თბილისის მერს, კახა კალაძეს არ უნდა ეცალოს საწვავის ფასების თემა სასაცილოდ აიგდოს და დასცინოს ხალხს, ვისაც ეს აწუხებს, მაგრამ ცხვირს ყოფს ყველგან, იმიტომ, რომ ყველა კარტელური, კრიმინალური გარიგების წილშია, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც მის "პერფორმანსთან“ დაკავშირებით დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებას გამოეხმაურა.
ხაბეიშვილის განცხადებით, დაუშვებელია არასერიოზულად პასუხობდე კითხვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.
"თბილისის მერს - კახა კალაძეს არ უნდა ეცალოს საწვავის ფასების თემა სასაცილოდ აიგდოს და დასცინოს ხალხს, ვისაც ეს აწუხებს, მაგრამ ცხვირს ყოფს ყველგან, იმიტომ, რომ ყველა კარტელური, კრიმინალური გარიგების წილშია.
როგორ შეიძლება არასერიოზულად პასუხობდე კითხვას, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად ეხება და აწუხებს?
წლების შედარება არ მოსწონთ თურმე და როცა უნდათ 2005-2006 წლებში ჩადიან.
გვიპასუხეთ, 2024 წელს პორტამდე მოსული საწვავი 1.65 ლარი რომ ღირს, პორტიდან 200 მეტრში 3.2 ლარი რატომ ღირს ?
უთხარით ხალხს სიმართლე! 1.65 ლარი არ არის ის ფასი, რაც პორტამდეა? და ამ 1 ლარს და 50 თეთრს ვინ და რაში ამატებს?“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, კახა კალაძის განცხადებით, ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ კონკრეტული პარტიის თავმჯდომარე პერფორმანსებით არის დაკავებული.
"თავიდანვე ვთქვი, როდესაც მას პარტიის თავმჯდომარედ ირჩევდნენ, რომ საინტერესო პერფორმანსები და მოვლენები გველოდებოდა წინ. ასე განაგრძოს. ნამდვილად კარგად მიდის და პარტიაც კარგად მიჰყავს“,- განაცხადა კალაძემ ხაბეიშვილთან დაკავშირებით.
ასევე იხილეთ:
ჯარიმების სისტემურობას არა დარღვევის პრევენცია, არამედ ჯარიმების გამომგონებლების და ჩვენს ცხოვრებაში დამნერგავების კეთილდღეობის სწრაფი ზრდ ის ხასიათი აქვსთ ! ეს ბიზნესია ამხანაგო ბატონებო და ქალბატონო საქალბატონოებო ! ბოდიში , ბიზმესია , ბიზნესი მიშას შემოაკვდა და ამათ ვერ გადაარჩინეს !
ამოტოლა ბრიყვი როგორა ხარ , ეგ თუ არ იცი სად მიდის ლარი და კიდევ მეტი რითვინა დაგდეს მანდა? მა აქამდე ეგ ვერ უნდა გაგეგო?!