სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა
ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძე და­ი­ნიშ­ნა. სარ­ჯვე­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე წა­რად­გი­ნა.

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­სუ­ლი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან, დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და შრო­მი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის შე­სარ­ჩე­ვად. ამ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, რო­გორც ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის წევ­რებ­თან, ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­კი­თხი იყო ის, თუ რამ­დე­ნად უნდა ყო­ფი­ლი­ყო ახა­ლი მი­ნის­ტრი სა­მე­დი­ცი­ნო წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით რო­გორც პო­ლი­ტი­კურ გუნდში, ისე სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის აზრი იყო ორად გა­ყო­ფი­ლი. ერთი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევ­და, რომ ახა­ლი მი­ნის­ტრი აუ­ცი­ლებ­ლად სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მე­ო­რე ნა­წი­ლი ზუს­ტად ამის სა­პი­რის­პი­რო მო­საზ­რე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და. კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ვე­დი დას­კვნამ­დე, რომ მი­ნის­ტრის პოსტზე შე­იძ­ლე­ბო­და რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, ისე სხვა კან­დი­და­ტე­ბის გან­ხილ­ვა. სა­ბო­ლო­ოდ, უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ვა­ნი­ჭე ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის წევ­რს, რომ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის, გა­მოც­დი­ლე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნდო­ბა მაქვს.

მინ­და გაც­ნო­ბოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან, დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა ბა­ტო­ნი მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძე. მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­დგე­ნა არ სჭირ­დე­ბა. 2012 წლამ­დე ბა­ტო­ნი მი­ხე­ი­ლი ეწე­ო­და წარ­მა­ტე­ბულ სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას, 20121 წლის შემ­დეგ მას სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძე იყო აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის იყო იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე. 21012 წლი­დან ის გახ­ლავთ სა­პარ­ლა­მენ­ტო გუნ­დის წევ­რი და პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის უფ­ლე­ბა­თა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე.

მინ­და წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძეს, რო­მე­ლიც დღე­ი­დან რამ­დე­ნი­მე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მი­მარ­თუ­ლე­ბას გა­უ­ძღვე­ბა. ეს არის ჯან­დაც­ვა, მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, დევ­ნი­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა, და­საქ­მე­ბა და შრო­მის სა­კი­თხე­ბი. გა­მოწ­ვე­ვა არის უამ­რა­ვი. ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით არის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა, თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო მი­ნის­ტრი და მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მო­უ­ტანს ამ დარ­გს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რა თქვა სარ­ჯვე­ლა­ძემ მი­ნის­ტრად წარ­დგე­ნი­სას?

"უპირ­ვე­ლე­სად მინ­და ჩემი მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მი­მართ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თვის, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის. ჩემ­თვის პა­ტი­ვია, რომ მექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მხარ­და­ჭე­რით, მის გუნდში ქვეყ­ნის სამ­სა­ხუ­რი გავ­წიო და ვიყო სა­სარ­გებ­ლო ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვია და ამავდრო­უ­ლად, უზარ­მა­ზა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც. ჩემს დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მა­კის­რებს ასე­ვე, ჩემი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი, რო­მე­ლიც გა­მაჩ­ნია.

ვთვლი, რომ [სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი] არის ამ ქვეყ­ნის უზარ­მა­ზა­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა და ნე­ბის­მი­ე­რი ამო­ცა­ნის გა­დაჭ­რა, იქ­ნე­ბა ეს სა­მარ­თლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა, თუ იქ­ნე­ბა ეს თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე დგო­მა. ამი­ტომ, ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შემ­წე­ო­ბით, მისი მხარ­და­ჭე­რით შევ­ძლებთ ვი­ყოთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გუნ­დი. და­უ­ღა­ლა­ვად ვიშ­რო­მებთ იმის­თვის, რომ მათ, შო­რის თი­თო­ე­უ­ლი დევ­ნი­ლი წელ­გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვდეს იმ სა­ნუკ­ვარ მო­მენტს, რო­დე­საც ისი­ნი შეძ­ლე­ბენ სა­კუ­თარ მიწა - წყალ­ზე დაბ­რუ­ნე­ბას“,- გა­ნა­ცხა­და მიხ­რილ სარ­ჯვე­ლა­ძემ.

მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ ამ პოსტზე ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლი შეც­ვა­ლა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ძალიან დიდ პატივს ვცემ მიხეილ სარჯველაძეს, როგორც პოლიტიკოსი, ყველაზე გამორჩეულია..გამიხარდა მისი მინისტრად დანიშვნა🙏ვულოცავ!

!!!!!!!!
0

წესიერი კაცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

"როგორც მოგეხსენებათ, გასული ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესარჩევად. ამ ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ასევე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან. კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ის, თუ რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი.

ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი იყო ორად გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი აუცილებლად სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. მეორე ნაწილი ზუსტად ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა. კონსულტაციების საფუძველზე მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. საბოლოოდ, უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების, გამოცდილების მიმართ განსაკუთრებული ნდობა მაქვს.

მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა ბატონი მიხეილ სარჯველაძე. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. 2012 წლამდე ბატონი მიხეილი ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, 20121 წლის შემდეგ მას საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

შეგახსენებთ, მიხეილ სარჯველაძე იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი. მოგვიანებით, ის იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 21012 წლიდან ის გახლავთ საპარლამენტო გუნდის წევრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

მინდა წარმატებები ვუსურვო მიხეილ სარჯველაძეს, რომელიც დღეიდან რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას გაუძღვება. ეს არის ჯანდაცვა, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, დევნილების ინტერესების დაცვა, დასაქმება და შრომის საკითხები. გამოწვევა არის უამრავი. ყველა მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მისი პროფესიონალიზმი და გამორჩეული პიროვნული თვისებებით იქნება საუკეთესო მინისტრი და მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანს ამ დარგს“, - განაცხადა კობახიძემ.

რა თქვა სარჯველაძემ მინისტრად წარდგენისას?

"უპირველესად მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩემთვის. ჩემთვის პატივია, რომ მექნება შესაძლებლობა ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ეს განსაკუთრებული პატივია და ამავდროულად, უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. ჩემს დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ასევე, ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი, რომელიც გამაჩნია.

ვთვლი, რომ [სამედიცინო პერსონალი] არის ამ ქვეყნის უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე საზოგადოება, რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი იქნება ყველა დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა, იქნება ეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარება, თუ იქნება ეს თითოეული პაციენტის უფლებების სადარაჯოზე დგომა. ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის შემწეობით, მისი მხარდაჭერით შევძლებთ ვიყოთ წარმატებული გუნდი. დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ მათ, შორის თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ სანუკვარ მომენტს, როდესაც ისინი შეძლებენ საკუთარ მიწა - წყალზე დაბრუნებას“,- განაცხადა მიხრილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.