მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით დედა-შვილი, რომელთა ვიდეომ სოცქსელები მოიარა - "როცა დანიელმა ხელში ამიყვანა, ისეთი მოულოდნელი იყო... დედა, შენ ხომ გაგვზარდე, ახლა შენ ხარ ჩვენი შვილიო"
გაიცანით დედა-შვილი, რომელთა ვიდეომ სოცქსელები მოიარა - "როცა დანიელმა ხელში ამიყვანა, ისეთი მოულოდნელი იყო... დედა, შენ ხომ გაგვზარდე, ახლა შენ ხარ ჩვენი შვილიო"

ემო­ცი­უ­რი ვი­დეო, რო­მე­ლიც ქორ­წილ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, ორი დღეა ინ­ტერ­ნეტ ჰი­ტად იქცა. კად­რებ­ში ჩანს, რომ ახალ­გაზ­რდა ბიჭი დე­დას ეტ­ლი­დან ხელ­ში იყ­ვანს და მას­თან ერ­თად ცეკ­ვავს. ვი­დე­ოს მთა­ვა­რი გმი­რი და­ნი­ელ გი­გა­უ­რია, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი დის ქორ­წილ­ში დედა, რო­მელ­საც სი­ა­რუ­ლი არ შე­ეძ­ლო, აცეკ­ვა.

და­ნი­ე­ლის ოჯა­ხი ქა­რე­ლი­დან არის, რო­დე­საც ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­ვუ­კავ­შირ­დით, გვი­თხრა, რომ თა­ვად ამ­ჟა­მად ყვა­რელ­ში ცხოვ­რობს, დედა, ოჯახ­თან ერ­თად ქა­რელ­ში.

AMBEBI.GE-მ ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა და­ნი­ელ­თან და მის დე­დას­თან, ქალ­ბა­ტონ ნატო გო­გი­ჩა­იშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც ჩვენ­თან სა­უბ­რის დროს კი­დევ ერთხელ ატირ­და...

და­ნი­ელ გი­გა­უ­რი:

- დე­დას სიმ­სივ­ნე ჰქონ­და, რო­მე­ლიც და­ა­მარ­ცხა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ე­ბი გა­და­ვი­ტა­ნეთ. თა­ვი­დან დე­დას სა­კუ­თა­რი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი გა­და­უ­ნერ­გეს, რა­მაც არ გა­ა­მარ­თლა და შემ­დეგ მისი და იყო დო­ნო­რი, თურ­ქეთ­ში მე­ო­რედ გა­უ­კე­თეს გა­და­ნერგვა. ამ ეტაპ­ზე სიმ­სივ­ნის უჯრე­დე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ რე­მი­სი­ის დროს, რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მი ახალ უჯრე­დებს ეგუ­ე­ბა, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ებ­ზე ცუ­დად იმოქ­მე­და. ამ ეტაპ­ზე დე­დას გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­უძ­ლია, ეტ­ლით მო­ვიყ­ვა­ნეთ ჩემი დის ქორ­წილ­ში, ვი­დეო, რო­მე­ლიც მე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე, ჩემ­მა მე­უღ­ლემ გა­და­ი­ღო.

არ ვე­ლო­დი ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბას, არა­ფე­რი ისე­თი არ გა­მი­კე­თე­ბია და დღე­საც იმა­ვეს ვამ­ბობ, რომ არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ გა­მი­კე­თე­ბია, შვილ­მა დედა რომ ხელ­ში აიყ­ვა­ნოს, რო­დე­საც მას ად­გო­მა არ შე­უძ­ლია, უჩ­ვე­უ­ლო რა არის. ის გა­ვა­კე­თე, რაც ნე­ბის­მი­ე­რი შვი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაა. დე­დას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო რაც მოხ­და, ახლა ემო­ცი­ე­ბი მის­თვის უფრო გამ­ძაფ­რე­ბუ­ლია.

და­ნი­ელ გი­გა­უ­რი

ნატო გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სამი შვი­ლი გა­ზარ­და და ახლა სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი ზრდი­ან, რად­გან მას და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­უძ­ლია.

- იმ­ხე­ლა სით­ბოს და სიყ­ვა­რულს ვი­ღებ ხალ­ხის­გან, ღმერ­თო, და­ლოც­ვი­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ ჩემი შვი­ლე­ბი, ყვე­ლამ გა­ი­ხა­როს. შე­მოდ­გო­მას და­ნი­ელს ჯვრის­წე­რა ჰქონ­და, მა­შინ ლო­გინს ვი­ყა­ვი მი­ჯაჭ­ვუ­ლი და ვერ წა­ვე­დი. ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე მა­შინ. შემ­დეგ გოგო რომ თხოვ­დე­ბო­და, ოჯახ­ში თქვა, თუ დედა ჩემს გვერ­დით არ იდ­გე­ბა, არ მინ­და ისე­თი ქორ­წი­ლიო. ეტ­ლით რომ წა­მიყ­ვა­ნეს, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ხან ცუ­დად ვხდე­ბო­დი.

უცებ გა­მო­ა­ცხა­დეს, ეს სიმ­ღე­რა ყვე­ლა დე­დას ეძღვნე­ბა და შვი­ლებ­მა დე­დე­ბი აცეკ­ვე­თო. მო­ვი­და და­ნი­ე­ლი ჩემ­თან და მი­თხრა, მოდი, დედა, გა­გიყ­ვან და გა­ცეკ­ვე­ბო, ვუ­თხა­რი, რომ კარ­გად არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ დამ­პირ­და, ეტ­ლით გა­გა­გო­რე­ბო. ხელ­ში რომ ამიყ­ვა­ნა, ისე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, შემ­დეგ მე­ო­რე დღეს, რაც ვი­დე­ოს მოყ­ვა... არ ვე­ლო­დი ასეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, ცოტა ხნის წინ ისიც არ მე­გო­ნა, რომ შვი­ლის ქორ­წილ­ში ვიქ­ნე­ბო­დი.

ბედ­ნი­ე­რი დედა ვარ, სამი შვი­ლი მყავს, უმ­ცრო­სი 14 წლის. მე­უბ­ნე­ბი­ან, დედა, შენ ხომ გაგვზარ­დე, ახლა შენ ხარ ჩვე­ნი შვი­ლიო. ცოტა ხნის წი­ნაც ცუ­დად გავ­ხდი და გა­თხო­ვი­ლი გოგო გა­მო­იქ­ცა ჩემ­თან, რომ მო­ე­ხე­და. ყვე­ლას უღ­რმე­სი მად­ლო­ბა, იმ­ხე­ლა სით­ბოს ვი­ღებ, ისე მით­ბე­ბა გული, და­ნი­ელს ვე­უბ­ნე­ბი, ამ ხალ­ხის ლოც­ვა გა­გა­ბედ­ნი­ე­რებს-მეთ­ქი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
0

ბედნიერები გამყოფოთ უფალმა.კარგი შვილების გაზრდა დიდი საქმეა.დიდხანს გიცოცხლოთ დედიკო .გაიხარე მაგარო ბიჭო

ტოტო
1

რა საოცარი რამ არის დედა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

გაიცანით დედა-შვილი, რომელთა ვიდეომ სოცქსელები მოიარა - "როცა დანიელმა ხელში ამიყვანა, ისეთი მოულოდნელი იყო... დედა, შენ ხომ გაგვზარდე, ახლა შენ ხარ ჩვენი შვილიო"

გაიცანით დედა-შვილი, რომელთა ვიდეომ სოცქსელები მოიარა - "როცა დანიელმა ხელში ამიყვანა, ისეთი მოულოდნელი იყო... დედა, შენ ხომ გაგვზარდე, ახლა შენ ხარ ჩვენი შვილიო"

ემოციური ვიდეო, რომელიც ქორწილშია გადაღებული, ორი დღეა ინტერნეტ ჰიტად იქცა. კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდა ბიჭი დედას ეტლიდან ხელში იყვანს და მასთან ერთად ცეკვავს. ვიდეოს მთავარი გმირი დანიელ გიგაურია, რომელმაც საკუთარი დის ქორწილში დედა, რომელსაც სიარული არ შეეძლო, აცეკვა.

დანიელის ოჯახი ქარელიდან არის, როდესაც ინტერვიუზე დავუკავშირდით, გვითხრა, რომ თავად ამჟამად ყვარელში ცხოვრობს, დედა, ოჯახთან ერთად ქარელში.

AMBEBI.GE-მ ინტერვიუ ჩაწერა დანიელთან და მის დედასთან, ქალბატონ ნატო გოგიჩაიშვილთან, რომელიც ჩვენთან საუბრის დროს კიდევ ერთხელ ატირდა...

დანიელ გიგაური:

- დედას სიმსივნე ჰქონდა, რომელიც დაამარცხა, მაგრამ ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ. თავიდან დედას საკუთარი ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს, რამაც არ გაამართლა და შემდეგ მისი და იყო დონორი, თურქეთში მეორედ გაუკეთეს გადანერგვა. ამ ეტაპზე სიმსივნის უჯრედები განადგურებულია, მაგრამ რემისიის დროს, როდესაც ორგანიზმი ახალ უჯრედებს ეგუება, სხვადასხვა ორგანოებზე ცუდად იმოქმედა. ამ ეტაპზე დედას გადაადგილება არ შეუძლია, ეტლით მოვიყვანეთ ჩემი დის ქორწილში, ვიდეო, რომელიც მე გამოვაქვეყნე, ჩემმა მეუღლემ გადაიღო.

არ ველოდი ამხელა გამოხმაურებას, არაფერი ისეთი არ გამიკეთებია და დღესაც იმავეს ვამბობ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია, შვილმა დედა რომ ხელში აიყვანოს, როდესაც მას ადგომა არ შეუძლია, უჩვეულო რა არის. ის გავაკეთე, რაც ნებისმიერი შვილის მოვალეობაა. დედასთვის მოულოდნელი იყო რაც მოხდა, ახლა ემოციები მისთვის უფრო გამძაფრებულია.

დანიელ გიგაური

ნატო გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ სამი შვილი გაზარდა და ახლა საკუთარი შვილები ზრდიან, რადგან მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

- იმხელა სითბოს და სიყვარულს ვიღებ ხალხისგან, ღმერთო, დალოცვილები ყოფილიყვნენ ჩემი შვილები, ყველამ გაიხაროს. შემოდგომას დანიელს ჯვრისწერა ჰქონდა, მაშინ ლოგინს ვიყავი მიჯაჭვული და ვერ წავედი. ძალიან ვინერვიულე მაშინ. შემდეგ გოგო რომ თხოვდებოდა, ოჯახში თქვა, თუ დედა ჩემს გვერდით არ იდგება, არ მინდა ისეთი ქორწილიო. ეტლით რომ წამიყვანეს, ძალიან ვნერვიულობდი, ხან ცუდად ვხდებოდი.

უცებ გამოაცხადეს, ეს სიმღერა ყველა დედას ეძღვნება და შვილებმა დედები აცეკვეთო. მოვიდა დანიელი ჩემთან და მითხრა, მოდი, დედა, გაგიყვან და გაცეკვებო, ვუთხარი, რომ კარგად არ ვიყავი, მაგრამ დამპირდა, ეტლით გაგაგორებო. ხელში რომ ამიყვანა, ისეთი მოულოდნელი იყო, შემდეგ მეორე დღეს, რაც ვიდეოს მოყვა... არ ველოდი ასეთ გამოხმაურება, ცოტა ხნის წინ ისიც არ მეგონა, რომ შვილის ქორწილში ვიქნებოდი.

ბედნიერი დედა ვარ, სამი შვილი მყავს, უმცროსი 14 წლის. მეუბნებიან, დედა, შენ ხომ გაგვზარდე, ახლა შენ ხარ ჩვენი შვილიო. ცოტა ხნის წინაც ცუდად გავხდი და გათხოვილი გოგო გამოიქცა ჩემთან, რომ მოეხედა. ყველას უღრმესი მადლობა, იმხელა სითბოს ვიღებ, ისე მითბება გული, დანიელს ვეუბნები, ამ ხალხის ლოცვა გაგაბედნიერებს-მეთქი.