მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BTU-ს ახალი კამპუსი და ინოვაციური პროგრამები ემატება
BTU-ს ახალი კამპუსი და ინოვაციური პროგრამები ემატება

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ახა­ლი კამ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბას იწყებს. თბი­ლი­სის ცენ­ტრში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე არ­სე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ფარ­თო­ე­ბულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცე­ე­ბი, ახა­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ით აღ­ჭურ­ვი­ლი აუ­დი­ტო­რი­ე­ბი, მი­წის­ქვე­შა პარ­კინ­გი და სხვა მულ­ტი­მე­დია ოთა­ხე­ბი და­ე­მა­ტე­ბა. ახა­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი პროგ­რა­მე­ბი სა­ბა­კა­ლავ­რო, სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რებ­ზე, უპ­რე­ცე­დენ­ტო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი­სა თუ სხვა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ებ­ში, პარტნი­ო­რო­ბა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან მა­ღალ­რე­ი­ტინ­გულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან და ორი დიპ­ლო­მის მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბი - ყო­ვე­ლი­ვე ეს, 2025 წლი­დან, BTU-ს ახალ კამ­პუს­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2016 წელს და­ფუძნ­და და ამ დრო­ის­თვის 9 აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მა აქვს სა­ბა­კა­ლავ­რო, სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხურ­ზე, რო­მელ­თა შო­რის 7 მათ­გა­ნი მე­ო­რე, ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მის მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი ამ დრომ­დე 8 000-ზე მეტ პირს აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი, აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის და ლექ­ტო­რე­ბის რი­ცხვი კი 400-მდეა. BTU თა­ნამ­შრომ­ლობს 300-მდე ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, აკავ­ში­რებს პარტნი­ო­რო­ბა 80-ზე მეტ უმაღ­ლე­სი რე­ი­ტინ­გის მქო­ნე და­სავ­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი 12 სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რია. მათ შო­რი­საა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი MIT-ს Martin Trust Center, Harvard MOC Affiliated Network, EUA და სხვა.

ამ დრომ­დე, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი 6 ინო­ვა­ცი­ურ და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ ლაბს აერ­თი­ა­ნებს, მათ შო­რის: AI LAB, IOS & ANDROID LAB, CYBERLAB, BLOCKCHAIN LAB, MICROSOFT LAB და სხვა.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი აგ­რეთ­ვე ამა­ტებს უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მას ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­შია. პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სტუ­დენ­ტე­ბი არა მხო­ლოდ BTU-ს, არა­მედ, გერ­მა­ნუ­ლი ცვი­კა­უს უნი­ვერ­სი­ტე­ტის (Zwickau University of Applied Sciences) დიპ­ლო­მის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იღე­ბენ. აგ­რეთ­ვე, სტუ­დენ­ტე­ბი შეძ­ლე­ბენ სურ­ვი­ლი­სა­მებრ მო­ი­პო­ვონ Microsoft-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ცალ­კე­ულ კომ­პო­ნენ­ტებ­ში. 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან გერ­მა­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბიც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი არის პირ­ვე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც AI გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა სას­წავ­ლო და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პრო­ცე­სებ­ში და­ი­წყო. ინო­ვა­ცი­უ­რი BTU AI პლატ­ფორ­მა აერ­თი­ა­ნებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, კვლე­ვით და მულ­ტი­მე­დია მა­სა­ლას, AI წიგ­ნებს, AI ლექ­ტორს, პოდ­კას­ტებს, სტა­ტი­ებს და სხვა რე­სურ­სებს, რო­მე­ლიც სის­ტე­მა­ტუ­რად გა­ნახ­ლე­ბა­დია. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მნა GeorgiAI, ქვეყ­ნის მას­შტა­ბუ­რი ციფ­რუ­ლი ფონ­დი, რო­მე­ლიც ბიზ­ნესპრო­ცე­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა თუ სხვა მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახა­ლი კამ­პუ­სი 2025 წელს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

BTU-ს ახალი კამპუსი და ინოვაციური პროგრამები ემატება

BTU-ს ახალი კამპუსი და ინოვაციური პროგრამები ემატება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალი კამპუსის მშენებლობას იწყებს. თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაფართოებულ ინფრასტრუქტურას მრავალფუნქციური სივრცეები, ახალი ლაბორატორიები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი აუდიტორიები, მიწისქვეშა პარკინგი და სხვა მულტიმედია ოთახები დაემატება. ახალი ინოვაციური პროგრამები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, უპრეცედენტო ინიციატივები ხელოვნური ინტელექტისა თუ სხვა ტექნოლოგიების სფეროებში, პარტნიორობა მსოფლიოს წამყვან მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებთან და ორი დიპლომის მოპოვების შესაძლებლობები, საერთაშორისო თანამშრომლობა და მასშტაბური კვლევითი პროექტები - ყოველივე ეს, 2025 წლიდან, BTU-ს ახალ კამპუსში განხორციელდება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წელს დაფუძნდა და ამ დროისთვის 9 აკრედიტებული პროგრამა აქვს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე, რომელთა შორის 7 მათგანი მეორე, ევროპული უნივერსიტეტის დიპლომის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ამ დრომდე 8 000-ზე მეტ პირს აქვს მოპოვებული, აკადემიური პერსონალის და ლექტორების რიცხვი კი 400-მდეა. BTU თანამშრომლობს 300-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, აკავშირებს პარტნიორობა 80-ზე მეტ უმაღლესი რეიტინგის მქონე დასავლურ უნივერსიტეტთან. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 12 საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია. მათ შორისაა მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული MIT-ს Martin Trust Center, Harvard MOC Affiliated Network, EUA და სხვა.

ამ დრომდე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 6 ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ლაბს აერთიანებს, მათ შორის: AI LAB, IOS & ANDROID LAB, CYBERLAB, BLOCKCHAIN LAB, MICROSOFT LAB და სხვა.

უნივერსიტეტი აგრეთვე ამატებს უპრეცედენტო საბაკალავრო პროგრამას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რომელიც ამჟამად, აკრედიტაციის პროცესშია. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები არა მხოლოდ BTU-ს, არამედ, გერმანული ცვიკაუს უნივერსიტეტის (Zwickau University of Applied Sciences) დიპლომის სრული დაფინანსებით მოპოვების შესაძლებლობას იღებენ. აგრეთვე, სტუდენტები შეძლებენ სურვილისამებრ მოიპოვონ Microsoft-ის საერთაშორისო სერტიფიკატები ხელოვნური ინტელექტის ცალკეულ კომპონენტებში. 4 წლის განმავლობაში სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან გერმანული უნივერსიტეტის პროფესორებიც.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, სადაც AI გადაწყვეტილებების ინტეგრირება სასწავლო და ადმინისტრაციულ პროცესებში დაიწყო. ინოვაციური BTU AI პლატფორმა აერთიანებს საგანმანათლებლო, კვლევით და მულტიმედია მასალას, AI წიგნებს, AI ლექტორს, პოდკასტებს, სტატიებს და სხვა რესურსებს, რომელიც სისტემატურად განახლებადია. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით შეიქმნა GeorgiAI, ქვეყნის მასშტაბური ციფრული ფონდი, რომელიც ბიზნესპროცესების გაუმჯობესებისა თუ სხვა მიზნებისთვის გამოიყენება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი კამპუსი 2025 წელს ოფიციალურად გაიხსნება.

R