ავტორი:

"ვფიქრობდი, რომ ამ შენობაში ვეღარასდროს ამოვიდოდი" - დონატელა ვერსაჩე ლიფტში გაიჭედა (ვიდეო)

"ვფიქრობდი, რომ ამ შენობაში ვეღარასდროს ამოვიდოდი" - დონატელა ვერსაჩე ლიფტში გაიჭედა (ვიდეო)

ერთ-ერთი წამყვანი მოდის სახლის, Versace-ს კრეატიული დირექტორი, დონატელა ვერსაჩე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიოდა, როცა ლიფტში გაიჭედა.

TMZ-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობს რამდენიმე ადამიანი დონატელა ვერსაჩესა და მასთან ერთად ლიფტში ჩარჩენილი კიდევ ორი ადამიანის გამოყვანას.

მას შემდეგ, რაც დონატელა გაჭირვებით გამოძვრა მოშლილი ლიფტის კარიდან, შენობაში სახანძრო მანქანა და მაშველების გუნდიც გამოჩნდნენ.

<iframe src="https://share.tmz.com/watch/2024-03-09-030924-donatella-versace-v2-1790908-989/" width="560" height="395" frameBorder="0" allowFullScreen></iframe>

დონატელა ვერსაჩე ლოს ანჯელესში გამართულ LGBTQ ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიოდა, სადაც ის LGBTQ ცენტრის პირველ გლობალურ წარმომადგენლად დასახელდა.

"ეს ჩემთვის ძალიან ემოციური ამბავია, თუმცა ეს გარკვეულწილად იმის ბრალიცაა, რომ ლიფტში გავიჭედე",- იხუმრა მოგვიანებით 68 წლის დიზაინერმა სცენაზე გამოსვლისას. "ვფიქრობდი, რომ ამ შენობაში ვეღარასდროს ამოვიდოდი, თუმცა როგორღაც მოვაღწიე".

წყარო: tmz

მოამზადა: ანა სიბოშვილმა