28 წლის ბრიტანელი ექიმი ჰასან ხანი შვებულების დასრულების შემდეგ, იორდანიიდან ლონდონში ბრუნდებოდა, რა დროსაც მოუწია ჰაერში მყოფ თვითმფრინავში, მშობიარე ქალისთვის სასწრაფო დახმარება აღმოეჩინა.
მომავალი დედა კაბინის იატაკზე იწვა მას შემდეგ, რაც წყლები დაღვარა. კრიტიკულ ვითარებაში აღმოჩენილი იორდანიელი ქალი ინგლისურად არ საუბრობდა და სხვა მგზავრს მოუწია მისთვის თარჯიმნობა გაეწია.
“ეკიპაჟის წევრებს მოვთხოვე, - ჟანგბადის ნიღაბი, ჭიპლარის დამჭერი და სტეტოსკოპი, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ თვითმფრინავში, ფაქტობრივად, მხოლოდ პირსახოცები მქონდა მოულოდნელი მშობიარობის მიღების დროს”, - ეუბნება ჰასანი BBC-ს.
ოთხი წლის საექიმო გამოცდილების მქონე ჰასანმა, რომელსაც ჰქონდა რეანიმაციაში ახალშობილებთან მუშაობის გამოცდილება, თქვა, რომ მან მოახერხა პანიკაში ჩავარდნილი დედის დამშვიდება. თარჯიმნის დახმარებით მან დაარწმუნა ორსული, რომ ადრე ის ახალშობილებთან მუშაობდა.
"ხალხი ამბობდა, რომ ეს სასწაული იყო. მე კი მხოლოდ მას შემდეგ მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი რამ მოხდა, როცა ყველაფერი დასრულდა", - ამბობს ის.
ასეთი უჩვეულო შემთხვევის შემდეგ, თვითმფრინავი გადაამისამართეს სამხრეთ იტალიაში, ბრინდიზის აეროპორტში, საიდანაც 38 წლის დედა და მისი შვილი პერინოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინტერნეტგაზეთ "Open"-ის ცნობით, ბავშვი შვიდთვიანი დაიბადა, მაგრამ საავადმყოფოში მყოფმა დედამ თქვა, რომ ისინი ახლა უკვე კარგად არიან, რაც უპირველესად ბორტზე მყოფი ექიმის დამსახურებაა.
ვცხოვრობდი ვაკეში ყფშიძის ქუჩის დასაწყისში,ჩემთან პირველ სართულზე ცხოვრობდა სომხური ოჯახი,ყავდათ 6 გოგო, აქედან სულცოტა 5 ბავშვი დაიბადა იქ,ერთი სად დაბადა არ ვიცი იმქალმა დაბადა, ახლა ვიცი სად ცხოვრობენ.5 შვილი ამ ქალმა დაბადა სახლში ჩაკეტილმა,არ ვიცი რას აკეტებდა, ატკივდებოდა მუცელი და შევიდოდა სახლში. ორ საათში სულ ცოტა დიძახებდა შემოდიო და ბავშვი დაბადებული ყავდა. ორი, სამი დღისშემდეგ გამოვიდოდა და ჩვეულებრივ დადიოდ და საქმეს აკეთებდა,არ ვიცი ახლა ცოცხალი არის ტუ არა,მაგრამ მთელიცხოვრება მახსოვს,იბადებოდნენ ძალიან ჯაამრთელიბავშვებიმაგრამ სულ გოგოები იყვნენ,აბა გაიხსენეთ იქმაცხოვებლებო,იმ ქალს მარგო ერქვა,ქმარს სურენა,ძალიან ლამაზი გოგონები ყავდათ.ზოგი აქ დაათხოვა და ზოგიც საზღვარგარეთ წავიდნენ.კარგი გოგოები იყვნენ.
თამაზ ბატონო ბებიაქალები სულ "თვითმფრინავებში ამშობიარებდნენ" როგორცა სჩანს არა? გაიხარე, მეც გამახარე და გამაცინე.!!!!