მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსეი ნავალნის თანაგუნდელი ლეონიდ ვოლკოვი ჩაქუჩით სცემეს - "ეს პოლიტიკური თავდასხმა იყო, ამაში ეჭვი არ მეპარება"
ალექსეი ნავალნის თანაგუნდელი ლეონიდ ვოლკოვი ჩაქუჩით სცემეს - "ეს პოლიტიკური თავდასხმა იყო, ამაში ეჭვი არ მეპარება"

გარ­დაც­ვლი­ლი რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის დიდი ხნის მო­კავ­ში­რეს ლე­ო­ნიდ ვოლ­კოვს ლი­ე­ტუ­ვა­ში, სა­კუ­თარ სახ­ლთან თავს და­ესხნენ. "ლე­ო­ნიდ ვოლ­კოვს სამ­შა­ბათს ღა­მით ვილ­ნი­უს­ში ჩა­ქუ­ჩი­თა და ცრემლსა­დე­ნი გა­ზით გა­უს­წორ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და ნა­ვალ­ნის სპი­კერ­მა კირა იარ­მიშ­მა. სა­ვა­რა­უ­დო თავ­დამ­სხმე­ლის ვი­ნა­ო­ბა, ისე­ვე რო­გორც მისი მო­ტი­ვი, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

  • სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Reuters-ის ცნო­ბით, ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ლი­ე­ტუ­ვის პო­ლი­ცი­აც ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია და გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ნა­ვალ­ნის გუნ­დის კი­დევ ერ­თმა წევ­რმა, ივან ჟდა­ნოვ­მა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნა­ცე­მი ვოლ­კო­ვის ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. კი­თხვა­ზე, უთხრა თუ არა თავ­დამ­სხმელ­მა ვოლ­კოვს რა­ი­მე, ჟდა­ნოვ­მა უპა­სუ­ხა: "ყვე­ლა­ფე­რი სი­ჩუ­მე­ში მოხ­და. ორი აზრი არაა, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­დას­ხმა იყო, ამა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბა".

ვოლ­კო­ვის მე­უღ­ლემ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ქმა­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან მო­ტე­ხი­ლი ხე­ლით დაბ­რუნ­და და დას­ძი­ნა, რომ ფეხ­ში ჩა­ქუ­ჩის ჩარ­ტყმის გამო მას სი­ა­რუ­ლი არ შე­ეძ­ლო. "ჩვენ ყვე­ლა­ნი კი­დევ უფრო მეტს ვი­მუ­შა­ვებთ, კი­დევ უფრო მეტი ბრა­ზით",- და­წე­რა მან სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა X-ზე.

ვოლ­კო­ვი თა­ვი­სი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის ფარ­გლებს გა­რეთ ცხოვ­რობ­და და ნა­ვალ­ნის შტა­ბის უფ­რო­სად მა­ნამ მუ­შა­ობ­და, სა­ნამ ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი გა­სულ თვე­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად არ გარ­და­იც­ვა­ლა.

ვოლ­კო­ვი შარ­შან­დლამ­დე ნა­ვალ­ნის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ფონ­დის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას ას­რუ­ლებ­და. თა­ნამ­დე­ბო­ბა მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც გამ­ჟღავ­ნდა, რომ მან ხელი მო­ა­წე­რა წე­რი­ლებს, რომ­ლე­ბი­თაც ევ­რო­კავ­შირს რუ­სუ­ლი სან­ქცი­ე­ბის მოხ­სნის­კენ მო­უ­წო­დებ­და.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩეგე
0

მაგარი თავი ჰქონია....

.
0

ჩვენ ყველა ჩაქუჩი თურქეთში გავყიდეთ ,რუსებმა არა:)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ალექსეი ნავალნის თანაგუნდელი ლეონიდ ვოლკოვი ჩაქუჩით სცემეს - "ეს პოლიტიკური თავდასხმა იყო, ამაში ეჭვი არ მეპარება"

ალექსეი ნავალნის თანაგუნდელი ლეონიდ ვოლკოვი ჩაქუჩით სცემეს - "ეს პოლიტიკური თავდასხმა იყო, ამაში ეჭვი არ მეპარება"

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დიდი ხნის მოკავშირეს ლეონიდ ვოლკოვს ლიეტუვაში, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. "ლეონიდ ვოლკოვს სამშაბათს ღამით ვილნიუსში ჩაქუჩითა და ცრემლსადენი გაზით გაუსწორდნენ", - განაცხადა ნავალნის სპიკერმა კირა იარმიშმა. სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა, ისევე როგორც მისი მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.

  • საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ინციდენტის შესახებ ლიეტუვის პოლიციაც ინფორმირებულია და გამოძიება მიმდინარეობს.

ნავალნის გუნდის კიდევ ერთმა წევრმა, ივან ჟდანოვმა, სოციალურ ქსელში ნაცემი ვოლკოვის ფოტოები გამოაქვეყნა. კითხვაზე, უთხრა თუ არა თავდამსხმელმა ვოლკოვს რაიმე, ჟდანოვმა უპასუხა: "ყველაფერი სიჩუმეში მოხდა. ორი აზრი არაა, რომ ეს პოლიტიკური თავდასხმა იყო, ამაში ეჭვი არ მეპარება".

ვოლკოვის მეუღლემ განაცხადა, რომ მისი ქმარი საავადმყოფოდან მოტეხილი ხელით დაბრუნდა და დასძინა, რომ ფეხში ჩაქუჩის ჩარტყმის გამო მას სიარული არ შეეძლო. "ჩვენ ყველანი კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებთ, კიდევ უფრო მეტი ბრაზით",- დაწერა მან სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ვოლკოვი თავისივე უსაფრთხოებისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობდა და ნავალნის შტაბის უფროსად მანამ მუშაობდა, სანამ ოპოზიციის ლიდერი გასულ თვეში მოულოდნელად არ გარდაიცვალა.

ვოლკოვი შარშანდლამდე ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის თავმჯდომარის თანამდებობას ასრულებდა. თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გამჟღავნდა, რომ მან ხელი მოაწერა წერილებს, რომლებითაც ევროკავშირს რუსული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებდა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა