სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შერონ სტოუნის აღიარება 31 წლის შემდეგ -  მსახიობი იმ პროდიუსერის ვინაობას ამხელს, რომელმაც მას კოლეგასთან სქესობრივი კავშირის დამყარება აიძულა
შერონ სტოუნის აღიარება 31 წლის შემდეგ -  მსახიობი იმ პროდიუსერის ვინაობას ამხელს, რომელმაც მას კოლეგასთან სქესობრივი კავშირის დამყარება აიძულა

შე­რონ სტო­უნ­მა სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც გა­ამ­ჟღავ­ნა იმ პრო­დი­უ­სე­რის სა­ხე­ლი, რო­მელ­მაც მას კო­ლე­გა მსა­ხი­ობ­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა აი­ძუ­ლა. მსა­ხი­ობ­მა გა­ამ­ხი­ლა, რომ ეს პრო­დი­უ­სე­რი რო­ბერტ ევან­სი იყო, ის­ტო­რია კი 1993 წელს ფილმ "ვერ­ცხლის" გა­და­ღე­ბებს ეხე­ბო­და. მისი თქმით, პრო­დი­უ­სერ­მა მსა­ხი­ობს კო­ლე­გა ბილ ბოლ­დუ­ინ­თან და­წო­ლა იმი­ტომ აი­ძუ­ლა, რომ გარ­კვე­უ­ლი სცე­ნე­ბი ფილმში უფრო რე­ა­ლის­ტუ­რი ყო­ფი­ლი­ყო.

"მან თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში და­მი­ბა­რა. მზის სათ­ვა­ლე­ე­ბი ეკე­თა და წინ და უკან და­დი­ო­და. თან მიხ­სნი­და, რომ მას ავა გარ­დნერ­თან ეძი­ნა, მე კი ბილი ბოლ­დუ­ინ­თან უნდა დავ­წო­ლი­ლი­ყა­ვი. მარ­წმუ­ნებ­და, რომ თუ ბი­ლის­თან სექ­სი მექ­ნე­ბო­და, ბილი როლს უკე­თე­სად შე­ას­რუ­ლებ­და. ისიც თქვა, რომ ჩვენ ბილი გვჭირ­დე­ბო­და, რათა ფილ­მი უკე­თე­სი გა­მო­სუ­ლი­ყო",- ყვე­ბო­და შე­რონ სტო­უ­ნი "ლუი თე­როს" პოდ­კას­ტში.

  • პრო­დი­უ­სე­რი შე­რონს არ­წმუ­ნებ­და, რომ თუ ბოლ­დუ­ინ­თან სქე­სობ­რივ კავ­შირს და­ამ­ყა­რებ­და, წყვილს ეკ­რან­ზე უკე­თე­სი ქი­მია ექ­ნე­ბო­და, რაც ფილ­მს "გა­და­არ­ჩენ­და".

შე­რონ სტო­უნ­მა ეს ის­ტო­რია სა­ჯა­როდ პირ­ვე­ლად თა­ვის 2021 წლის მე­მუ­ა­რებ­ში გა­ა­ზი­ა­რა, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია. მე­მუ­ა­რებ­ში მსა­ხი­ობ­მა ისიც აღი­ა­რა, რომ კი­ნო­რე­ჟი­სო­რებ­მა მის რჩე­ვას არ მო­უს­მი­ნეს და ისე შე­ურ­ჩი­ეს ფილმ "ვერ­ცხლში" მე­წყვი­ლე: "მა­იკლ დუ­გ­ლას­თან სა­ერ­თოდ არ მჭირ­დე­ბო­და სექ­სის ქონა. მა­იკ­ლი თა­ვი­სი საქ­მის ნამ­დვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო. ახლა კი ისეთ ხალ­ხთან მოვ­ხვდი, ვინც კო­ლე­გებ­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბას მა­ი­ძუ­ლებ­და",- წერ­და სტო­უ­ნი.

"ფიქ­რობ, მას­თან თუ დავ­წვე­ბი კარ­გი მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბა? მათ შე­ეძ­ლოთ უფრო ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი ეპო­ვათ, ისე­თი, ვი­საც სცე­ნის გად­მო­ცე­მა და სა­კუ­თა­რი სტრი­ქო­ნე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა შე­ეძ­ლო. ჩემი პრო­ფე­სია თა­მა­შია და სწო­რედ ეს ვუ­პა­სუ­ხე".

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ვერცხლი (Silver) არ არის სწორი, ფილმის სახელწოდება "Sliver" (Щепка, ნაფოტი)

სსს
11

ეგ ნაღდად პუტინის მოსყიდულია თორემ ამერიკაში დემოკრატიის ოაზისში მსგავსი შეუძლებელია. ვისაც არგჯერათ ინგას კითხეთ გრიგოლიას ანაც სალომეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

შერონ სტოუნის აღიარება 31 წლის შემდეგ -  მსახიობი იმ პროდიუსერის ვინაობას ამხელს, რომელმაც მას კოლეგასთან სქესობრივი კავშირის დამყარება აიძულა

შერონ სტოუნის აღიარება 31 წლის შემდეგ -  მსახიობი იმ პროდიუსერის ვინაობას ამხელს, რომელმაც მას კოლეგასთან სქესობრივი კავშირის დამყარება აიძულა

შერონ სტოუნმა საბოლოოდ მაინც გაამჟღავნა იმ პროდიუსერის სახელი, რომელმაც მას კოლეგა მსახიობთან სქესობრივი კავშირის დამყარება აიძულა. მსახიობმა გაამხილა, რომ ეს პროდიუსერი რობერტ ევანსი იყო, ისტორია კი 1993 წელს ფილმ "ვერცხლის" გადაღებებს ეხებოდა. მისი თქმით, პროდიუსერმა მსახიობს კოლეგა ბილ ბოლდუინთან დაწოლა იმიტომ აიძულა, რომ გარკვეული სცენები ფილმში უფრო რეალისტური ყოფილიყო.

"მან თავის კაბინეტში დამიბარა. მზის სათვალეები ეკეთა და წინ და უკან დადიოდა. თან მიხსნიდა, რომ მას ავა გარდნერთან ეძინა, მე კი ბილი ბოლდუინთან უნდა დავწოლილიყავი. მარწმუნებდა, რომ თუ ბილისთან სექსი მექნებოდა, ბილი როლს უკეთესად შეასრულებდა. ისიც თქვა, რომ ჩვენ ბილი გვჭირდებოდა, რათა ფილმი უკეთესი გამოსულიყო",- ყვებოდა შერონ სტოუნი "ლუი თეროს" პოდკასტში.

  • პროდიუსერი შერონს არწმუნებდა, რომ თუ ბოლდუინთან სქესობრივ კავშირს დაამყარებდა, წყვილს ეკრანზე უკეთესი ქიმია ექნებოდა, რაც ფილმს "გადაარჩენდა".

შერონ სტოუნმა ეს ისტორია საჯაროდ პირველად თავის 2021 წლის მემუარებში გააზიარა, მაგრამ კონკრეტული პიროვნებები არ დაუსახელებია. მემუარებში მსახიობმა ისიც აღიარა, რომ კინორეჟისორებმა მის რჩევას არ მოუსმინეს და ისე შეურჩიეს ფილმ "ვერცხლში" მეწყვილე: "მაიკლ დუგლასთან საერთოდ არ მჭირდებოდა სექსის ქონა. მაიკლი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი იყო. ახლა კი ისეთ ხალხთან მოვხვდი, ვინც კოლეგებთან სქესობრივი კავშირის დამყარებას მაიძულებდა",- წერდა სტოუნი.

"ფიქრობ, მასთან თუ დავწვები კარგი მსახიობი გახდება? მათ შეეძლოთ უფრო ნიჭიერი მსახიობი ეპოვათ, ისეთი, ვისაც სცენის გადმოცემა და საკუთარი სტრიქონების დამახსოვრება შეეძლო. ჩემი პროფესია თამაშია და სწორედ ეს ვუპასუხე".

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა