პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყვავილების თაიგულში დამალული დანა და სასტიკად ჩადენილი მკვლელობა თბილისის ცენტრში - რას ამბობს მოკლულის დედა: "სანდრო პაკელიანმა პროცესზე გვითხრა, ვიზიარებო, ეს იყო ირონია" (ვიდეო)
ყვავილების თაიგულში დამალული დანა და სასტიკად ჩადენილი მკვლელობა თბილისის ცენტრში - რას ამბობს მოკლულის დედა: "სანდრო პაკელიანმა პროცესზე გვითხრა, ვიზიარებო, ეს იყო ირონია" (ვიდეო)

25 იან­ვარს თბი­ლის­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, ნი­კი­ტა აგი­ე­ვი სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რეს. აგი­ე­ვი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ქუ­ჩა­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ნა­ხეს. მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

რა მოხ­და 2 თვის წინ თბი­ლი­სის ცენ­ტრში - გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე "კუ­რი­ე­რი P.S-მა" ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­არ­კვია. რო­გორც ირ­კვე­ვა, 25 იან­ვრის სა­ღა­მოს ნიკა აგი­ე­ვი მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­დან ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ო­და, რა დრო­საც თავს და­ესხნენ, კონ­კრე­ტუ­ლი პირი მას და­ნას რამ­დენ­ჯერ­მე ურტყამს.

ნი­კი­ტა აგი­ე­ვი

დამ­ნა­შა­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მა­ლე­ვე შეძ­ლეს - ის 18 წლის სან­დრო პა­კე­ლი­ა­ნია. გარე კა­მე­რე­ბის კად­რებ­ში ჩანს, რომ პა­კე­ლი­ა­ნი სამ მე­გო­ბარ­თან ერ­თად ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზეა, მის ერთ-ერთ მე­გო­ბარს ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლი უჭი­რავს. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ხვდე­ბი­ან ისი­ნი ნიკა აგი­ევს. სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბის მი­ყე­ნე­ბის შემ­დეგ კი, პა­კე­ლი­ა­ნიც და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბიც სა­ნა­პი­როს­კენ გარ­ბი­ან. ამ დროს თა­ი­გუ­ლი უკვე პა­კე­ლი­ანს უჭი­რავს და გა­მო­ძი­ე­ბის ვა­რა­უ­დით, სწო­რედ ამ თა­ი­გულ­ში მა­ლავს ის მკვლე­ლო­ბის ია­რაღს.

ამის შემ­დეგ ისი­ნი ტაქსში სხდე­ბი­ან, იც­ვლი­ან რამ­დენ­ჯერ­მე ავ­ტო­მო­ბილს, სა­ბო­ლო­ოდ კი და­სა­მა­ლად ნა­თე­სავ­თან წინ­წყა­რო­ში გეგ­მა­ვენ წას­ვლას. გზად ტე­ლე­ფო­ნებს ხევ­ში ყრი­ან. ად­გილ­ზე მი­სუ­ლე­ბი მას­პინ­ძელს არა­ფერს უყ­ვე­ბი­ან. ვახ­შმო­ბენ და იძი­ნე­ბენ. თუმ­ცა პო­ლი­ცი­ამ ისი­ნი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში აიყ­ვა­ნა.

სან­დრო პა­კე­ლი­ა­ნი პრო­ცეს­ზე

პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ, სან­დრო პა­კე­ლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს და მას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს. და­კა­ვე­ბულ­მა ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე უარი თქვა. გა­მოჰ­კი­თხეს მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბიც. "კუ­რი­ე­რი P.S-მა" ერთ-ერთი მათ­გა­ნის, ნი­კო­ლოზ ბუ­ა­ჩი­ძის ჩვე­ნე­ბა მო­ი­პო­ვა, სა­დაც საქ­მის ფი­გუ­რან­ტი მომ­ხდა­რის გან­სხვა­ვე­ბულ ვერ­სი­ას აღ­წერს.

  • "სან­დრო პა­კე­ლი­ან­მა მი­თხრა, კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე ყვა­ვი­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად გავ­ყო­ლო­დი, რად­გან ნათ­ლი­ის­თვის გა­ეზ­გავ­ნა. მი­ვე­დით, ვი­ყი­დეთ ყვა­ვი­ლე­ბი და წა­ვე­დით ორ­ბე­ლი­ან­ზე. გა­ვი­გო­ნე გი­ნე­ბის ხმა, და­ვი­ნა­ხე მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ძირს იწვა და მას­თან ახ­ლოს იდგა სან­დრო პა­კე­ლი­ა­ნი. და­ვი­ნა­ხე, რომ მას დანა ეჭი­რა, ავუქ­ნიე ხელი, რომ სან­დროს­თვის არა­ფე­რი და­ე­შა­ვე­ბი­ნა" - ამ­ბობს ის ჩვე­ნე­ბა­ში.

მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მოკ­ლუ­ლი ნიკა აგი­ე­ვის ოჯახს მი­უ­სამ­ძიმ­რა, ბრალ­დე­ბას კი დუ­მი­ლით უპა­სუ­ხა. რო­გორც შვილმკვდა­რი დედა "კუ­რი­ე­რი P.S-ს" უყ­ვე­ბა, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ზე ირო­ნი­უ­ლად მო­იქ­ცა.

"ბავ­შვი მოკ­ლა და ვი­ზი­ა­რე­ბო, ოჯახს უთხრა... ჩემი ვა­რა­უ­დი არის, რომ ამ მკვლე­ლო­ბის­თვის სან­დრო პა­კე­ლი­ა­ნი ემ­ზა­დე­ბო­და. 2 წლის წი­ნაც ჰქონ­დათ მცდე­ლო­ბა, სულ ბუ­კე­ტით დარ­ბოდ­ნენ, იქ მა­ლავ­დნენ და­ნას. უბ­რა­ლოდ მა­შინ ვერ მო­ა­ხერ­ხეს. გულ­ში ჰქონ­და, ფე­ხებ­ში და მუ­ცელ­ში ჰქონ­და დანა ჩარ­ტყმუ­ლი. არ­ტე­რი­ე­ბიც ჰქონ­და გა­დაჭ­რი­ლი. ჩემი მო­თხოვ­ნაა, რომ ჯგუ­ფუ­რი მკვლე­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ნი­ჭოს ამ ამ­ბავს", - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დედა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალე
0

ძალან სამწუხარო ფაქტია.ერთი რამ ცხადია,რომ ფეხით მოსიარულე პოლიცია უნდა იყოს ყველა უბნებში,მეტი პოლიციელი ქუჩებში,გარკვეულ წილად პრევენციაა დანაშაულის. სასმართლომ კი მაქსიმუმი სასჯელის ზომა უნდა გამოიყენოს.

H
0

10 წელი არა 3 თვე მიეცით და ბარემ ციხის კართან ნაშებიც დაახვედრეთ ლიმუზინით, როცა გამოუშვებთ. იმ ტლუ მშობლების თავში ჩამახედა ამ არაკაცს ადვოკატი, რომ აუყვანეს და გამოძრომაზე ჩალიჩობენ. ან იმ სამ ფუცანს რატომ არ იჭერენ? თუ დამნაშავეები არ იყვნენ სად გარბოდნენ? გაამკაცრეთ კანონი მკვლელობაზე და იმპერატიულად ჩაწერეთ, რომ განზრახ მკვლელობა ეგრევე სამუდამოა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ყვავილების თაიგულში დამალული დანა და სასტიკად ჩადენილი მკვლელობა თბილისის ცენტრში - რას ამბობს მოკლულის დედა: "სანდრო პაკელიანმა პროცესზე გვითხრა, ვიზიარებო, ეს იყო ირონია" (ვიდეო)

ყვავილების თაიგულში დამალული დანა და სასტიკად ჩადენილი მკვლელობა თბილისის ცენტრში - რას ამბობს მოკლულის დედა: "სანდრო პაკელიანმა პროცესზე გვითხრა, ვიზიარებო, ეს იყო ირონია" (ვიდეო)

25 იანვარს თბილისში მკვლელობა მოხდა. ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი, ნიკიტა აგიევი სასიკვდილოდ დაჭრეს. აგიევი კლინიკაში მიყვანამდე, სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. დასისხლიანებული მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ქუჩაში მოქალაქეებმა ნახეს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

რა მოხდა 2 თვის წინ თბილისის ცენტრში - გახმაურებულ საქმეზე "კურიერი P.S-მა" ახალი დეტალები გაარკვია. როგორც ირკვევა, 25 იანვრის საღამოს ნიკა აგიევი მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ორბელიანის მოედნის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც თავს დაესხნენ, კონკრეტული პირი მას დანას რამდენჯერმე ურტყამს.

