ავტორი:

ოპერაციის შემდეგ ქეით მიდლტონმა პირველი ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა ამის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია: პრინცესას სკანდალი გრძელდება

ოპერაციის შემდეგ ქეით მიდლტონმა პირველი ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა ამის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია: პრინცესას სკანდალი გრძელდება

ქეით მიდლტონმა 10 მარტს 2023 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად გამოაქვეყნა ფოტო - მიზანი საზოგადოების დამშვიდება იყო, რომელიც უელსის პრინცესას ჯანმრთელობის გამო ღელავდა, თუმცა ყველაფერს საპირისპირო შედეგი მოჰყვა.

პრინცესამ გუშინ შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ეს მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ გამოქვეყნებული პირველი ოფიციალური სურათია.

საქმე ისაა, რომ "ინსტაგრამზე" ქეითისა და უილიამის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო შესამჩნევადაა რედაქტირებული, რაც სამეფო წყვილის გულშემატკივრებისთვის კიდევ უფრო შეშფოთების მიზეზად იქცა.

ფოტოს უხეშ რედაქტირებას ქეით მიდლტონი თავადაც გამოეხმაურა. უელსის პრინცესამ ბოდიში მოიხადა და ინციდენტი იმას დააბრალა, რომ "ფოტოს რედაქტირებაში ექსპერიმენტს ატარებდა":

"როგორც ბევრი გამოუცდელი ფოტოგრაფი, მეც ხშირად ვატარებ ფოტოს რედაქტირების ექსპერიმენტებს. მინდა ბოდიში მოვიხადო იმ დაბნეულობისთვის, რაც ჩვენმა ოჯახურმა ფოტომ გამოიწვია",- წერს ქეითი პლატფორმა X-ის ოფიციალურ ანგარიშზე.

მედია ყურადღებას ამახვილებს ფოტოზე პრინცესა შარლოტას მარცხენა ხელზე, რომელიც შეუსაბამო პოზიციაშია, ასევე ყურადღებას იქცევს პრინც ლუისა და ჯორჯის ხელებიც, ხოლო ქეითისა და შარლოტას თმაზე ჩრდილები არც ისე ბუნებრივად ჩანს.

წყარო: bbc

ნახეთ ასევე:

სად არის ქეითი? - ბრიტანეთის სამეფო ოჯახი განცხადებას ავრცელებს და შეთქმულების თეორიების ავტორებს პასუხობს

მოამზადა: ანა სიბოშვილმა