მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს 19 წლის შვილს არცერთი მილიგრამი არაფერი თან არ ჰქონია და არც ჩაუტანია არსად..." - რას წერს ნარკოდანაშაულზე დაკავებული გოგოს დედა
"ჩემს 19 წლის შვილს არცერთი მილიგრამი არაფერი თან არ ჰქონია და არც ჩაუტანია არსად..." - რას წერს ნარკოდანაშაულზე დაკავებული გოგოს დედა

1- ლ მარტს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბით სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 22 წლის ახალ­გაზ­რდა კაცი და­ი­ღუ­პა. მას­თან ერ­თად მყოფს კი ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა.

  • გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ორმა პირ­მა, ქალ­მა და მა­მა­კაც­მა შემ­დგომ­ში გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კებ­ში და­ფა­სო­ე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა მე­ტა­დო­ნი, სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მი­ი­ტა­ნეს და მდი­ნა­რის პი­რას ლო­კა­ცი­ებ­ზე გა­ნა­თავ­სეს, შემ­დეგ კი ნარ­კო­ტი­კი თა­ვა­დაც მო­იხ­მა­რეს. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა 22 წლის არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძეა, მას­თან ერ­თად მყო­ფი 19 წლის ანა გუ­და­ვა ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლი თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბარ­დუ­ბან­ში გარ­დაც­ვლი­ლის სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც ნარ­კო­ტი­კი თა­ვა­დაც მო­იხ­მა­რეს. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ახალ­გაზ­რდა კაცი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზე­დო­ზი­რე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

და­კა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნა აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის აწ უკვე ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, თა­მარ გუ­და­ვას ქა­ლიშ­ვი­ლია. მან თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე 5 მარტს გა­ნა­ცხა­და, მას მერე, რაც მომ­ხდა­რი გახ­მა­ურ­და. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი უკვე 2 მარტს იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

  • თა­მარ გუ­და­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს ავ­რცე­ლებს:

"ჩემო მე­გობ­რე­ბო, გან­საც­დე­ლით სავ­სე ურ­თუ­ლეს დღე­ებს გავ­დი­ვართ! უპირ­ვე­ლე­სად მინ­და უდი­დე­სი ტკი­ვი­ლით სამ­ძი­მა­რი გა­მოვ­ხა­ტო გარ­დაც­ვლი­ლი არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძის ოჯა­ხის მი­მართ…

მინ­და, დე­დას თა­ნა­ვუგ­რძნო და მისი მწუ­ხა­რე­ბა გა­ვი­ზი­ა­რო. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბო­და მეც ვყო­ფი­ლი­ყა­ვი... აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩვენ ერ­თად ვართ ამ ომში და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ანა­ნო ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩა, ამ ბრძო­ლა­ში ორი­ვე და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი ვართ! მინ­და უდი­დე­სი მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო ყვე­ლა თქვენ­გა­ნის მი­მართ, თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა და გვერ­დით დგო­მა, ჩემ­თვის ამ ძა­ლი­ან რთულ დღე­ებ­ში სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია! კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და ჩვენს ქა­ლაქ­ში გა­ცი­ლე­ბით დიდი და ბევ­რია სი­კე­თე, ძა­ლი­ან ცოტა - ბო­რო­ტე­ბა.

