შორენა ბეგაშვილმა გუშინ საყვარელი მამაკაცის დაბადების დღე თბილისში აღნიშნა. მოდელმა მისი ვინაობა საზოგადოებას არც ამჯერად გაუმხილა, მაგრამ რამდენიმე დეტალი დაბადების დღიდან სოციალურ ქსელში მაინც გაასაჯაროვა.
იუბილარს დაბადების დღეზე შავი ტორტი მიართვეს, რომელზეც შავი და წითელი თევზი იდგა.
საყვარელი მამაკაცის დაბადების დღის წვეულებაზე შორენა წითელ კაბით და 1300 დოლარად ღირებული ALAÏA-ს ფირმის, წითელი გულის ფორმით ჩანთით მივიდა.
ბეგაშვილმა, რომელიც როგორ გითხარით, ამ დრომდე საიდუმლოდ ტოვებს რჩეულის ვინაობას, გამომწერებისთვის ხელსაწმენდის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც დატანილია ინიციალი m, სავარაუდოდ, იუბილარის სახელის ან გვარის პირველი ასო.
უკვე წლებია, რაც შორენა ბეგაშვილი პირად ცხოვრებაზე საჯაროდ აღარ საუბრობს და არც ინტერვიუს აძლევს მედიას. პოპულარობის შემდეგ მის ცხოვრებაში რამდენიმე საყვარელი მამაკაცი იყო, მათ შორის დავით მუხრანელი, ირაკლი ნანაძე, რომელთანაც ხელი ოფიციალურად მოაწერა და შემდეგ ისევ გააწერა და ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელი, რომელსაც ორი წლის წინ დაშორდა.
რაც შეეხება ახალ შეყვარებულს, წყვილი ძირითადად დროს უცხოეთში ატარებს.
წაიკითხეთ ასევე: