სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმის თეატრის მიმდინარე რეპერტუარი - რა ჟანრის სპექტაკლებს იხილავს მაყურებელი
სოხუმის თეატრის მიმდინარე რეპერტუარი - რა ჟანრის სპექტაკლებს იხილავს მაყურებელი

სო­ხუ­მის კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი მა­ყუ­რე­ბელს თბი­ლის­ში დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის N68-ში მას­პინ­ძლობს. ამ ეტაპ­ზე, რე­პერ­ტუ­არ­ში 4 სპექ­ტაკ­ლია: „მარ­ტორ­ქე­ბი“, „ვა­ჟიშ­ვი­ლი“, „ვთა­მა­შობთ კა­ბუ­კის“ და „სტუ­მა­რი“.

„სტუ­მა­რი“

სო­ხუ­მის თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლი ,„სტუ­მა­რი“ , ჯონ ბო­ინ­ტონ პრისტლის პი­ე­სის „ინ­სპექ­ტო­რის ზა­რის“ მი­ხედ­ვით რე­ჟი­სორ­მა და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძემ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ხოლო გად­მო­ქარ­თუ­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის ავ­ტო­რი ლაშა იმე­დაშ­ვი­ლია.

ინ­გლი­სე­ლი მწერ­ლის ჯონ ბო­ინ­ტონ პრისტლის ეს კლა­სი­კად ქცე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ხში­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ დად­გმებს შო­რი­საა. არ­სე­ბობს პი­ე­სის არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ეკ­რა­ნი­ზა­ცი­აც. რაც ალ­ბათ, იმან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ პი­ე­სა­ში დას­მუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, გა­მოწ­ვე­ვე­ბი მა­რა­დი­უ­ლია და ყვე­ლა დრო­სა თუ სივ­რცე­ში გვხვდე­ბა. სო­ხუ­მის თე­ატ­რის ვერ­სი­ა­ში კი, პი­ე­სის მოქ­მე­დე­ბის დრო და ად­გი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პე­რი­ოდ­შია გა­და­ტა­ნი­ლი და ამ გზით სპექ­ტაკ­ლის ავ­ტო­რე­ბი შე­ე­ცად­ნენ ინ­გლის­ში მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი, ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის უფრო „ახ­ლო­ბე­ლი“ გამ­ხდა­რი­ყო.

ერ­თმოქ­მე­დე­ბი­ან დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რის სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მსა­ხი­ო­ბე­ბი: ლილი ხუ­რი­თი, ბად­რი ბე­გა­ლიშ­ვი­ლი, მე­რაბ ყოლ­ბა­ია, გი­ორ­გი ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი, ნა­თია ჩიკ­ვი­ლა­ძე, ნი­კო­ლოზ წე­რე­დი­ა­ნი და ნა­თია ბუნ­ტუ­რი.

(+ 14)

„მარ­ტორ­ქე­ბი“

აბ­სურ­დის დრა­მის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის ეჟენ იო­ნეს­კოს „მარ­ტორ­ქე­ბი“ ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის ჰიმ­ნია. ნა­წარ­მო­ე­ბი, ყვე­ლა იმ „იზ­მე­ბი“-ს წი­ნა­აღ­მდეგ ილაშ­ქრებს, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნურ გრძნო­ბებ­ზე მაღ­ლა დგე­ბა. სპექ­ტაკ­ლი „არას“ თქმის უნარს ეხე­ბა, რის გა­მოც პი­როვ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში სულ მარ­ტოც დარ­ჩეს - რაც ძა­ლი­ან რთუ­ლია, თუმ­ცა ყო­ველ­თვის გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ისე­თი ინ­დი­ვი­დე­ბი, რომ­ლებ­საც არ სურთ კო­ლექ­ტი­ურ სი­ტყვებ­სა, „სა­ყო­ველ­თაო“ აზ­რებ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და თა­ვის პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგულ­ნი რჩე­ბი­ან.

ორ მოქ­მე­დე­ბი­ა­ნი სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რი ზუ­რაბ გე­წა­ძეა. სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მსა­ხი­ო­ბე­ბი: ზუ­რაბ ყიფ­ში­ძე, ვანო თარ­ხნიშ­ვი­ლი, ქეთი ასა­თი­ა­ნი, ნინო შავ­გუ­ლი­ძე, ნი­კო­ლოზ წე­რე­დი­ა­ნი, ბად­რი ბე­გა­ლიშ­ვი­ლი, ედე­მი ხვი­ჩია, და­ვით ბე­რა­ძე, ვე­რი­კო კა­ლან­დია, ნა­ნუ­კა ლი­თა­ნიშ­ვი­ლი, ნანა შო­ნია, თემო ნატ­როშ­ვი­ლი, პა­ა­ტა ვახ­ტან­გიშ­ვი­ლი, სა­ნა­თა ძა­ძა­მია, გი­ორ­გი გო­გიშ­ვი­ლი და ბექა ქავ­თა­რა­ძე. (12+)

„ვა­ჟიშ­ვი­ლი“

მხი­ა­რუ­ლი ბავ­შვი ნი­კო­ლა მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­იც­ვა­ლა. ის მო­ღუ­შულ, ფეთ­ქე­ბად მო­ზარ­დად იქცა. 17 წლის ზნე­შეც­ვლი­ლი შვი­ლის გამო, დედა ძა­ლი­ან ღე­ლავს, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სა­ვალს ვერ პო­უ­ლობს. ნი­კო­ლა გა­და­წყვეტს, სა­ცხოვ­რებ­ლად მა­მას­თან გა­და­ვი­დეს, რო­მელ­საც ახა­ლი ოჯა­ხი ჰყავს. მა­მა­კა­ცი ცდი­ლობს შვილს გვერ­დში და­უდ­გეს, სი­ცო­ცხლის ხა­ლი­სი და­უბ­რუ­ნოს, მაგ­რამ...

თა­ნა­მედ­რო­ვე ფრან­გი დრა­მა­ტურ­გის ფლო­რი­ან ზე­რე­ლის პი­ე­სა ძველ­სა და ახალ თა­ო­ბა­თა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას ეხე­ბა. რა უნდა გა­ვა­კე­თოთ, იმი­სათ­ვის, რომ მშობ­ლებ­სა და შვი­ლებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვე­ბი და­ვა­ბა­ლან­სოთ, ორ თა­ო­ბას შო­რის წყვე­ტა რომ არ მოხ­დეს და შვი­ლებ­მა დედ-მა­მის მხრი­დან ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ცი­ტი არ იგ­რძნონ - სწო­რედ ეს თე­მე­ბია წა­მოჭ­რი­ლი მსა­ხი­ო­ბი­სა და რე­ჟი­სო­რის მე­რაბ ყოლ­ბა­ი­ას სპექ­ტაკლში „ვა­ჟიშ­ვი­ლი“. ერ­თმოქ­მე­დე­ბი­ან დრა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მსა­ხი­ო­ბე­ბი: ეკა­ტე­რი­ნე არ­ჩა­ია, ჯანო იზო­რია, ჯუ­ლი­ე­ტა პა­კე­ლი­ა­ნი, მა­რი­ნა სო­ლო­მო­ნია და ნიკა ჭკა­დუა. ( 7+)

„ვთა­მა­შობთ კა­ბუ­კის“

ტრა­დი­ცი­უ­ლი ია­პო­ნუ­რი თე­ატრ „კა­ბუ­კის“ პი­ე­სა „აბ­რე­შუ­მის ფა­რა­ნი“ მის­ტი­კუ­რი კო­მე­დი­აა მა­რა­დი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის, კარ­მი­სა და ბე­დის ძა­ლე­ბის შე­სა­ხებ. პო­ე­ტუ­რი ენით და­წე­რი­ლი პი­ე­სა ახალ­გაზ­რდა სა­მუ­რა­ი­სა და ოდეს­ღაც მცხოვ­რე­ბი ქა­ლის აჩ­რდი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავ­ზე მოგ­ვი­თხრობს. მე­გობ­რე­ბი სა­მუ­რა­ის აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ მისი სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია და გო­გო­ნას­თან შეხ­ვედ­რებს წერ­ტი­ლი უნდა და­უს­ვას, მაგ­რამ მას­ში რა­ცი­ო­ნა­ლურ აზ­როვ­ნე­ბა­ზე ძლი­ე­რი - ლტოლ­ვა და გრძნო­ბა აღ­მოჩ­ნდე­ბა. სიყ­ვა­რუ­ლით მო­ცუ­ლი ბიჭი ქა­ლის აჩ­რდილ­თან სქე­სობ­რივ კავ­შირს ამ­ყა­რებს, რაც მის­თვის სა­ბე­დის­წე­რო ნა­ბი­ჯი აღ­მოჩ­ნდე­ბა...

რე­ჟი­სორ და­ვით პა­პა­ვას ამ ნა­მუ­შე­ვარს, მა­ყუ­რე­ბე­ლი აფა­სებს რო­გორც ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ სა­ნა­ხა­ო­ბას. ერ­თმოქ­მე­დე­ბი­ან მის­ტი­კურ კო­მე­დი­ა­ში 11 ქალი მსა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს: ნან­კა გვა­რიშ­ვი­ლი, სა­ნა­თა ძა­ძა­მია, მა­რი­ამ სარ­და­ნაშ­ვი­ლი, ქრის­ტი­ნე ჩხიკ­ვა­ძე, ეკა­ტე­რი­ნე არ­ჩა­ია, მა­რი­ნა სო­ლო­მო­ნია, ჯუ­ლი­ე­ტა პა­კე­ლი­ა­ნი, ვე­რი­კო კა­ლან­დია, ლონ­და კა­ცია, ნინო პა­პა­ვა და მი­ლე­ნა აჟი­ბა. (ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა 12+)

მიმ­დი­ნა­რე აფი­შის და დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნახ­ვა შე­გიძ­ლი­ათ აქ:

თე­ატ­რის Facebook გვერ­დი: https://www.facebook.com/SokhumiTheatre

თე­ატ­რის Instagram გვერ­დი: https://www.instagram.com/sokhumi_theatre/

ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია TKT.GE - ზე

https://tkt.ge/show/11313/vazhishvili

სო­ხუ­მის თე­ატ­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: ambebi.ge • ამ­ბე­ბი.ge და Palitranews - პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

სოხუმის თეატრის მიმდინარე რეპერტუარი - რა ჟანრის სპექტაკლებს იხილავს მაყურებელი

სოხუმის თეატრის მიმდინარე რეპერტუარი - რა ჟანრის სპექტაკლებს იხილავს მაყურებელი

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელს თბილისში დიმიტრი უზნაძის N68-ში მასპინძლობს. ამ ეტაპზე, რეპერტუარში 4 სპექტაკლია: „მარტორქები“, „ვაჟიშვილი“, „ვთამაშობთ კაბუკის“ და „სტუმარი“.

„სტუმარი“

სოხუმის თეატრის სპექტაკლი ,„სტუმარი“ , ჯონ ბოინტონ პრისტლის პიესის „ინსპექტორის ზარის“ მიხედვით რეჟისორმა დავით საყვარელიძემ განახორციელა, ხოლო გადმოქართულებული ვერსიის ავტორი ლაშა იმედაშვილია.

ინგლისელი მწერლის ჯონ ბოინტონ პრისტლის ეს კლასიკად ქცეული ნაწარმოები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად განხორციელებულ დადგმებს შორისაა. არსებობს პიესის არაერთი წარმატებული ეკრანიზაციაც. რაც ალბათ, იმან განაპირობა, რომ პიესაში დასმული პრობლემები, გამოწვევები მარადიულია და ყველა დროსა თუ სივრცეში გვხვდება. სოხუმის თეატრის ვერსიაში კი, პიესის მოქმედების დრო და ადგილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდშია გადატანილი და ამ გზით სპექტაკლის ავტორები შეეცადნენ ინგლისში მომხდარი ამბავი, ქართველი მაყურებლისთვის უფრო „ახლობელი“ გამხდარიყო.

ერთმოქმედებიან დეტექტიური ჟანრის სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ლილი ხურითი, ბადრი ბეგალიშვილი, მერაბ ყოლბაია, გიორგი ყორღანაშვილი, ნათია ჩიკვილაძე, ნიკოლოზ წერედიანი და ნათია ბუნტური.

(+ 14)

„მარტორქები“

აბსურდის დრამის მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის ეჟენ იონესკოს „მარტორქები“ ადამიანის ღირსების ჰიმნია. ნაწარმოები, ყველა იმ „იზმები“-ს წინააღმდეგ ილაშქრებს, რომლებიც ადამიანურ გრძნობებზე მაღლა დგება. სპექტაკლი „არას“ თქმის უნარს ეხება, რის გამოც პიროვნება შეიძლება საზოგადოებასთან დაპირისპირებაში სულ მარტოც დარჩეს - რაც ძალიან რთულია, თუმცა ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ინდივიდები, რომლებსაც არ სურთ კოლექტიურ სიტყვებსა, „საყოველთაო“ აზრებში გაერთიანება და თავის პრინციპების ერთგულნი რჩებიან.

ორ მოქმედებიანი სპექტაკლის რეჟისორი ზურაბ გეწაძეა. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ზურაბ ყიფშიძე, ვანო თარხნიშვილი, ქეთი ასათიანი, ნინო შავგულიძე, ნიკოლოზ წერედიანი, ბადრი ბეგალიშვილი, ედემი ხვიჩია, დავით ბერაძე, ვერიკო კალანდია, ნანუკა ლითანიშვილი, ნანა შონია, თემო ნატროშვილი, პაატა ვახტანგიშვილი, სანათა ძაძამია, გიორგი გოგიშვილი და ბექა ქავთარაძე. (12+)

„ვაჟიშვილი“

მხიარული ბავშვი ნიკოლა მოულოდნელად შეიცვალა. ის მოღუშულ, ფეთქებად მოზარდად იქცა. 17 წლის ზნეშეცვლილი შვილის გამო, დედა ძალიან ღელავს, მაგრამ სიტუაციიდან გამოსავალს ვერ პოულობს. ნიკოლა გადაწყვეტს, საცხოვრებლად მამასთან გადავიდეს, რომელსაც ახალი ოჯახი ჰყავს. მამაკაცი ცდილობს შვილს გვერდში დაუდგეს, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნოს, მაგრამ...

თანამედროვე ფრანგი დრამატურგის ფლორიან ზერელის პიესა ძველსა და ახალ თაობათა შორის ურთიერთობას ეხება. რა უნდა გავაკეთოთ, იმისათვის, რომ მშობლებსა და შვილებს შორის განსხვავებული ხედვები დავაბალანსოთ, ორ თაობას შორის წყვეტა რომ არ მოხდეს და შვილებმა დედ-მამის მხრიდან ყურადღების დეფიციტი არ იგრძნონ - სწორედ ეს თემებია წამოჭრილი მსახიობისა და რეჟისორის მერაბ ყოლბაიას სპექტაკლში „ვაჟიშვილი“. ერთმოქმედებიან დრამაში მონაწილეობენ მსახიობები: ეკატერინე არჩაია, ჯანო იზორია, ჯულიეტა პაკელიანი, მარინა სოლომონია და ნიკა ჭკადუა. ( 7+)

„ვთამაშობთ კაბუკის“

ტრადიციული იაპონური თეატრ „კაბუკის“ პიესა „აბრეშუმის ფარანი“ მისტიკური კომედიაა მარადიული სიყვარულის, კარმისა და ბედის ძალების შესახებ. პოეტური ენით დაწერილი პიესა ახალგაზრდა სამურაისა და ოდესღაც მცხოვრები ქალის აჩრდილის სიყვარულის ამბავზე მოგვითხრობს. მეგობრები სამურაის აფრთხილებენ, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია და გოგონასთან შეხვედრებს წერტილი უნდა დაუსვას, მაგრამ მასში რაციონალურ აზროვნებაზე ძლიერი - ლტოლვა და გრძნობა აღმოჩნდება. სიყვარულით მოცული ბიჭი ქალის აჩრდილთან სქესობრივ კავშირს ამყარებს, რაც მისთვის საბედისწერო ნაბიჯი აღმოჩნდება...

რეჟისორ დავით პაპავას ამ ნამუშევარს, მაყურებელი აფასებს როგორც ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სანახაობას. ერთმოქმედებიან მისტიკურ კომედიაში 11 ქალი მსახიობი მონაწილეობს: ნანკა გვარიშვილი, სანათა ძაძამია, მარიამ სარდანაშვილი, ქრისტინე ჩხიკვაძე, ეკატერინე არჩაია, მარინა სოლომონია, ჯულიეტა პაკელიანი, ვერიკო კალანდია, ლონდა კაცია, ნინო პაპავა და მილენა აჟიბა. (ასაკობრივი შეზღუდვა 12+)

მიმდინარე აფიშის და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ:

თეატრის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SokhumiTheatre

თეატრის Instagram გვერდი: https://www.instagram.com/sokhumi_theatre/

ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE - ზე

https://tkt.ge/show/11313/vazhishvili

სოხუმის თეატრის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ambebi.ge • ამბები.ge და Palitranews - პალიტრანიუსი