სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვეიცარიის მთებში ხუთი მოთხილამურის ცხედარი იპოვეს - მაშველები კიდევ ერთ დაკარგულს ეძებენ
შვეიცარიის მთებში ხუთი მოთხილამურის ცხედარი იპოვეს - მაშველები კიდევ ერთ დაკარგულს ეძებენ

შვე­ი­ცა­რი­ის ალ­პებ­ში ხუთი და­კარ­გუ­ლი მო­თხი­ლა­მუ­რე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მე­ექ­ვსე პირს ამ დრომ­დე ეძებს. სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც შა­ბათს, ჯგუ­ფი 3706 მეტ­რი სი­მაღ­ლის ტეტ ბლან­შის მთას­თან და­ი­კარ­გა.

ისი­ნი ცნო­ბი­ლი მა­ტერ­ჰორ­ნის მთის სახ­ლი­დან არო­ლას მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ემ­გზავრნენ.

ექ­ვსი მო­თხი­ლა­მუ­რი­დან ხუ­თის ცხე­და­რი ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 21:20 სა­ათ­ზე იპო­ვეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბი შვე­ი­ცა­რი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იყ­ვნენ და მათი ასა­კი 21-დან 58 წლამ­დე იყო. ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის თქმით, სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მა­ლე­ვე და­ი­წყო, თუმ­ცა უა­მინ­დო­ბა ძებ­ნის პრო­ცესს აფერ­ხებ­და - უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა ალ­პებ­ში ძლი­ე­რი ქა­რია, ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ძლი­ე­რად თოვს.

ან­ჯან ტრუ­ფერ­მა, ზერ­მა­ტის სა­ჰა­ე­რო სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა BBC-ის გა­ნუ­ცხა­და, რომ ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, ზვა­ვის რის­კი შე­იქ­მნა, "რთუ­ლი იყო ხილ­ვა­დო­ბაც", მი­სი­ვე თქმით, ჯგუ­ფის წევ­რე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი სწო­რედ უა­მინ­დო­ბა უნდა გამ­ხდა­რი­ყო.

მარ­შრუ­ტი ზერ­მა­ტი­დან არო­ლა­ში საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია, მაგ­რამ შე­სა­ფე­რი­სია მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბის­თვის, მის გავ­ლას კი შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე დღე დას­ჭირ­დეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

შვეიცარიის მთებში ხუთი მოთხილამურის ცხედარი იპოვეს - მაშველები კიდევ ერთ დაკარგულს ეძებენ

შვეიცარიის მთებში ხუთი მოთხილამურის ცხედარი იპოვეს - მაშველები კიდევ ერთ დაკარგულს ეძებენ

შვეიცარიის ალპებში ხუთი დაკარგული მოთხილამურე გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი ხელისუფლება მეექვსე პირს ამ დრომდე ეძებს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც შაბათს, ჯგუფი 3706 მეტრი სიმაღლის ტეტ ბლანშის მთასთან დაიკარგა.

ისინი ცნობილი მატერჰორნის მთის სახლიდან აროლას მიმართულებით გაემგზავრნენ.

ექვსი მოთხილამურიდან ხუთის ცხედარი ადგილობრივი დროით 21:20 საათზე იპოვეს. ხელისუფლების განცხადებით, მოთხილამურეები შვეიცარიის მოქალაქეები იყვნენ და მათი ასაკი 21-დან 58 წლამდე იყო. ადგილობრივი პოლიციის თქმით, სამაშველო სამუშაოები მალევე დაიწყო, თუმცა უამინდობა ძებნის პროცესს აფერხებდა - უკვე რამდენიმე დღეა ალპებში ძლიერი ქარია, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ძლიერად თოვს.

ანჯან ტრუფერმა, ზერმატის საჰაერო სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა BBC-ის განუცხადა, რომ ამინდის გაუარესების გამო, ზვავის რისკი შეიქმნა, "რთული იყო ხილვადობაც", მისივე თქმით, ჯგუფის წევრების გარდაცვალების მიზეზი სწორედ უამინდობა უნდა გამხდარიყო.

მარშრუტი ზერმატიდან აროლაში საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ შესაფერისია მხოლოდ ყველაზე გამოცდილი მოთხილამურეებისთვის, მის გავლას კი შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.