თქვენს ამ სიყ­ვა­რულს და მხარ­და­ჭე­რას მე აუ­ცი­ლებ­ლად და­გიბ­რუ­ნებთ! თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის წი­ნა­შე ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი თავს გა­გი­ზი­ა­როთ… რო­გორც დე­დას ერ­თა­დერ­თი რი­სიც მჯე­რო­და იყო ის, რაც ბრალ­დე­ბის მხა­რე­მაც და­ა­დას­ტუ­რა. გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ი­თაც, ჩემს 19 წლის შვილს არ­ცერ­თი მი­ლიგ­რა­მი არა­ფე­რი თან არ ჰქო­ნია და არ ჩა­უ­ტა­ნია არ­სად. ანა­ნომ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თვი­თო­ნაც ცუ­დად იყო, თა­ვად გა­მო­ი­ძა­ხა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პა­ჟი არ­ჩი­ლის­თვის და იმ დროს მას არ უფიქ­რია სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ რა­ი­მე საფრ­თხე­ებ­ზე. და­ნარ­ჩე­ნი დე­ტა­ლე­ბი იცის ბრალ­დე­ბის და დაც­ვის მხა­რემ და მე რო­გორც დე­დას, სა­სა­მარ­თლოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის იმე­დი მაქვს.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მთე­ლი ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ძი­ე­ბას და შექ­მნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ბავ­შვი და ახალ­გაზ­რდა ჩარ­თუ­ლი­ყო კულ­ტუ­რის სფე­რო­ში. ამ გზით მინ­დო­და მათი ინ­ტე­რე­სე­ბის და ნი­ჭის მხარ­და­ჭე­რა.ამ გან­საც­დელ­მა და ტკი­ვილ­მა, ჩემ­თვის ახალ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­გორც დე­დას სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ახა­ლი ფუნ­ქცია და­მა­კის­რა. ჩემი და ჩემი შვი­ლის ამ ტკი­ვი­ლი­ან მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მე დღე­ი­დან ვი­სა­უბ­რებ ღიად ყველ­გან, ბავ­შვებ­თან და ახალ­გაზ­რდებ­თან, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა­ში ბევ­რი ცდუ­ნე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან. მჯე­რა, რომ სწო­რედ კონ­კრე­ტულ მა­გა­ლი­თებ­ზე მუდ­მი­ვი და პი­რის­პირ სა­უბ­რე­ბით შევ­ძლებთ და­ვიც­ვათ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ამ ბო­რო­ტი სე­ნის­გან. ახლა სი­მარ­თლის დად­გე­ნის მო­ლო­დინ­ში მე ჩემს შვილს ყვე­ლა­ზე მე­ტად ვჭირ­დე­ბი...

დედა ვარ და მას ამ სენ­თან ბრძო­ლა­ში ბო­ლომ­დე გავ­ყვე­ბი…ზო­გი­ერ­თი ახლა ნო­დარ დუმ­ბა­ძის “თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი­დან” ნა­კა­ში­ძის დე­დას რომ ეუბ­ნე­ბი­ან იმ სი­ტყვებს მე­ტყვის: "პირ­ვე­ლად ვხე­დავ სა­კუ­თა­რი შვი­ლის სი­მარ­თლე­ში ასე და­ჯე­რე­ბულ დე­დას".

მეც ნა­კა­ში­ძის დე­და­სა­ვით ვუ­პა­სუ­ხებ:

“ჩემი შვი­ლი მო­ნას­ტრის კე­დელ­ზე მო­ხა­ტუ­ლი ფრეს­კა არ არის, რომ მხო­ლოდ ერთი მხრი­დან უყუ­როთ, ან სა­ღე­ბა­ვი გა­და­უს­ვათ, წა­შა­ლოთ და ზედ ახა­ლი ფრეს­კა და­ხა­ტოთ...“ახლა და­უ­ჯე­რე­ბელ რე­ა­ლო­ბა­ში ახა­ლი და და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი ძა­ლით მი­წევს ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა! ამას მხო­ლოდ თქვენ­თან ერ­თად შევ­ძლებ!" - წერს თა­მარ გუ­და­ვა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაია
0

"როცა აყვავდა ნუში" არ გაგახსენდათ?

!!!
5

როგორი მაცდური ღიმილი აქვს ქალბატონს, თანამდებობის შესაფერისი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ჩემს 19 წლის შვილს არცერთი მილიგრამი არაფერი თან არ ჰქონია და არც ჩაუტანია არსად..." - რას წერს ნარკოდანაშაულზე დაკავებული გოგოს დედა

"ჩემს 19 წლის შვილს არცერთი მილიგრამი არაფერი თან არ ჰქონია და არც ჩაუტანია არსად..." - რას წერს ნარკოდანაშაულზე დაკავებული გოგოს დედა

1- ლ მარტს, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში 22 წლის ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. მასთან ერთად მყოფს კი ბრალი წარედგინა.

  • გამოძიების თანახმად, ორმა პირმა, ქალმა და მამაკაცმა შემდგომში გასაღების მიზნით პოლიეთილენის პარკებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ლოკაციებზე განათავსეს, შემდეგ კი ნარკოტიკი თავადაც მოიხმარეს. გარდაცვლილი ახალგაზრდა 22 წლის არჩილ ბარდაველიძეა, მასთან ერთად მყოფი 19 წლის ანა გუდავა ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით არის დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში გარდაცვლილის სახლში იმყოფებოდა, როდესაც ნარკოტიკი თავადაც მოიხმარეს. რამდენიმე საათში ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, ზედოზირების შედეგად დაიღუპა.

