მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამი თვეა პროზექტურაშია დასვენებული... არ ვიცით, რატომ მოკლა ცოლმა, შვილის სამკურნალოდ იყვნენ წასულები" - რას ითხოვს საფრანგეთში მოკლული მარად სურმანიძის ოჯახი?
"სამი თვეა პროზექტურაშია დასვენებული... არ ვიცით, რატომ მოკლა ცოლმა, შვილის სამკურნალოდ იყვნენ წასულები" - რას ითხოვს საფრანგეთში მოკლული მარად სურმანიძის ოჯახი?
  • მთა­ვარ ფო­ტო­ზე: მა­რად სურ­მა­ნი­ძე და ლანა ხუნ­წა­რია

საფ­რან­გეთ­ში მოკ­ლუ­ლი 31 წლის მა­რად სურ­მა­ნი­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი აჭა­რის მთავ­რო­ბის სახ­ლთან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ. ისი­ნი აჭა­რის მთავ­რო­ბას დახ­მა­რე­ბას სთხო­ვენ, რათა მა­რად სურ­მა­ნი­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბა დრო­უ­ლად მოხ­დეს.

  • ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია მა­რად სურ­მა­ნი­ძის მე­უღ­ლე.

მათ­თვის უც­ნო­ბია, სად იმ­ყო­ფე­ბა მა­რად სურ­მა­ნი­ძის ხუთი შვი­ლი.

"ჩემი დის­შვი­ლი სამი თვეა პრო­ზექ­ტუ­რა­შია დას­ვე­ნე­ბუ­ლი. ვი­თხოვთ ყუ­რა­დღე­ბას გად­მოს­ვე­ნე­ბა­ში მთავ­რო­ბის დახ­მა­რე­ბას. არ ვი­ცით, რა პი­რო­ბებ­ში არი­ან ბავ­შვე­ბი. მხო­ლოდ ის ვი­ცით, რომ თავ­შე­სა­ფარ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მკვლე­ლო­ბა სამი თვის წინ მოხ­და. ფაქ­ტზე მისი მე­უღ­ლეა და­კა­ვე­ბუ­ლი. მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, სამი თვის წინ მოკ­ლუ­ლი ჩემი დის­შვი­ლი დრო­უ­ლად გად­მო­ას­ვე­ნონ. მა­რა­დის ოჯა­ხი საფ­რან­გეთ­ში ერთ-ერთი შვი­ლის სამ­კურ­ნა­ლოდ იყო წა­სუ­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით ორი წელი ემიგ­რა­ცი­ა­ში იყ­ვნენ. ჩვენ­თვის უც­ნო­ბია, რა მი­ზე­ზით მოკ­ლა ცოლ­მა”, - აცხა­დე­ბენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

ცნო­ბის­თვის, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი საფ­რან­გეთ­ში გა­სუ­ლი წლის 17 დე­კემ­ბერს მოხ­და. 31 წლის მა­მა­კაცს დახ­რჩო­ბის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბა. მე­ზობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით კი, წყვი­ლის ჩხუ­ბის ხმა გა­ი­გეს და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს.

ად­გილ­ზე მი­სულ პო­ლი­ცი­ა­სა და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფს მა­მა­კა­ცი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდათ და მისი რე­ა­ნი­მი­რე­ბა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. მე­ო­რე დღეს პო­ლი­ცი­ამ ქმრის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა მის ცოლს ლანა ხუნ­წა­რი­ას წა­რუდ­გი­ნა. ტუ­ლო­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ახალ­გაზ­რდა ქალ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი და მომ­ხდა­რი დაწ­ვრი­ლე­ბით აღ­წე­რა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი წყვი­ლის 5 ბავ­შვი გა­დას­ცეს ტუ­ლო­ნის ბავ­შვთა სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს. ხუ­თი­ვე ბავ­შვი მომ­ხდა­რი­სას შინ იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა და­ზუს­ტე­ბით უც­ნო­ბია, ისი­ნი შე­ეს­წრნენ თუ არა და­ნა­შა­ულს. გა­მო­ძი­ე­ბა მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო. იგეგ­მე­ბა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბა.

რა თქვა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლის დე­დამ?

"ინ­ვა­ლი­დი შვი­ლი ჰყავ­დათ და ამის გამო წა­ვიდ­ნენ უცხო­ეთ­ში. თურ­მე ჩემ შვილ­ზე ძა­ლა­დობ­და, წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი გამ­ხდა­რა და ფულს სთხოვ­და, სულ ჩხუ­ბი ჰქო­ნი­ათ. მაგ­რამ ჩემი შვი­ლი ერთი პა­ტა­რა, ჭია გო­გოა, ათა­სი დარ­დი და პრობ­ლე­მა გა­მოვ­ლი­ლი, რო­გორ შე­ეძ­ლო ბიჭი გა­ე­გუ­და. არ­სად გაქ­ცე­უ­ლა. ად­გილ­ზე აიყ­ვა­ნეს ჩემი შვი­ლი. მირ­ჩევ­ნია დღეს ჩემი შვი­ლი იყოს მკვდა­რი, ვიდ­რე სიძე. არ მინ­და ასე­თი სირ­ცხვი­ლით ცხოვ­რე­ბა, ბავ­შვებს რა უნდა ვუ­თხრა. ამ ჩემს სი­ძეს დიდი დოზა ხომ არ ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი და ამით მოკ­ვდა. ხომ არის, რომ მერე ცუ­დად ხდე­ბი­ან".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
1

სირცხვილი ის უფროა, რომ ძალადობდა 5 შვილის დედსზე და აქეთ თხოვდა ფულს წამალდამოკიდებული კაცი

ლია
3

უდღეურო საქართველოს მთავრობავ ბავშვები თუ საქართველოს მოქალაქეები არიან მიაკუთვნე ბებია ბაბუას და დააბრუნე საქართველოში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"სამი თვეა პროზექტურაშია დასვენებული... არ ვიცით, რატომ მოკლა ცოლმა, შვილის სამკურნალოდ იყვნენ წასულები" - რას ითხოვს საფრანგეთში მოკლული მარად სურმანიძის ოჯახი?

"სამი თვეა პროზექტურაშია დასვენებული... არ ვიცით, რატომ მოკლა ცოლმა, შვილის სამკურნალოდ იყვნენ წასულები" - რას ითხოვს საფრანგეთში მოკლული მარად სურმანიძის ოჯახი?
  • მთავარ ფოტოზე: მარად სურმანიძე და ლანა ხუნწარია

საფრანგეთში მოკლული 31 წლის მარად სურმანიძის ოჯახის წევრები და ახლობლები აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აჭარის მთავრობას დახმარებას სთხოვენ, რათა მარად სურმანიძის საქართველოში გადმოსვენება დროულად მოხდეს.

  • ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია მარად სურმანიძის მეუღლე.

მათთვის უცნობია, სად იმყოფება მარად სურმანიძის ხუთი შვილი.

"ჩემი დისშვილი სამი თვეა პროზექტურაშია დასვენებული. ვითხოვთ ყურადღებას გადმოსვენებაში მთავრობის დახმარებას. არ ვიცით, რა პირობებში არიან ბავშვები. მხოლოდ ის ვიცით, რომ თავშესაფარში არიან გადაყვანილი. მკვლელობა სამი თვის წინ მოხდა. ფაქტზე მისი მეუღლეა დაკავებული. მთავარი მოთხოვნაა, სამი თვის წინ მოკლული ჩემი დისშვილი დროულად გადმოასვენონ. მარადის ოჯახი საფრანგეთში ერთ-ერთი შვილის სამკურნალოდ იყო წასული. დაახლოებით ორი წელი ემიგრაციაში იყვნენ. ჩვენთვის უცნობია, რა მიზეზით მოკლა ცოლმა”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ცნობისთვის, მძიმე დანაშაული საფრანგეთში გასული წლის 17 დეკემბერს მოხდა. 31 წლის მამაკაცს დახრჩობის კვალი აღენიშნება. მეზობლების განცხადებით კი, წყვილის ჩხუბის ხმა გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს.

ადგილზე მისულ პოლიციასა და სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ და მისი რეანიმირება ვეღარ მოხერხდა. მეორე დღეს პოლიციამ ქმრის მკვლელობის ბრალდება მის ცოლს ლანა ხუნწარიას წარუდგინა. ტულონის პროკურატურის ცნობით, ახალგაზრდა ქალმა თავდაპირველად აღიარა დანაშაული და მომხდარი დაწვრილებით აღწერა, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი უარყო. უწყების ინფორმაციით, წარმოშობით ქართველი წყვილის 5 ბავშვი გადასცეს ტულონის ბავშვთა სოციალურ სამსახურს. ხუთივე ბავშვი მომხდარისას შინ იმყოფებოდა, თუმცა დაზუსტებით უცნობია, ისინი შეესწრნენ თუ არა დანაშაულს. გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო. იგეგმება ეჭვმიტანილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება.

რა თქვა მკვლელობაში ბრალდებული ქალის დედამ?

"ინვალიდი შვილი ჰყავდათ და ამის გამო წავიდნენ უცხოეთში. თურმე ჩემ შვილზე ძალადობდა, წამალდამოკიდებული გამხდარა და ფულს სთხოვდა, სულ ჩხუბი ჰქონიათ. მაგრამ ჩემი შვილი ერთი პატარა, ჭია გოგოა, ათასი დარდი და პრობლემა გამოვლილი, როგორ შეეძლო ბიჭი გაეგუდა. არსად გაქცეულა. ადგილზე აიყვანეს ჩემი შვილი. მირჩევნია დღეს ჩემი შვილი იყოს მკვდარი, ვიდრე სიძე. არ მინდა ასეთი სირცხვილით ცხოვრება, ბავშვებს რა უნდა ვუთხრა. ამ ჩემს სიძეს დიდი დოზა ხომ არ ჰქონდა გაკეთებული და ამით მოკვდა. ხომ არის, რომ მერე ცუდად ხდებიან".

წაიკითხეთ ასევე: