი თარ­გმნა ჩი­კა­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის შუ­მე­რო­ლო­გი­ის პრო­ფე­სორ­მა მი­გელ სი­ვილ­მა, ხოლო Anchor Brewing Company-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, სანფრან­ცის­კო­ელ­მა ფრიც მა­ი­ტაგ­მა მის­გან ხე­ლახ­ლა შექ­მნა რე­ცეპ­ტი,

რომ­ლის მი­ხედ­ვით, მი­ღე­ბუ­ლი სას­მე­ლი ნა­ხევ­რად მშრა­ლია და სუ­ლაც არ აქვს მწა­რე გემო. ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლო­ბით 3,5%-ით კი თა­ნა­მედ­რო­ვე ლუდ­თან ახ­ლოს დგას.

  • შუ­მე­რუ­ლი ხარ­შვის ტექ­ნო­ლო­გია

უძ­ვე­ლე­სი ლუ­დის დამ­ზა­დე­ბა ბუ­ნებ­რივ ფერ­მენ­ტა­ცი­ას ეფუძ­ნე­ბო­და. მკვლევ­რებ­მა ასე­ვე და­ად­გი­ნეს, რომ შუ­მე­რუ­ლი ლუდი მზად­დე­ბო­და სვი­ის გა­რე­შე, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის უც­ნო­ბი იყო მე­სო­პო­ტა­მი­ა­ში, ამი­ტომ ლუდს გა­ცი­ე­ბის­თა­ნა­ვე სვამ­დნენ დიდი ჩა­ლის დო­ქე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

ნინ­კა­სის ჰიმ­ნი დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს შუ­მე­რუ­ლი ხარ­შვის ტექ­ნო­ლო­გი­ის ეტა­პებს. პრო­ცე­სი სპე­ცი­ა­ლურ ორ­მო­ში იწყე­ბო­და, სა­დაც დაფშვნილ ბა­პირს (შუ­მე­რუ­ლი ქე­რის პური) ამა­ტებ­დნენ თაფლს, ფი­ნიკს და აცხობ­დნენ ღუ­მელ­ში. მი­ღე­ბულ ფა­ფი­სე­ბურ მა­სას, ტო­ვებ­დნენ და­დუ­ღე­ბამ­დე, შემ­დეგ წუ­რავ­დნენ, ამა­ტებ­დნენ ღვი­ნოს და თაფლს და ისევ ადუ­ღებ­დნენ. მი­ღე­ბულ ნა­რევს ფილტრავ­დნენ და გა­დაჰ­ქონ­დათ სპე­ცი­ა­ლურ ჭურ­ჭელ­ში, აცი­ებ­დნენ და დო­ქე­ბით სვამ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიახ
0

ანუ ღვინო უკვე ქონდათ სანამ ლუდს მოიგონებდნენ

Ჟანა
0

რა ფასი ქონდა ერᲗ ბოᲗლს მაᲨინ? 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

როგორ მზადდებოდა შუმერული ლუდი, რომელსაც თავისი ქალღმერთი ჰყავდა - არქეოლოგებმა უძველესი რეცეპტი აღადგინეს

როგორ მზადდებოდა შუმერული ლუდი, რომელსაც თავისი ქალღმერთი ჰყავდა -  არქეოლოგებმა უძველესი რეცეპტი  აღადგინეს

ლუდი ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი სასმელია, რომელსაც კაცობრიობა რამდენიმე ათასი წელია მიირთმევს. ზოგიერთ უძველეს ცივილიზაციაში ლუდი პურთან ერთად მოხსენიებულია ყოველდღიურ მენიუში.

შუმერები და ძველი ეგვიპტელები ლუდის განსაკუთრებულ რეცეპტს ფლობდნენ. მაგალითად, შუმერებს ლუდის საკუთარი ქალღმერთი - ნინკასი ჰყავდათ. ისტორიკოსების აზრით, შუმერებმა ჯერ კიდევ ფულის გამოგონებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე გამოიგონეს ლუდი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მას როგორც გადახდის საშუალებას იყენებდნენ.

გარდა უამრავი არქეოლოგიური აღმოჩენისა, ლუდის გამხმარი ნაშთებითა და ნაპოვნი ინგრედიენტებით, ისტორიკოსებმა მოახერხეს შუმერული ლუდის რეცეპტის აღდგენა. ამაში ძალიან დაეხმარათ შუმერული ლექსი, "ნინკასის ჰიმნი“ რომელიც თიხის ფილებზე იყო დაწერილი. ლექსი თარგმნა ჩიკაგოს უნივერსიტეტის შუმეროლოგიის პროფესორმა მიგელ სივილმა, ხოლო Anchor Brewing Company-ის დამფუძნებელმა, სანფრანცისკოელმა ფრიც მაიტაგმა მისგან ხელახლა შექმნა რეცეპტი,

რომლის მიხედვით, მიღებული სასმელი ნახევრად მშრალია და სულაც არ აქვს მწარე გემო. ალკოჰოლის შემცველობით 3,5%-ით კი თანამედროვე ლუდთან ახლოს დგას.

  • შუმერული ხარშვის ტექნოლოგია

უძველესი ლუდის დამზადება ბუნებრივ ფერმენტაციას ეფუძნებოდა. მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ შუმერული ლუდი მზადდებოდა სვიის გარეშე, რომელიც იმ დროისთვის უცნობი იყო მესოპოტამიაში, ამიტომ ლუდს გაციებისთანავე სვამდნენ დიდი ჩალის დოქების საშუალებით.

ნინკასის ჰიმნი დეტალურად აღწერს შუმერული ხარშვის ტექნოლოგიის ეტაპებს. პროცესი სპეციალურ ორმოში იწყებოდა, სადაც დაფშვნილ ბაპირს (შუმერული ქერის პური) ამატებდნენ თაფლს, ფინიკს და აცხობდნენ ღუმელში. მიღებულ ფაფისებურ მასას, ტოვებდნენ დადუღებამდე, შემდეგ წურავდნენ, ამატებდნენ ღვინოს და თაფლს და ისევ ადუღებდნენ. მიღებულ ნარევს ფილტრავდნენ და გადაჰქონდათ სპეციალურ ჭურჭელში, აციებდნენ და დოქებით სვამდნენ.