პოლიტიკა
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადრები რეგიონებიდან და თბილისიდან, სადაც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე პირი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?
კადრები რეგიონებიდან და თბილისიდან, სადაც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე პირი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, თბი­ლი­სი­სა და აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით 8 პირი და­ა­კა­ვეს.

  • უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, ასე­ვე, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და მათი უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბის, მა­რი­ხუ­ა­ნას უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის, ფაქ­ტებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ბ., 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქ.ჩ., 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.კ., 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.ს., 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.გ., 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბე­ლა­რუ­სის მო­ქა­ლა­ქე მ.მ. , წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვე­ბი: 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ზ. და 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.გ.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ასე­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი­დან, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

და­ნა­შა­უ­ლი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ო.ს. - ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი “კო­კა­ი­ნი”, „მდმა“, „მა­რი­ხუ­ა­ნა“, „ექ­სტა­ზი” „ლსდ“",პსი­ლო­ცი­ბი­ნი” და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა „კე­ტა­მი­ნი“ ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს.

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ისა­ნი-სამ­გო­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, თბი­ლის­ში, გ.გ.-ს პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად, ასე­ვე, მის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ი­დან, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს 12 შეკ­ვრა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნა. გა­მო­ძი­ე­ბით, დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის - „ტე­ლეგ­რა­მის“ გა­მო­ყე­ნე­ბით ახ­დენ­და. ამა­ვე სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი ჯ.კ. - ს პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად კი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია 34 შეკ­ვრა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "მე­თა­დო­ნი", რომ­ლის გან­თავ­სე­ბა­საც ბრალ­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე, შემ­დგო­მი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით გეგ­მავ­და.

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თბი­ლის­ში, გ.ბ. - ს და ქ.ჩ. - ს დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კის შე­დე­გად და მათ მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი­დან ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს, სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი "ალფა პვპ" და "მე­ფედ­რო­ნი", ასე­ვე, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „კე­ტა­მი­ნის“ შემ­ცვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა. სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ და­ფა­სო­ე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ამო­ი­ღო პო­ლი­ცი­ამ გ.ბ. - ს ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩხრე­კის შე­დე­გა­დაც. ამას­თან, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან, ასე­ვე, ამო­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კე­ბის და­ფა­სო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი და ელექტრო­სას­წო­რე­ბი.

გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს დ.გ.-ც.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მისი პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ და­ფა­სო­ე­ბუ­ლი 26 შეკ­ვრა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ალფა პვპ“.

გარ­და ამი­სა, პო­ლი­ცი­ამ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტის დროს, და­კა­ვე­ბუ­ლის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი­დან ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გან­თავ­სე­ბუ­ლი კი­დევ 9 შეკ­ვრა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. ამა­ვე სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი ნ.ზ.-ს პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად კი, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია 8 შეკ­ვრა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ალფა პვპ“.

აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მ.მ. - ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კის შე­დე­გად, ასე­ვე, მის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი­დან ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "მე­თა­დო­ნი". მ.მ. - ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან, ასე­ვე, ამო­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კე­ბის და­ფა­სო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი და ელექტრო­სას­წო­რე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე, 18-260-ე, 261-ე,18-261-ე მუხ­ლე­ბით, ასე­ვე, 273-ე პრი­მა და 19-273-ე პრი­მა მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
)(
0

იმედია ვინც მაგათ კრიშავს იმათაც ჩამოატარებთ ბრასლეტებით!!!!

vika
0

რა დღეშია შესასვლელი სადარბაზოები, ყველა სართულზე ერთი და იგივე, რას ეძებენ. განადგურებული და დახსნილია ყველაფერი, ადრე ეს ასე აი იყო ნამდვილად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

კადრები რეგიონებიდან და თბილისიდან, სადაც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე პირი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

კადრები რეგიონებიდან და თბილისიდან, სადაც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე პირი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.

  • უწყების ინფორმაციით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და მათი უკანონო რეალიზაციის მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1975 წელს დაბადებული გ.ბ., 1995 წელს დაბადებული ქ.ჩ., 2001 წელს დაბადებული ჯ.კ., 2002 წელს დაბადებული ო.ს., 1999 წელს დაბადებული დ.გ., 1985 წელს დაბადებული ბელარუსის მოქალაქე მ.მ. , წარსულში ნასამართლევები: 1981 წელს დაბადებული ნ.ზ. და 2001 წელს დაბადებული გ.გ.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, დაკავებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ო.ს. - ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები “კოკაინი”, „მდმა“, „მარიხუანა“, „ექსტაზი” „ლსდ“, ,,პსილოციბინი” და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, გ.გ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს 12 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის - „ტელეგრამის“ გამოყენებით ახდენდა. ამავე სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული ჯ.კ. - ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 34 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი", რომლის განთავსებასაც ბრალდებული სხვადასხვა ლოკაციაზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით გეგმავდა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველო თანამშრომლებმა თბილისში, გ.ბ. - ს და ქ.ჩ. - ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად და მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები "ალფა პვპ" და "მეფედრონი", ასევე, ფსიქოტროპული საშუალება „კეტამინის“ შემცველი ნივთიერება. სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო პოლიციამ გ.ბ. - ს ავტომობილის ჩხრეკის შედეგადაც. ამასთან, ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორები.

გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს დ.გ.-ც.

სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული 26 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.

გარდა ამისა, პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, დაკავებულის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ განთავსებული კიდევ 9 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება. ამავე სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული ნ.ზ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი, ნივთმტკიცებად ამოღებულია 8 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მ.მ. - ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი". მ.მ. - ს საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 261-ე,18-261-ე მუხლებით, ასევე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.