დაკავებული გოგონა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კულტურის დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი უფროსის, თამარ გუდავას ქალიშვილია. მან თანამდებობის დატოვების თაობაზე 5 მარტს განაცხადა, მას მერე, რაც მომხდარი გახმაურდა. უნდა აღინიშნოს, რომ მისი ქალიშვილი უკვე 2 მარტს იყო დაკავებული.

  • თამარ გუდავა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს:

"ჩემო მეგობრებო, განსაცდელით სავსე ურთულეს დღეებს გავდივართ! უპირველესად მინდა უდიდესი ტკივილით სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილი არჩილ ბარდაველიძის ოჯახის მიმართ…

მინდა, დედას თანავუგრძნო და მისი მწუხარება გავიზიარო. ამ მდგომარეობაში შეიძლებოდა მეც ვყოფილიყავი... აღმოჩნდა, რომ ჩვენ ერთად ვართ ამ ომში და მიუხედავად იმისა, რომ ანანო ცოცხალი გადარჩა, ამ ბრძოლაში ორივე დამარცხებულები ვართ! მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ყველა თქვენგანის მიმართ, თქვენი მხარდაჭერა და გვერდით დგომა, ჩემთვის ამ ძალიან რთულ დღეებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში გაცილებით დიდი და ბევრია სიკეთე, ძალიან ცოტა - ბოროტება.

თქვენს ამ სიყვარულს და მხარდაჭერას მე აუცილებლად დაგიბრუნებთ! თითოეული თქვენგანის წინაშე ვალდებულად ვთვლი თავს გაგიზიაროთ… როგორც დედას ერთადერთი რისიც მჯეროდა იყო ის, რაც ბრალდების მხარემაც დაადასტურა. გამოძიების პირველ ეტაპზე პროკურატურის ვერსიითაც, ჩემს 19 წლის შვილს არცერთი მილიგრამი არაფერი თან არ ჰქონია და არ ჩაუტანია არსად. ანანომ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ცუდად იყო, თავად გამოიძახა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი არჩილისთვის და იმ დროს მას არ უფიქრია საკუთარი თავის მიმართ რაიმე საფრთხეებზე. დანარჩენი დეტალები იცის ბრალდების და დაცვის მხარემ და მე როგორც დედას, სასამართლოს სამართლიანობის და მიუკერძოებლობის იმედი მაქვს.

წლების განმავლობაში, მთელი ჩემი საქმიანობა, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ძიებას და შექმნას ემსახურებოდა. ყოველთვის ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი ბავშვი და ახალგაზრდა ჩართულიყო კულტურის სფეროში. ამ გზით მინდოდა მათი ინტერესების და ნიჭის მხარდაჭერა.ამ განსაცდელმა და ტკივილმა, ჩემთვის ახალ რეალობაში, როგორც დედას სრულიად წარმოუდგენელი ახალი ფუნქცია დამაკისრა. ჩემი და ჩემი შვილის ამ ტკივილიან მდგომარეობაზე მე დღეიდან ვისაუბრებ ღიად ყველგან, ბავშვებთან და ახალგაზრდებთან, რომლებიც თანამედროვე რეალობაში ბევრი ცდუნების წინაშე დგანან. მჯერა, რომ სწორედ კონკრეტულ მაგალითებზე მუდმივი და პირისპირ საუბრებით შევძლებთ დავიცვათ ჩვენი შვილები ამ ბოროტი სენისგან. ახლა სიმართლის დადგენის მოლოდინში მე ჩემს შვილს ყველაზე მეტად ვჭირდები...

დედა ვარ და მას ამ სენთან ბრძოლაში ბოლომდე გავყვები…ზოგიერთი ახლა ნოდარ დუმბაძის “თეთრი ბაირაღებიდან” ნაკაშიძის დედას რომ ეუბნებიან იმ სიტყვებს მეტყვის: "პირველად ვხედავ საკუთარი შვილის სიმართლეში ასე დაჯერებულ დედას".

მეც ნაკაშიძის დედასავით ვუპასუხებ:

“ჩემი შვილი მონასტრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ მხოლოდ ერთი მხრიდან უყუროთ, ან საღებავი გადაუსვათ, წაშალოთ და ზედ ახალი ფრესკა დახატოთ...“ახლა დაუჯერებელ რეალობაში ახალი და დაუმარცხებელი ძალით მიწევს ცხოვრების გაგრძელება! ამას მხოლოდ თქვენთან ერთად შევძლებ!" - წერს თამარ გუდავა.

ასევე იხილეთ: