მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილის არჩევანი არის ხუთიანი, არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება" - გიული ალასანია
"მიხეილ სააკაშვილის არჩევანი არის ხუთიანი, არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება" - გიული ალასანია

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დის, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის არ­ჩე­ვა­ნი არის ხუ­თი­ა­ნი და ის პო­ზი­ცი­ას არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იც­ვლის. ამის შე­სა­ხებ ალა­სა­ნი­ამ დღე­ვან­დელ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა “და­სავ­ლე­თის ვექ­ტო­რი“ და ukraina.ge-მ "სა­ქარ­თვე­ლო-გზა ევ­რო­პის­კენ“ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თეს.

"დღე­ვან­დე­ლი შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მინ­და ყვე­ლას გა­ვა­გე­ბი­ნო, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან მყა­რად დგას ხუ­თი­ან­ზე. ხუ­თი­ა­ნი არის მისი არ­ჩე­ვა­ნი და არა­ვი­თა­რი გა­დახ­რა არც მარ­ჯვნივ, არც მარ­ცხნივ მის­გან არ იქ­ნე­ბა. ყვე­ლას სა­ყუ­რა­დღე­ბოდ, მისი არ­ჩე­ვა­ნი რჩე­ბა ხუ­თი­ა­ნი, არც ოთხი­ა­ნის­კენ, არც ექ­ვსი­ა­ნის­კენ მისი გა­დახ­რა არ იქ­ნე­ბა, მისი არ­ჩე­ვა­ნი არის ხუ­თი­ა­ნი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან კარ­გად და­ვი­ნა­ხე და გა­ვი­გე, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც აც­ვი­ათ მა­ი­სუ­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წარ­წე­რით, მი­დი­ან ხალ­ხთან და ატყუ­ე­ბენ, ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ისი­ნი მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის გვერ­დით არი­ან. ისი­ნი არ არი­ან მი­შას გვერ­დით, მი­შას გვერ­დით არის ხუ­თი­ა­ნი, ეს ყვე­ლამ იცო­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ დას­მულ კი­თხვას, ნიკა მე­ლია იყე­ნებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხელს ცუ­დად? გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ "ვინც იყე­ნებს, იმ ად­რე­სა­ტე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ ვამ­ბობ და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ“.

"ხუ­თი­ა­ნი იქ­ნე­ბა მისი არ­ჩე­ვა­ნი, რო­გორც იყო, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა ამ თვალ­საზ­რი­სით მის ცხოვ­რე­ბა­ში. ასე რომ, ყვე­ლამ კარ­გად იცო­დეს, ჩემი შვი­ლი ამ პო­ზი­ცი­ა­ზე ძა­ლი­ან მყა­რად იქ­ნე­ბა“,-გა­ნა­ცხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
2

შვილი, მამამთილი და ძმა კგბშნიკებია და თვითონ ალმა მატერია !

ალექს
0

ძმა მამამთილი და შვილი კგბშნიკებია და თვითონაა ალმა მატერი !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის არჩევანი არის ხუთიანი, არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება" - გიული ალასანია

"მიხეილ სააკაშვილის არჩევანი არის ხუთიანი, არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება" - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის არჩევანი არის ხუთიანი და ის პოზიციას არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლის. ამის შესახებ ალასანიამ დღევანდელ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა “დასავლეთის ვექტორი“ და ukraina.ge-მ "საქართველო-გზა ევროპისკენ“ პროექტის ფარგლებში გამართეს.

"დღევანდელი შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მინდა ყველას გავაგებინო, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მყარად დგას ხუთიანზე. ხუთიანი არის მისი არჩევანი და არავითარი გადახრა არც მარჯვნივ, არც მარცხნივ მისგან არ იქნება. ყველას საყურადღებოდ, მისი არჩევანი რჩება ხუთიანი, არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება, მისი არჩევანი არის ხუთიანი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად დავინახე და გავიგე, ადამიანებს, რომლებსაც აცვიათ მაისური მიხეილ სააკაშვილის წარწერით, მიდიან ხალხთან და ატყუებენ, ეუბნებიან, რომ ისინი მიშა სააკაშვილის გვერდით არიან. ისინი არ არიან მიშას გვერდით, მიშას გვერდით არის ხუთიანი, ეს ყველამ იცოდეს“, - განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ნიკა მელია იყენებს მიხეილ სააკაშვილის სახელს ცუდად? გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ "ვინც იყენებს, იმ ადრესატების საყურადღებოდ ვამბობ და გაითვალისწინონ“.

"ხუთიანი იქნება მისი არჩევანი, როგორც იყო, არაფერი შეცვლილა ამ თვალსაზრისით მის ცხოვრებაში. ასე რომ, ყველამ კარგად იცოდეს, ჩემი შვილი ამ პოზიციაზე ძალიან მყარად იქნება“,-განაცხადა გიული ალასანიამ.