ნიკიტა აგიევი

დამნაშავის იდენტიფიცირება სამართალდამცველებმა მალევე შეძლეს - ის 18 წლის სანდრო პაკელიანია. გარე კამერების კადრებში ჩანს, რომ პაკელიანი სამ მეგობართან ერთად ორბელიანის მოედანზეა, მის ერთ-ერთ მეგობარს ყვავილების თაიგული უჭირავს. რამდენიმე წუთში ხვდებიან ისინი ნიკა აგიევს. სასიკვდილო ჭრილობების მიყენების შემდეგ კი, პაკელიანიც და მისი თანმხლები პირებიც სანაპიროსკენ გარბიან. ამ დროს თაიგული უკვე პაკელიანს უჭირავს და გამოძიების ვარაუდით, სწორედ ამ თაიგულში მალავს ის მკვლელობის იარაღს.

ამის შემდეგ ისინი ტაქსში სხდებიან, იცვლიან რამდენჯერმე ავტომობილს, საბოლოოდ კი დასამალად ნათესავთან წინწყაროში გეგმავენ წასვლას. გზად ტელეფონებს ხევში ყრიან. ადგილზე მისულები მასპინძელს არაფერს უყვებიან. ვახშმობენ და იძინებენ. თუმცა პოლიციამ ისინი მომხდარიდან რამდენიმე საათში აიყვანა.

სანდრო პაკელიანი პროცესზე

პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, სანდრო პაკელიანი დააკავეს და მას განზრახ მკვლელობის ბრალი წარუდგინეს. დაკავებულმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. გამოჰკითხეს მისი თანმხლები პირებიც. "კურიერი P.S-მა" ერთ-ერთი მათგანის, ნიკოლოზ ბუაჩიძის ჩვენება მოიპოვა, სადაც საქმის ფიგურანტი მომხდარის განსხვავებულ ვერსიას აღწერს.

  • "სანდრო პაკელიანმა მითხრა, კოლმეურნეობის მოედანზე ყვავილების შესაძენად გავყოლოდი, რადგან ნათლიისთვის გაეზგავნა. მივედით, ვიყიდეთ ყვავილები და წავედით ორბელიანზე. გავიგონე გინების ხმა, დავინახე მამაკაცი, რომელიც ძირს იწვა და მასთან ახლოს იდგა სანდრო პაკელიანი. დავინახე, რომ მას დანა ეჭირა, ავუქნიე ხელი, რომ სანდროსთვის არაფერი დაეშავებინა" - ამბობს ის ჩვენებაში.

მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა სასამართლო სხდომაზე მოკლული ნიკა აგიევის ოჯახს მიუსამძიმრა, ბრალდებას კი დუმილით უპასუხა. როგორც შვილმკვდარი დედა "კურიერი P.S-ს" უყვება, მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოზე ირონიულად მოიქცა.

"ბავშვი მოკლა და ვიზიარებო, ოჯახს უთხრა... ჩემი ვარაუდი არის, რომ ამ მკვლელობისთვის სანდრო პაკელიანი ემზადებოდა. 2 წლის წინაც ჰქონდათ მცდელობა, სულ ბუკეტით დარბოდნენ, იქ მალავდნენ დანას. უბრალოდ მაშინ ვერ მოახერხეს. გულში ჰქონდა, ფეხებში და მუცელში ჰქონდა დანა ჩარტყმული. არტერიებიც ჰქონდა გადაჭრილი. ჩემი მოთხოვნაა, რომ ჯგუფური მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭოს ამ ამბავს", - ამბობს მოკლული ბიჭის დედა.

წაიკითხეთ ასევე: