საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

25

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:27-ზე, მთვარე ლომშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. სასურველია ეს დღე ნაცნობ გარემოში გაატაროთ. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პესიმისტები უფრო წარმატებულები ყოფილან და უკეთეს შედეგს აღწევენ, ვიდრე ოპტიმისტები - როგორ აიხსნება ეს მეცნიერულად
პესიმისტები უფრო წარმატებულები ყოფილან და უკეთეს შედეგს აღწევენ, ვიდრე ოპტიმისტები - როგორ აიხსნება ეს მეცნიერულად

პე­სი­მის­ტურ­მა გან­წყო­ბამ და პრობ­ლე­მებ­ზე ჩი­ვილ­მა შე­საძ­ლოა გა­ა­უ­ა­რე­სოს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად პი­რი­ქით, და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დოს და მი­ი­ღოს უფრო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. მეც­ნი­ე­რებ­მა ეს დას­კვნა ახა­ლი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღეს.

European Journal of Work and Organizational Psychology-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ რაც უფრო ბევ­რს სა­უბ­რობს ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა­ში პრობ­ლე­მებ­სა და სირ­თუ­ლე­ებ­ზე, მით უფრო ცუ­დად გრძნობს თავს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად.

თუმ­ცა, თუ პე­სი­მის­ტე­ბის ქმე­დე­ბე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას შე­ვა­ფა­სებთ, მა­შინ ცრურ­წმე­ნამ და წყე­ნამ შე­იძ­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი სარ­გე­ბე­ლი მო­ი­ტა­ნოს. ახალ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა აუმ­ჯო­ბე­სებს ანა­ლი­ტი­კურ აზ­როვ­ნე­ბას, რაც უკე­თე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის­კენ გვი­ბიძ­გებს.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­დან­ვე არ იყ­ვნენ ოპ­ტი­მის­ტუ­რად გან­წყო­ბილ­ნი ქორ­წი­ნე­ბის მი­მართ, უკე­თე­სად უმკლავ­დე­ბოდ­ნენ ქორ­წი­ნე­ბის პრობ­ლე­მებ­სა და სირ­თუ­ლე­ებს და, შე­სა­ბა­მი­სად, უფრო დიდ­ხანს რჩე­ბოდ­ნენ სტა­ბი­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბა­ში, ვიდ­რე რო­მან­ტი­კუ­ლად ოპ­ტი­მის­ტი ხალ­ხი.

შრო­მი­თი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვის თა­ნახ­მად, ოპ­ტი­მიზ­მი ხში­რად კრი­ტი­კუ­ლი ანა­ლი­ზის მტე­რია.

მეც­ნი­ე­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, რო­დე­საც იმედ­გაც­რუ­ე­ბას ან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას გრძნობთ, ამიგ­და­ლა (იგი­ვე ნუ­ში­სებ­რი სხე­უ­ლი ლიმ­ბუ­რი სის­ტე­მის ქერ­ქქვე­შა სტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც მო­თავ­სე­ბუ­ლია თა­ვის ტვინ­ში სა­ფეთ­ქლის წი­ლის სიღ­რმე­ში) უშ­ვებს ქი­მი­ურ სიგ­ნა­ლებს, რომ­ლე­ბიც იწ­ვე­ვენ პულ­სის აჩ­ქა­რე­ბას და სხე­ულს ად­რე­ნა­ლი­ნით ავ­სე­ბენ. ამ დროს ადა­მი­ა­ნის მო­ტი­ვა­ცია იზ­რდე­ბა.

ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის ჟურ­ნა­ლის კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა (მაგ­რამ არა აშ­კა­რა გაბ­რა­ზე­ბა) იწ­ვევს უფრო მეტ იდე­ებს. თქვე­ნი ამიგ­და­ლა წუ­წუნს, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას ან ბრა­ზის გრძნო­ბას აღიქ­ვამს, რო­გორც უსი­ა­მოვ­ნე­ბის ნი­შანს და ამ დროს, გა­მო­ი­ყე­ნებს ქი­მი­ურ რე­სურ­სებს, რათა და­გეხ­მა­როთ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
0

ისე, მართლაც პესიმისტები მუდმივად წუწუნებენ, სულ უკმაყოფილოები არიან და ბოლოს ყველაფერს აღწევენ... ოპტიმისტებს კი ყველაფერი უხარიათ და მცირედითაც კმაყოფილები არიან, ამიტომ ბოლოს (ჩემი ჩათვლით) რჩებიან "გაღიმებულები"..... 

