Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით არის დაინტერესებული" -  გრიგორი კარასინი
"რუსეთი პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით არის დაინტერესებული" -  გრიგორი კარასინი

რუ­სე­თი პრაგ­მა­ტუ­ლი დი­ა­ლო­გით და ქარ­თველ პარტნი­ო­რებ­თან სრულ­ფა­სო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თსა­სარ­გებ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დაბ­რუ­ნე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა გრი­გო­რი კა­რა­სინ­მა რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო TASS-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

გრი­გო­რი კა­რა­სი­ნი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გი­ორ­გი ქა­ჯა­ი­ას და­ნიშ­ვნას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბოლო 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძეს­თან დი­ა­ლო­გის დროს მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი კვლავ მო­თხოვ­ნა­დი იქ­ნე­ბა.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს მიღ­წე­ვე­ბი კვლავ მო­თხოვ­ნა­დი იქ­ნე­ბა. რუ­სე­თი პრაგ­მა­ტუ­ლი დი­ა­ლო­გით და ქარ­თველ პარტნი­ო­რებ­თან სრულ­ფა­სო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თსა­სარ­გებ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დაბ­რუ­ნე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კა­რა­სინ­მა.

კა­რა­სინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ 2012 წელს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ კურსს მხა­რი უყოყ­მა­ნოდ და­უ­ჭი­რა და სა­ვაჭ­რო, ეკო­ნო­მი­კუ­რი, სატ­რან­სპორ­ტო და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კავ­ში­რე­ბის გან­ხილ­ვის­თვის არა­ფორ­მა­ლუ­რი დი­ა­ლო­გის მე­ქა­ნიზ­მი შე­იქ­მნა.

"ეს მე და ზუ­რაბ აბა­ში­ძეს დაგ­ვე­ვა­ლა, რო­მე­ლიც მას შემ­დეგ 11 წელ­ზე მეტი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მუდ­მი­ვი სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო. 26 შეხ­ვედ­რა შედ­გა, ძი­რი­თა­დად პი­რის­პირ (პან­დე­მი­ის დროს - ვი­დეო კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით), ხოლო მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში შე­ნარ­ჩუნ­და“, - აღ­ნიშ­ნა კა­რა­სინ­მა.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­მა ორი ქვეყ­ნის ხალ­ხებს შო­რის კონ­ტაქ­ტებს ხელი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყო.

"კულ­ტუ­რუ­ლი გაც­ვლე­ბის­თვის, სა­მეც­ნი­ე­რო, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, კონ­ტაქ­ტე­ბის და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შევ­ქმე­ნით. ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის გან­მტკი­ცე­ბა­სა და ბიზ­ნეს წრე­ებს შო­რის ურ­თი­ერთქმე­დე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­ში წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნეთ. ხელი შე­ვუ­წყვეთ ტუ­რიზ­მის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას. 2023 წელს სა­ქარ­თვე­ლოს 1,4 მი­ლი­ონ­ზე მეტი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ეწ­ვია“, - გა­ნა­ცხა­და კა­რა­სინ­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
2

საინტერესოა დღემდე ვინ უშლიდათ ხელს. მაგათ ვინც ენდობოდათ ყოველთვის ბევრ "ჩიტებს" იჭერდნენ.

სერგია
13

კარასინი-აბაშიძის ფორმატზე გული დამწყდა. რამდენი სიკეთე მოუტანა ამ ფორმატმა ჩვენს ქვეყანას და მოძმე რუსეთს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"რუსეთი პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით არის დაინტერესებული" -  გრიგორი კარასინი

"რუსეთი პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით არის დაინტერესებული" -  გრიგორი კარასინი

რუსეთი პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

გრიგორი კარასინი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გიორგი ქაჯაიას დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო 11 წლის განმავლობაში ზურაბ აბაშიძესთან დიალოგის დროს მიღწეული შედეგები კვლავ მოთხოვნადი იქნება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიღწევები კვლავ მოთხოვნადი იქნება. რუსეთი პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით არის დაინტერესებული“, - განაცხადა კარასინმა.

კარასინმა აღნიშნა, რომ 2012 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ კურსს მხარი უყოყმანოდ დაუჭირა და სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების განხილვისთვის არაფორმალური დიალოგის მექანიზმი შეიქმნა.

"ეს მე და ზურაბ აბაშიძეს დაგვევალა, რომელიც მას შემდეგ 11 წელზე მეტი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მუდმივი სპეციალური წარმომადგენელი იყო. 26 შეხვედრა შედგა, ძირითადად პირისპირ (პანდემიის დროს - ვიდეო კონფერენციის საშუალებით), ხოლო მუდმივი კონტაქტი დისტანციურ ფორმატში შენარჩუნდა“, - აღნიშნა კარასინმა.

მისივე თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებებმა ორი ქვეყნის ხალხებს შორის კონტაქტებს ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.

"კულტურული გაცვლებისთვის, სამეცნიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მეშვეობით, კონტაქტების დამატებითი შესაძლებლობები შევქმენით. ეკონომიკური კავშირების განმტკიცებასა და ბიზნეს წრეებს შორის ურთიერთქმედების გააქტიურებაში წვლილი შევიტანეთ. ხელი შევუწყვეთ ტურიზმის შემდგომ განვითარებას. 2023 წელს საქართველოს 1,4 მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე ეწვია“, - განაცხადა კარასინმა.