საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუცა ბუზალაძე "ევროვიზიაზე" ცეცხლის ჩაქრობასა და უსიყვარულობის დაძლევას შეეცდება - რას ამბობს მომღერალი საკონკურსო სიმღერის მთავარ გზავნილზე? (ვიდეო)
ნუცა ბუზალაძე "ევროვიზიაზე" ცეცხლის ჩაქრობასა და უსიყვარულობის დაძლევას შეეცდება - რას ამბობს მომღერალი საკონკურსო სიმღერის მთავარ გზავნილზე? (ვიდეო)

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს "ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სზე სიმ­ღე­რით Firefighter წა­რად­გენს. კომ­პო­ზი­ცი­ი­სა და მას­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი კლი­პის პრე­მი­ე­რა ორი სა­ა­თის წინ კონ­კურ­სის Youtube არხზე გა­ი­მარ­თა.

სიმ­ღე­რის მუ­სი­კი­სა და ტექ­სტის ავ­ტო­რე­ბი ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი და პრო­დი­უ­სე­რი დარ­კო დი­მიტ­რო­ვი და მუ­სი­კო­სი ადა სატ­კა არი­ან. ნუ­ცამ ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მათ "ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის" მუ­შა­ო­ბის15-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ.

კლი­პის რე­ჟი­სო­რი ზაზა ორაშ­ვი­ლია, მხატ­ვა­რი - შაკო პო­პი­აშ­ვი­ლი, ქო­რე­ოგ­რა­ფი - ლუ­ი­ჯი ალო­კა, კოს­ტი­უ­მე­ბის დი­ზა­ი­ნი ლაშა ჯო­ხა­ძე­სა და ალექ­სან­დრე ახალ­კა­ციშ­ვილს ეკუთ­ვნით, მონ­ტა­ჟის რე­ჟი­სო­რი კი - ნეს­ტან სინ­ჯი­კაშ­ვი­ლია.

"ევ­რო­ვი­ზია 2024“ შვე­დე­თის ქა­ლაქ მალ­მო­ში 7, 9 და 11 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა. ნუცა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში 9 მა­ისს იმ­ღე­რებს.

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე:

- ჩემ­თვის ყო­ველ­თვის მთა­ვა­რია, საქ­მე­ში მაქ­სი­მუ­მი ჩავ­დო... შემ­დეგ უკვე ვე­ღარ ვა­კონ­ტრო­ლებ იმას, რომ სიმ­ღე­რა ზოგ ადა­მი­ანს მოს­წონს, ზოგს კი - არა. ჩემ­თვის მთა­ვა­რია ჩემ­სა­ვე წინა ნაშ­რომს ვა­ჯო­ბო და და­ვი­ნა­ხო, რომ კი­დევ უფრო გა­ვი­ზარ­დე და უფრო მა­გა­რი რა­ღაც გა­ვა­კე­თე. ასეა "ევ­რო­ვი­ზი­ის" სიმ­ღე­რაც. ძა­ლი­ან ვე­ლო­დე­ბო­დი ხალ­ხის რე­აქ­ცი­ას და მი­ხა­რია, რომ დიდ­წი­ლად მო­ე­წო­ნათ. პრე­მი­ე­რის დროს ყვე­ლა გა­გიჟ­და, ამ­ბობ­დნენ, ასე­თი კლი­პი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ გა­და­უ­ღი­ა­თო და სიმ­ღე­რაც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ, რი­თაც ბედ­ნი­ე­რი ვარ.

https://youtu.be/blMwY8Jabyk?si=utyRntS7upb47xPV

რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­ღე­რის შერ­ჩე­ვას, მთლი­ა­ნად ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი. ყვე­ლა დე­ტალ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ძა­ლი­ან კარ­გი გუნ­დიც მყავ­და, მათ გა­რე­შე ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ერ­თობ­ლი­ვი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­ვი­და ისე­თი ხა­რის­ხი­სა და დო­ნის, რო­გორც მე წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უნდა ჰქო­ნო­და.

- სიმ­ღე­რი­სა და ტექ­სტის ავ­ტო­რე­ბი არ არი­ან ქარ­თვე­ლე­ბი...

- ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლე­ბი არი­ან, კომ­პო­ზი­ტო­რი 15 წე­ლია მუ­შა­ობს "ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის" და ბევ­რი ჰიტი აქვს და­წე­რი­ლი კონ­კუ­რის­თვის, ასე­ვე გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ტექ­სტი და­წე­რა, მას­თან ერ­თად ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვმუ­შა­ობ­დი იმ გზავ­ნილ­ზე, რაც მინ­დო­და გა­მე­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით.

- და ეს რა გზავ­ნი­ლია?