. . . . .
0

დღეს ვინმე რამე თუ თქვა, ვგულისხმობ რაიმეს გაკეთება უნდა და მის ნაფიარალს შენი გამოცდილების საფუძველზე ასე ვთქვათ კრიტიკულად შეხედავ, კაკ მინიმუმ შურიანიის იარლიყი რომ ,,ყველაფრის გართულება გიგვარს'' და მაქსიმუმ რომ შურიანი ხარ და არ გიხარია სხვისი სიკეთე'' ზედ გაქვს. არა და პესიმიზმი ძაან ხშირად რეალობის სწორი აღქმიდან მოდის, განსაკუთრებით კი ჩვენს რეალობაში მაცხოვრებელი ადამიანების მხრიდან.

ავტორი:

პესიმისტები უფრო წარმატებულები ყოფილან და უკეთეს შედეგს აღწევენ, ვიდრე ოპტიმისტები - როგორ აიხსნება ეს მეცნიერულად

პესიმისტები უფრო წარმატებულები ყოფილან და უკეთეს შედეგს აღწევენ, ვიდრე ოპტიმისტები - როგორ აიხსნება ეს მეცნიერულად

პესიმისტურმა განწყობამ და პრობლემებზე ჩივილმა შესაძლოა გააუარესოს ადამიანის ცხოვრების ხარისხი, მაგრამ ამავდროულად პირიქით, დადებითად იმოქმედოს და მიიღოს უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები. მეცნიერებმა ეს დასკვნა ახალი კვლევების საფუძველზე მიიღეს.

European Journal of Work and Organizational Psychology-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო ბევრს საუბრობს ადამიანი ცხოვრებაში პრობლემებსა და სირთულეებზე, მით უფრო ცუდად გრძნობს თავს ფსიქოლოგიურად.

თუმცა, თუ პესიმისტების ქმედებების ეფექტიანობას შევაფასებთ, მაშინ ცრურწმენამ და წყენამ შეიძლება პრაქტიკული სარგებელი მოიტანოს. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ გაღიზიანება აუმჯობესებს ანალიტიკურ აზროვნებას, რაც უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებისკენ გვიბიძგებს.

კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც თავიდანვე არ იყვნენ ოპტიმისტურად განწყობილნი ქორწინების მიმართ, უკეთესად უმკლავდებოდნენ ქორწინების პრობლემებსა და სირთულეებს და, შესაბამისად, უფრო დიდხანს რჩებოდნენ სტაბილური ქორწინებაში, ვიდრე რომანტიკულად ოპტიმისტი ხალხი.

შრომითი კვლევების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევის თანახმად, ოპტიმიზმი ხშირად კრიტიკული ანალიზის მტერია.

მეცნიერების განმარტებით, როდესაც იმედგაცრუებას ან გაღიზიანებას გრძნობთ, ამიგდალა (იგივე ნუშისებრი სხეული ლიმბური სისტემის ქერქქვეშა სტრუქტურა, რომელიც მოთავსებულია თავის ტვინში საფეთქლის წილის სიღრმეში) უშვებს ქიმიურ სიგნალებს, რომლებიც იწვევენ პულსის აჩქარებას და სხეულს ადრენალინით ავსებენ. ამ დროს ადამიანის მოტივაცია იზრდება.

ექსპერიმენტული სოციალური ფსიქოლოგიის ჟურნალის კვლევამ აჩვენა, რომ გაღიზიანება (მაგრამ არა აშკარა გაბრაზება) იწვევს უფრო მეტ იდეებს. თქვენი ამიგდალა წუწუნს, გაღიზიანებას ან ბრაზის გრძნობას აღიქვამს, როგორც უსიამოვნების ნიშანს და ამ დროს, გამოიყენებს ქიმიურ რესურსებს, რათა დაგეხმაროთ სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში.