"მანქანის ფასები ზაფხულიდან გაიზრდება, თუ ადრე ერთი ნაწილის შეღებვა 70 ლარი ღირდა, ახლა 200 ლარი ღირს" - ამბობს ავტოიმპორტიორი კომპანია Dove Line-ის წარმომადგენელი ჯაბა გოგინაშვილი.
"ახლა საკმაოდ არასტაბილური მდგომარეობაა, მარკეტიც არასტაბილური იყო იანვარ-თებერვალში და ეს თითქმის ყოველთვის ასეა. ამინდების გამოსვლასთან ერთად ველოდებით მოთხოვნის გაზრდას, რასაც ავტომატურად მოჰყვება ფასების მატება ავტომობილებზე.
ეს იმით აიხსნება, რომ ყაზახეთსა და ყირგიზეთში, უფრო მეტად გაზაფხულ-ზაფხულზე გაყავთ მანქანები, რადგან იქ საკმაოდ მკაცრი ჰავაა და მარტი-აპრილშიც კი შეიძლება თოვლი იყოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზაფხულზე იქმნება მანქანების ე.წ. დეფიციტი, მოთხოვნა კი კვლავ დიდია, რაც ასევე იწვევს ფასის ზრდას“, - განაცხადა კომპანია Dove Lines-ის წარმომადგენელმა...წაიკითხეთ სრულად
ნახეთ ასევე: