მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღმოჩენა ჩერნობილში: ნაპოვნია ცოცხალი არსებები, რომლებიც ბირთვული კატასტროფას არ დაუზიანებია - რა არის ამის მიზეზი?
აღმოჩენა ჩერნობილში: ნაპოვნია ცოცხალი არსებები, რომლებიც ბირთვული კატასტროფას არ დაუზიანებია - რა არის ამის მიზეზი?

მეც­ნი­ე­რებ­მა ჩერ­ნო­ბილ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ბირ­თვუ­ლი კა­ტას­ტრო­ფით არ და­ზა­რალ­დნენ. ესე­ნი არი­ან მიკ­როს­კო­პუ­ლი ჭი­ე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ იცო­ცხლონ მა­ღა­ლი რა­დი­ა­ცი­ის პი­რო­ბებ­შიც კი.

მიკ­როს­კო­პუ­ლი ჭი­ე­ბი დღე­საც ცხოვ­რო­ბენ ჩერ­ნო­ბი­ლის რა­დი­ა­ცი­ულ ზო­ნა­ში, რაც მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ მათ არ შე­ხე­ბი­ათ 1986 წელს ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე მომ­ხდა­რი კა­ტას­ტრო­ფა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამე­რი­კუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლი PNAS ავ­რცე­ლებს.

მეც­ნი­ე­რებ­მა ად­გილ­ზე მო­ი­ნა­ხუ­ლეს მა­ღა­ლი რა­დი­ა­ცი­უ­ლი ზონა და შე­აგ­რო­ვეს Oscheius tipulae სა­ხე­ო­ბის მიკ­როს­კო­პუ­ლი ჭი­ე­ბი. კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, ექ­სპერ­ტებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ მი­უ­ხე­და­ვად რა­დი­ა­ცი­ის მა­ღა­ლი დო­ნი­სა. ამ სა­ხე­ო­ბის ჭი­ე­ბის გე­ნო­მი ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი დარ­ჩა ბირ­თვუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის შემ­დე­გაც.

ასე­თი ანა­ლი­ზი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა გა­მოკ­ვლე­ულ იქ­ნეს კა­ტას­ტრო­ფის გავ­ლე­ნა ად­გი­ლობ­რივ პო­პუ­ლა­ცი­ებ­ზე. მკვლევ­რებ­მა დაკ­ვირ­ვე­ბის­თვის აი­ღეს 15 ჭიის გე­ნო­მი ჩერ­ნო­ბი­ლი­დან და ხუთი სხვა ინ­დი­ვი­დი პლა­ნე­ტის სხვა ნა­წი­ლე­ბი­დან.

რო­გორც კვლე­ვი­სას დად­გინ­და, ჩერ­ნო­ბი­ლის ზო­ნი­დან აყ­ვა­ნი­ლი ჭი­ე­ბის გე­ნომს არ ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბის არა­ნა­ი­რი ნი­შან-წყა­ლი, რაც მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ მათ შე­უძ­ლი­ათ გა­დარ­ჩე­ნა ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­შიც კი. მეც­ნი­ე­რე­ბი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ასე­თი მდგრა­დო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ხე­ო­ბის თვი­სე­ბა და არა რა­დი­ა­ცი­ის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გი.

მეც­ნი­ე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ აგ­რძე­ლე­ბენ ამ არ­სე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვას.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
10

იქნებ ისევ იმან დაასრულოს ეს ომი, ვინც დაიწყო, შეიბრალონ ადამიანები, რუსებიც და უკრაინელებიც 

ბადრი
32

ამათ ალბათ არ უნახავთ იმ ზონაში ირმები, გარეული ტახი, ლოქო, მტაცებლები დათვი და სხვა, რა შესანიშნავად გრძნობენ თავს. გამრავლდნენ და ცხოვრობენ შესანიშნავად იმიტომაც რომ ადამიანები არ ეკარებიან. ესენი კიდევ ჭიები აღმოვაჩინეთო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

აღმოჩენა ჩერნობილში: ნაპოვნია ცოცხალი არსებები, რომლებიც ბირთვული კატასტროფას არ დაუზიანებია - რა არის ამის მიზეზი?

აღმოჩენა ჩერნობილში: ნაპოვნია ცოცხალი არსებები, რომლებიც ბირთვული კატასტროფას არ დაუზიანებია - რა არის ამის მიზეზი?

მეცნიერებმა ჩერნობილში აღმოაჩინეს ცოცხალი არსებები, რომლებიც ბირთვული კატასტროფით არ დაზარალდნენ. ესენი არიან მიკროსკოპული ჭიები, რომლებსაც შეუძლიათ იცოცხლონ მაღალი რადიაციის პირობებშიც კი.

მიკროსკოპული ჭიები დღესაც ცხოვრობენ ჩერნობილის რადიაციულ ზონაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ შეხებიათ 1986 წელს ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფა. ინფორმაციას ამერიკული სამეცნიერო ჟურნალი PNAS ავრცელებს.

მეცნიერებმა ადგილზე მოინახულეს მაღალი რადიაციული ზონა და შეაგროვეს Oscheius tipulae სახეობის მიკროსკოპული ჭიები. კვლევის ჩატარების შემდეგ, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მიუხედავად რადიაციის მაღალი დონისა. ამ სახეობის ჭიების გენომი ხელუხლებელი დარჩა ბირთვული კატასტროფის შემდეგაც.

ასეთი ანალიზი მნიშვნელოვანია, რათა გამოკვლეულ იქნეს კატასტროფის გავლენა ადგილობრივ პოპულაციებზე. მკვლევრებმა დაკვირვებისთვის აიღეს 15 ჭიის გენომი ჩერნობილიდან და ხუთი სხვა ინდივიდი პლანეტის სხვა ნაწილებიდან.

როგორც კვლევისას დადგინდა, ჩერნობილის ზონიდან აყვანილი ჭიების გენომს არ ჰქონდა დაზიანების არანაირი ნიშან-წყალი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათ შეუძლიათ გადარჩენა ექსტრემალურ პირობებშიც კი. მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ასეთი მდგრადობა შეიძლება იყოს სახეობის თვისება და არა რადიაციის ზემოქმედების შედეგი.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აგრძელებენ ამ არსებების გამოკვლევას.