- ის, რომ სიყ­ვა­რუ­ლით უნდა ჩა­ვაქ­როთ ცე­ცხლი. მე ნე­გა­ტივ­საც კი ყო­ველ­თვის სიყ­ვა­რუ­ლით ვუ­პა­სუ­ხებ. ეს არის ჩემი მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა. ცე­ცხლში ნა­გუ­ლის­ხმე­ვია ნე­გა­ტი­ვი, ის, რაც დღეს მსოფ­ლი­ოს სჭირს - უსიყ­ვა­რუ­ლო­ბა, ადა­მი­ა­ნებს თუ ერ­თმა­ნე­თი ეყ­ვა­რე­ბათ, მა­შინ ომიც აღარ იქ­ნე­ბა. ამი­ტომ მინ­და, რომ სიყ­ვა­რუ­ლი არ­სე­ბობ­დეს მსოფ­ლი­ო­ში და ერ­თმა­ნეთს პა­ტი­ვის ვცემ­დეთ. სიყ­ვა­რუ­ლი უნდა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, აი. ეს არის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი.

- ნუცა, მახ­სოვს, რომ თქვე­ნი ერთ-ერთი მუ­სი­კა­ლუ­რი ოც­ნე­ბა "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იყო...

- დიახ, ასე იყო. ოღონდ დიდი ხნის წინ, ალ­ბათ სა­დღაც შვი­დი წლი­სას ეს ძა­ლი­ან მინ­დო­და. წელს რომ და­მა­სა­ხე­ლა "პირ­ველ­მა არ­ხმა", ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, დიდი შე­მარ­თე­ბით შე­ვუ­დე­ქი საქ­მეს და იმე­დი მაქვს, ეს შრო­მა ყვე­ლას დაგ­ვი­ფას­დე­ბა.

- ნუცა, კონ­კურ­სზე თქვენს ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე ვინ იზ­რუ­ნებს, იცით, რომ ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლია ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი.

- დიახ, ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი კრი­ტი­კუ­ლია, მაგ­რამ სა­ი­დუმ­ლოა სცე­ნა­ზე რა იქ­ნე­ბა. კლი­პი დღეს გა­მო­ვი­და და ყვე­ლამ ნახა და გვინ­და, რომ პერ­ფორ­მან­სი, რო­მელ­საც გა­ვი­ტან მალ­მო­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი სი­ურპრი­ზით იყოს სავ­სე.

  • შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო წელს "ევ­რო­ვი­ზი­ის“კონ­კურ­სის მო­სა­გე­ბად მე­თექ­ვსმე­ტედ იბ­რძო­ლებს. უკვე ექ­ვსი წე­ლია, რაც ქვე­ყა­ნა კონ­კურ­სის ფი­ნალს მიღ­მა რჩე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი მე-9 ად­გი­ლია, რო­მე­ლიც 2010 წელს სოფო ნი­ჟა­რა­ძემ, 2011-ში კი ჯგუფ­მა Eldrine და­ი­კა­ვეს.
  • წლე­ვან­დელ კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" იან­ვარ­ში, პირ­და­პი­რი გზით, შიდა შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სის გა­რე­შე და­ა­სა­ხე­ლა.
მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ
7

ნუცა შენ კი ხარ მაგარიმარა მაგ სიმღერიტ 10ში ან მოხვდები ან არა!ქართული გემრერა რას ხრიალებ

Ავტორს
5

Ცეცხლი კი არ უნდა ჩააქროს, პირიქით უნდა აანთოს. Ჩამქრალი გამარჯვებული სად ნახეთ? Შვილო როგორ გაკლია გამოცდილება, სულ გადაბრუნებულად როგორ წერ ტექსტს? Ქართულ სკოლაში ხომ სწავლობდი?! თუ არა მაშინ გასაგებია. Არ გეწყინოს, უბრალოდ სან გამოაქვეყნებ გადაამოწმე ტექსტი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ნუცა ბუზალაძე "ევროვიზიაზე" ცეცხლის ჩაქრობასა და უსიყვარულობის დაძლევას შეეცდება - რას ამბობს მომღერალი საკონკურსო სიმღერის მთავარ გზავნილზე? (ვიდეო)

ნუცა ბუზალაძე "ევროვიზიაზე" ცეცხლის ჩაქრობასა და უსიყვარულობის დაძლევას შეეცდება - რას ამბობს მომღერალი საკონკურსო სიმღერის მთავარ გზავნილზე? (ვიდეო)

ნუცა ბუზალაძე საქართველოს "ევროვიზიის“ კონკურსზე სიმღერით Firefighter წარადგენს. კომპოზიციისა და მასზე გადაღებული კლიპის პრემიერა ორი საათის წინ კონკურსის Youtube არხზე გაიმართა.

სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორები ჩრდილოეთ მაკედონიელი კომპოზიტორი და პროდიუსერი დარკო დიმიტროვი და მუსიკოსი ადა სატკა არიან. ნუცამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ "ევროვიზიისთვის" მუშაობის15-წლიანი გამოცდილება აქვთ.

კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი - შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი - ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი - ნესტან სინჯიკაშვილია.

"ევროვიზია 2024“ შვედეთის ქალაქ მალმოში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება. ნუცა საქართველოს სახელით ნახევარფინალში 9 მაისს იმღერებს.

ნუცა ბუზალაძე:

- ჩემთვის ყოველთვის მთავარია, საქმეში მაქსიმუმი ჩავდო... შემდეგ უკვე ვეღარ ვაკონტროლებ იმას, რომ სიმღერა ზოგ ადამიანს მოსწონს, ზოგს კი - არა. ჩემთვის მთავარია ჩემსავე წინა ნაშრომს ვაჯობო და დავინახო, რომ კიდევ უფრო გავიზარდე და უფრო მაგარი რაღაც გავაკეთე. ასეა "ევროვიზიის" სიმღერაც. ძალიან ველოდებოდი ხალხის რეაქციას და მიხარია, რომ დიდწილად მოეწონათ. პრემიერის დროს ყველა გაგიჟდა, ამბობდნენ, ასეთი კლიპი საქართველოში ჯერ არ გადაუღიათო და სიმღერაც ძალიან მოეწონათ, რითაც ბედნიერი ვარ.

https://youtu.be/blMwY8Jabyk?si=utyRntS7upb47xPV

რაც შეეხება სიმღერის შერჩევას, მთლიანად ჩართული ვიყავი. ყველა დეტალში ვმონაწილეობდი, ძალიან კარგი გუნდიც მყავდა, მათ გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი. ბედნიერი ვარ, რომ საბოლოო ჯამში ერთობლივი ნამუშევარი გამოვიდა ისეთი ხარისხისა და დონის, როგორც მე წარმომედგინა, რომ საქართველოს უნდა ჰქონოდა.

- სიმღერისა და ტექსტის ავტორები არ არიან ქართველები...

- ძალიან ცნობილები არიან, კომპოზიტორი 15 წელია მუშაობს "ევროვიზიისთვის" და ბევრი ჰიტი აქვს დაწერილი კონკურისთვის, ასევე გოგონა, რომელიც ტექსტი დაწერა, მასთან ერთად ძალიან დიდხანს ვმუშაობდი იმ გზავნილზე, რაც მინდოდა გამეტანა საქართველოს სახელით.

- და ეს რა გზავნილია?

- ის, რომ სიყვარულით უნდა ჩავაქროთ ცეცხლი. მე ნეგატივსაც კი ყოველთვის სიყვარულით ვუპასუხებ. ეს არის ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ცეცხლში ნაგულისხმევია ნეგატივი, ის, რაც დღეს მსოფლიოს სჭირს - უსიყვარულობა, ადამიანებს თუ ერთმანეთი ეყვარებათ, მაშინ ომიც აღარ იქნება. ამიტომ მინდა, რომ სიყვარული არსებობდეს მსოფლიოში და ერთმანეთს პატივის ვცემდეთ. სიყვარული უნდა გადავარჩინოთ, აი. ეს არის მთავარი გზავნილი.

- ნუცა, მახსოვს, რომ თქვენი ერთ-ერთი მუსიკალური ოცნება "ევროვიზიის" კონკურსში მონაწილეობა იყო...

- დიახ, ასე იყო. ოღონდ დიდი ხნის წინ, ალბათ სადღაც შვიდი წლისას ეს ძალიან მინდოდა. წელს რომ დამასახელა "პირველმა არხმა", ძალიან გამიხარდა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, დიდი შემართებით შევუდექი საქმეს და იმედი მაქვს, ეს შრომა ყველას დაგვიფასდება.

- ნუცა, კონკურსზე თქვენს ჩაცმულობაზე ვინ იზრუნებს, იცით, რომ ძალიან კრიტიკულია ქართველი მაყურებელი.

- დიახ, ქართველი მაყურებელი კრიტიკულია, მაგრამ საიდუმლოა სცენაზე რა იქნება. კლიპი დღეს გამოვიდა და ყველამ ნახა და გვინდა, რომ პერფორმანსი, რომელსაც გავიტან მალმოში, ძალიან ბევრი სიურპრიზით იყოს სავსე.

  • შეგახსენებთ, საქართველო წელს "ევროვიზიის“კონკურსის მოსაგებად მეთექვსმეტედ იბრძოლებს. უკვე ექვსი წელია, რაც ქვეყანა კონკურსის ფინალს მიღმა რჩება. საქართველოს საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილია, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, 2011-ში კი ჯგუფმა Eldrine დაიკავეს.
  • წლევანდელ კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" იანვარში, პირდაპირი გზით, შიდა შესარჩევი კონკურსის გარეშე დაასახელა.